ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფის მიზეზები
ჯოკოვიჩის ფანტასტიკური სერია და სხვა სტატისტიკური ფაქტები რომის მასტერსის შემდეგ...

2 - მარია შარაპოვა დაბრუნდა WTA-ს რეიტინგის მეორე ადგილზე.

3 - შარაპოვამ მესამედ მოიგო ტურნირი რომში.

4 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეოთხედ გაიმარჯვა იტალიის დედაქალაქში.

4 - როჯერ ფედერერმა ოთხიდან მეოთხე ფინალი დათმო რომში. პირველად მან აქ ჯერ კიდევ 2003 წელს წააგო გადამწყვეტი შეხვედრა ფელიქს მანტიიასთან.

4 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეოთხედ გაიფორმა 20 (ან მეტი) მატჩისგან შემდგარი მოგებათა სერია. ბოლოს სერბმა 28 თებერვალს წააგო - დოჰას ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერთან. ახლა ნოვაკის წაუგებელი სერია 22 მატჩს აღწევს. მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის პირადი რეკორდია - ზედიზედ 43 მოგებული მატჩი. საინტერესოა, რომ მსგავსი სერიებით (20 ან მეტი მატჩი წაუგებლად) რეკორდსმენი როჯერ ფედერერია - შვიდი. რაფაელ ნადალს ასეთი ექვსი სერია ჰქონდა. სარეკორდო წაუგებელი სერიის ავტორი კი გილერმო ვილასია. არგენტინელმა 1977 წელს ზედიზედ 46 მატჩი მოიგო.

5 - ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში უკვე ხუთი ტიტული მოიგო. სამ-სამი გამარჯვება აქვთ როჯერ ფედერერსა და დავიდ ფერერს.

8 - კარლა სუარეს-ნავარომ კარიერაში მერვე ფინალი წააგო. ესპანელს კვლავაც ერთი ტიტული აქვს მოპოვებული - შარშან ოეირაშში.

10 - სუარეს-ნავარო ამ სეზონში ბოლო 11 ტურნირიდან ათში მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიდიოდა.

11 - მარია შარაპოვა გაუთანაბრდა სერენა უილიამსს გრუნტზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. ეს საუკეთესო შედეგია მოქმედ ჩოგბურთელებს შორის.

23 - შარაპოვამ რომში 23 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ამ სეზონში ის მეორე ადგილზეა ამ სათამაშო კომპონენტში - 137 ორმაგი. ლიდერობს კამილა ჯორჯი 198 ორმაგი შეცდომით.

24 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 24-ე "მასტერსი" მოიგო და გაუთანაბრდა მეორე ადგილზე მყოფ ფედერერს. წინ მხოლოდ რაფაელ ნადალია 27 ტიტულით.

30 - კარლა სუარეს-ნავარო პირველი ჩოგბურთელია 2015 წელს, ვინც 30 მატჩი მოიგო.

35 - შარაპოვამ კარიერაში 35-ე ტიტული მოიგო.

37 - ტოპ-ტურნირებზე ("დიდი სლემი", "მასტერსი" და წლის შემაჯამებელი) ნოვაკ ჯოკოვიჩის წაუგებელმა სერიამ 37 მატჩს მიაღწია. სერბმა ბოლო მატჩი შარშან, როლან გაროსის ფინალში წააგო.

39 - ჯოკოვიჩი და ფედერერი 39-ედ შეხვდნენ ერთმანეთს. უფრო ხშირი დაპირისპირება ისტორიაში ჯოკოვიჩსა და ნადალს აქვთ - 40 მატჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

brola
24 მასტერსით ჯოკოვიჩი კი არ გაუთანაბრდა არამედ მეორე ადგილი ჩამოართვა ფედერერს! ფედერერს 23 მასტერსი აქვს!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა