სანამ ახალი ხელმძღვანელები გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობენ, გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ "დინამო" კვლავ სახალხო კლუბი გახდება

სანამ თბილისის "დინამოს" ახალი ხელმძღვანელები გაძლიერებაზე ფიქრობენ, გულშემატკივრებიც იმედოვნებენ, რომ "დინამო" კვლავ სახალხო კლუბი გახდება - ფინანსურად ძლიერი მეპატრონის გამოჩენამ ხომ გულშემატკივარში მიძინებული იმედები გააღვიძა.

ცხადია, "დინამოს" მომავალზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. პროფესორი დევი დობორჯგინიძე ამბობს, რომ ვერისბაღელ გულშემატკივრებს კლუბის მეპატრონე რომან ფიფიასთან შეხვედრა და სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი სურთ.

"ჩვენ მზად ვართ, ყველა პრობლემაზე ვილაპარაკოთ, რადგან "დინამო" ჩვენი საყვარელი კლუბია, რომელსაც წლებია ვქომაგობთ და დარწმუნებული ვარ, უპირველესად მეპატრონეს წაადგება მრავლისმნახველ გულშემატკივრებთან შეხვედრა და მათი აზრის მოსმენა", - ამბობს დობორჯგინიძე.

"დინამოს" თემა ფორუმებზეც აქტიურად განიხილება. ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს: "რეალურად ვიმსჯელოთ: ძლიერი "დინამოს" ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარი მაინც უნდა იყოს. აქედან გამოდის, რომ ბიზნესმენის მოგება მინიმუმ 50-100 მილიონამდე უნდა მერყეობდეს, რაც საქართველოში ზღაპრის ტოლფასია. რჩება ერთი გამოსავალი - უნდა შეიქმნას ისეთ პროგრამა, რომ კლუბი მინიმუმ წაგებზე არ წავიდეს, რაც დღევანდელ პირობებში ძნელია."

"სამწუხაროდ, ამ დრომდე წმინდა ბიზნესის კუთხით არანაირი ინტერესი არ იყო. "დინამოს" აქტივები მხოლოდ ფეხბურთელების კონტრაქტებია, თორემ კლუბს არც სტადიონი გააჩნია და არც ბაზა საკუთარ მფლობელობაში, რითაც ინვესტორს მოხიბლავდა."

"ქართული სპორტის ქომაგების" წევრმა კობა კობაიძემ კი წერილი მოგვწერა: "მე, უპირველესად, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვარ და შემდეგ ნებისმიერი ქართული კლუბის. თუმცა მიმაჩნია, რომ "დინამო" თუ გაძლიერდა, ამას სხვა კლუბების გამოცოცხლებაც შეუძლია და კლუბის ბედი ამიტომაც მაღელვებს.

ჩემი აზრით, ძალიან კარგი ფაქტია, "დინამო" რომან ფიფიამ რომ შეიძინა. პირადად ჩემი მოლოდინი კი ისაა, რომ ევროპაში ბრძოლისუნარიანი გუნდით გავიდეთ. მართალია, კლუბს ბოლო წლებში ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში საქართველოში მისი წარმატებები არ გვიკვირდა, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს. როდესაც ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ჟილინა", "კლუჟი", "შერიფი", "ბატე" და მსგავსი კლუბები გადიან, მიმაჩნია, რომ ეს "დინამოსა" და სხვა ქართულ კლუბებსაც შეუძლიათ.

მახარებს ის ფაქტი, რომ "დინამოს" ხელმძღვანელებმა ქართველი ფეხბურთელები დააბრუნეს: გიორგი ციმაკურიძე, დიმა ტატანაშვილი, გიორგი ფოფხაძე "დინამოს" უდავოდ გააძლიერებენ. ჩემი ოცნებაა, "დინამომ" ძველი დიდება დაიბრუნოს.

კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა იმედები გაგვიღვიძეს და ღმერთმა არ ქნას, მორიგი იმედგაცრუება განვიცადოთ."

ჟურნალისტი და ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი "დინამოს" ახალ მეპატრონე რომან ფიფიას ესაუბრა და თავისი შეხედულებები ჩამოყალიბებული სახით გააცნო:

- თბილისის "დინამო" იყო და კვლავ უნდა გახდეს სახალხო კლუბი. არა იმიტომ, რომ ეს ლაშა დვალიშვილს უნდა, არამედ იმიტომ, რომ "დინამოს" მდგომარეობაზე დამოკიდებულია ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარება, ჩვენს ფეხბურთში არსებული ტენდენციები და მისი დონე.

რომან ფიფიას ფეხბურთის ფედერაციაში გავესაუბრე, როდესაც იქ პრესკონფერენცია გამართა. დავინტერესდი, რა ჩანაფიქრები ჰქონდა და სწორედ ამ დროს დაინტერესდა ჩემი მოსაზრებებით, რომელთა წერილობითი სახით მიწოდება მთხოვა.

- და რა შესთავაზეთ?

- ჩემი აზრით, და ეს გულშემატკივრული აზრი ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან არანაირ კავშირში არ არის, პირველ ეტაპზე განსახორციელებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. უპირველესად, კლუბსა და ვეტერან ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის აღდგენას ვგულისხმობ, რაც აუცილებელია. ეს გულისხმობს შემდეგს:

1. მოქმედი და "დინამოს" ცნობილი ფეხბურთელების რეგულარული შეხვედრები. 2. ფოტოებისა და მაისურების გამოფენა დიღმის ბაზაზე. 3. დინამოელთა მიერ ჩატარებული თამაშების ვეტერანებთან ერთად განხილვა. ცხადია, ეს არაფორმალურ გარემოში უნდა მოხდეს და მწვრთნელის საქმიანობაში ჩარევის მცდელობად არ უნდა გავიგოთ.

ამას გარდა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, "დინამომ" ის სათამაშო ფორმა რომ დაიბრუნოს, რომელშიც 1981 წლის სეზონში ასპარეზობდა. ეს სწორედ ის ფორმაა, რომლის მორგებაზეც ყველა ბავშვი ოცნებობდა და რომელთანაც ჩვენი ოცნების კლუბი გაიგივდა.

ამ ყველაფრის შედეგად, ჩემი აზრით, ფეხბურთელებს ზრდის დამატებითი სტიმული გაუჩნდებათ. გარდა ამისა, უფროს თაობაში "დინამოს" მიმართ დაკარგული ინტერესი ხელახლა გაღვივდება და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა სტადიონზე დაბრუნების ერთ-ერთი ხერხი გახდება.

"დინამო" ის კლუბია, რომლის ვარჯიშზე მოხვედრას ყველა ბავშვი ოცნებობდა და რაც უფრო მეტი შეხება ექნებათ კლუბთან, "დინამოს" სიყვარული და კლუბში მოხვედრის სურვილი თავიდანვე გაუჩნდებათ. საამისოდ დინამოელთა ვარჯიშებზე მათი რეგულარული დასწრება აუცილებელი მგონია.

გარდა ამისა, 21-ე საუკუნეა და "დინამოს" საფირმო მაღაზიის გახსნა სჭირდება. ჯერ ერთი, ეს იქნება პრეცენდენტი ქართულ საკლუბო ფეხბურთში. მეორეც, ესეც კლუბის მიმართ ყველა თაობის გულშემატკივართა ინტერესს გაზრდის. საკლუბო ატრიბუტიკის (მაისურების, შარფების, კაშნეების) გაყიდვა ამის წინაპირობა იქნება.

- როგორი იყო ფიფიას რეაქცია თქვენს შეთავაზებაზე?

- ბატონი რომანი დაინტერესდა და მთხოვა, წერილობითი სახით წარმედგინა ის, რაზეც ვილაპარაკეთ. მე მსგავსი წინადადება მექნება ნებისმიერი ქართული კლუბის მიმართ, რადგან დროა ძველებური წარმოდგენებიდან ახალზე გადავერთოთ და კლუბები კი არ ჩავკეტოთ, არამედ გავხსნათ ხალხისთვის, გულშემატკივარი რომ შეეჩვიოს და კლუბის ყოველდღიურ სამიქნობაში უფრო ჩაერთოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

medasxva
რა ვეტერანები რის ძველი ფეხბურთის ყურება რეებს ბოდავთ?ამით გინდათ წაახალისოთ ის უნიჭო ფეხბურთელები რომლებიც საშუალოზე დაბალ გუნდებში ვეხ ხვდებიან და დინამოში რომ მოგყავთ?ასე არ გამოვა.მინიმუმ საშუალო ევროპის დონის ფეხბურთელი მაინც უნდა იყიდო რამე რო გამოვიდეს.მაგალითად დააბრუნო ძველი გვარდია, კვირკველია, კანკავა ,შაშიაშვილი,ასათიანი,გოგუა,და ასეთები.მე არ ვამბობ ვარსკვლავებს და ასე სემდეგ....................
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს