ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელი გუნდსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
მერაბ გიგაურმა ზამთარში მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ევროთასების საგზურისთვის მებრძოლი "ცხინვალი" აუტსაიდერ ფოთის "კოლხეთზე" გაცვალა.

სეზონის ბოლოს კოლხებმა თამაშს საგრძნობლად მოუმატეს, სატურნირი ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესეს და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც შეინარჩუნეს. ამაში კი 21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა უდიდესი როლი ითამაშა.

გიგაური ამბობს, რომ ამ ნაბიჯს სწორედ ამის გამო არ ნანობს:

"კახა კაჭარავასთან "ცხინვალში" გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, მაგრამ კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, სამწუხაროდ, აღარ გავაგრძელეთ, რადგან ფოთელებმა უკეთესი პირობები შემომთავაზეს. გვინდა თუ არა, დღეს პირობები ბევრს წყვეტს. მეორე მხარეც არის - ზამთარში "კოლხეთში" ისეთი საინტერესო მოთამაშეები შეკრიბეს, დარწმუნებული ვიყავი, პერსპექტიული შემადგენლობა იკრიბებოდა და არც შევმცდარვარ.

მეორე წრეში ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, თუ შემადგენლობა რადიკალურად არ შეიცვლება და "კოლხეთს" სხვების მსგავსი ბიუჯეტი ექნება, მომდევნო სეზონში სამეულისთვისაც ვიბრძოლებთ. ბევრ ძლიერ გუნდში მითამაშია და ამ სიტყვებს შემთხვევით არ ვამბობ".

სეზონი მთავრდება, გიგაური ფორმაშია და ამბობს, რომ "კოლხეთში" გატარებული პერიოდი ძალიან წაადგა:

"უპირველესად, მინდა ზაზა ინიაშვილს მადლობა გადავუხადო. მისი დამსახურებაა, ასეთ კარგ ფორმაში რომ ვარ. მენდობა და მეც მსურდა, ეს ნდობაა გამემართლებინა. რა დასამალია და, "კოლხეთში" იმიტომაც გადმოვედი, რომ შემდგომში უცხოეთში წასვლის იმედი მქონდა.

ლაშა ჯაკობიას კარგი კავშირები აქვს და იმედია, ის და ჩემი მენეჯერი გოგა გახოკიძე უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლაში დამეხმარებიან. მაგრამ ჯერ კონკრეტულ წინადადებაზე ლაპარაკი ნაადრევიც არის და უხერხულიც.

როცა ეს საკითხი გადაწყდება, მერე დასამალიც არაფერი მექნება. სავარაუდოდ, სიახლეები სეზონის ბოლოს მეცოდინება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა