რუსეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა მოსკოვურ კლუბებს შორის გაიმართა
რუსეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა მოსკოვურ კლუბებს შორის გაიმართა.

"სპარტაკი" საკუთარ სტადიონზე ცსკა-მ 4:0 გაანადგურა. ამ მატჩით იმიტომ დავინტერესდით, რომ სპარტაკელთა დამრიგებელმა მურატ იაკინმა 59-ე წუთზე მოედანზე ქართველი ფეხბურთელი შუეშვა, მაგრამ არა ჯანო ანანიძე, არამედ 18 წლის ნახევარმცველი გიორგი მელქაძე, ვინც შვედი კიმ კალსტრიომი შეცვალა.

იაკინმა რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი მთავარი გუნდის ვარჯიშზე პირველად 15 მაისს მიიწვია და განაცხადა, რომ გიორგი ვარჯიშზე მოეწონა:

"დიდი ხანია, რაც მას ვაკვირდებით. მეორე გუნდის თურქული შეკრების შემდეგ მელქაძეზე საჭირო ინფორმაციები მივიღეთ. რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ამ ფეხბურთელს ძლიერი ფიზიკური აღნაგობა გამოარჩევს. ვარჯიშზე ტრავმირებული მოვსესიანის ნაცვლად მოვიწვიეთ და, სხვათა შორის, ორმხრივ შეხვედრაში თავი ეგრევე გოლით გამოიჩინა, რაც მისი ასაკის მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მელქაძეს ახალგაზრდებისთვის ჩვეული მორიდება არ ახასიათებს. ასე რომ, ის ჩვენს ყურადღებას იმსახურებს და შემდეგშიც დავაკვირდებით".

იაკინმა 17 მაისს, ცსკა-სთან სამატჩო განაცხადში, ქართველი პირველად შეიყვანა. შეხვედრის შემდეგ "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელს დებიუტანტზე ისევ ჰკითხეს:

"კარგად მესმოდა თუ არა, რომ მოედანზე მელქაძის შესვლით თამაშს ვერ გადავარჩენდი? უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება ვარჯიშებზე მის მიერ ნაჩვენები თამაშიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა. მე სულ ვიმეორებდი - ვინც თავს ვარჯიშზე გამოიჩენს, შემადგენლობაში მოხვედრის შანსსაც ის მიიღებს-მეთქი. გიორგიმ კი შანსი გამოიყენა და დღეს მოედანზე გასვლის უფლება მოიპოვა".

"სპარტაკის" ოფიციალურ ვებგვერდზე კი ქართველის თამაში ასე შეაფასეს:

"მელქაძე "სპარტაკის" აკადემიის აღზრდილია. მოედანზე გასვლისთანავე, ის დამაჯერებლად მოქმედებდა და შეტევებსაც ამწვავებდა. ალბათ, 18 წლის ფეხბურთელის დებიუტი ამ შეხვედრაში "სპარტაკის" ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. სამწუხაროდ, გულშემატკივარს მეტი არაფრით გაუხარია... მან მოედნის ცენტრში კალსტრიომის ადგილი დაიკავა. მას არც მონდომება დაეწუნებოდა და არც ბრძოლის ჟინი, "სპარტაკის" თამაში ოდნავ მაინც გამოაცოცხლა. ვერც შეატყობდით, რომ ეს ბიჭი 1997 წელსაა დაბადებული. თამაში საკუთარ თავზე აიღო, საჯარიმოში შევარდა, ქუსლით ეფექტური პასი გააკეთა, შეტევის გაგრძელებას ეძებდა... ის მატჩის მიწურულსაც აქტიური იყო. მაგრამ "სპარტაკმა" მეტოქის კართან რეალური ხიფათი ვერ შექმნა".

გიორგი მელქაძე და მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა ყიფიანი რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან. შვედეთში გამართული ელიტრაუნდის მინი-ტურნირზე სლავებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. რუსეთმა სამივე მატჩი მოიგო - ბელგიასთან (1:0), ლიტვასთან (6:0) და შვედეთთან (3:1).

მელქაძემ პირველი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ყიფიანი კი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.

ლიტვასთან ორივე ძირითადში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, შვედეთთან კი ქართველები არ ათამაშეს. როგორც ჩანს, რუსების 19-წლამდელთა ახალი დამრიგებელი დმიტრი ხომუხა მათ ისე არ ენდობა, როგორც მისი წინამორბედი სერგეი კირიაკოვი - ამ უკანასკნელის დროს მელქაძე და ყიფიანი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ მოთამაშეებად მოიაზრებოდნენ.

ეს ფეხბურთელები ჩვენი ნაკრებების ხელმძღვანელებისთვისაც საინტერესონი არიან. ეს ინტერესი იყო და ახლაც არის. გასაგებია, რომ მათ რუსეთის ასაკობრივი ნაკრებიდან უკეთეს კლუბებში დაბინავება სურთ - ცხადია, რუსეთში უფრო ადვილია კარიერის აწყობა, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციიდან მათთან რამდენიმეგზის დაკავშირების შემდეგ ჩვენი სფფ-ის თავკაცებმა ბოლომდე მაინც ვერ გაარკვიეს, რა პოზიცია აქვთ თავად მოთამაშეებსა და მათ ოჯახებს.

შესაძლოა, ფრთხილობენ, რომ რუსები არ გააღიზიანონ და კლუბსა და ნაკრებში პოზიციები არ დაკარგონ, თუმცა კატეგორიულ უარსაც არ ამბობენ. ფეხბურთის ფედერაციაში კი იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან, ისინი საქართველოს სახელით ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

georgiano
ამ ხალხს რატომ აქვს დიდი გული?! თქვენ აუწყვეთ ამ ბიჭებს კარიერა, გზის ფულს უხდიდით, აფინანსებდით, თუ კლუბი გაუჩარხეთ რომელიმეს? თქვენ სისხლში გაქვთ რომ სხვის გამზადებულ სუფრაზე ითამადოთ არხეინად. თუ ეს ბიჭები გადაწყვეტენ ითამაშონ საქართველოს ნაკრებში, ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის. წარმატებები მელქაძე და ყიფიანს საკლუბო კარიერაში.
sabonis
კაით რა ნერვებს მაინც ნუ გვიშლით, რაში გვაინტერეს რუსეთის ნაკრების მომავალი ფეხბურთელების წარმატებები.ფუ
Qartveli
Shen rato gewvis
Мелкадзе-россиянин
ქართველათ რატომ მოიხსენიებთ გაუგებარია , რუსეთის მოქალაქეა, რუსეთის ნაკრებში თამაშობს და ესეიგი რუსია
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს
"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს
მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"საქართველოში საფეხბურთო პირობები საშინელია და საშინელი მინდვრებია. არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, მაგრამ..." - გიორგი მელქაძე
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია