19 მაისს, სტადიონ "ბენდელაზე" უნიკალური ფაქტი მოხდა
19 მაისს, სტადიონ "ბენდელაზე" უნიკალური ფაქტი მოხდა: უმაღლეს ლიგაში გადასულმა "საბურთალომ", პირველი ლიგის ბოლო მატჩი, ფაქტობრივად, ბავშვებით დაასრულა.

სამი ფეხბურთელის - იაშვილის, სოფრომაძისა და ჯიქიას გარდა, "სტუ-ნორჩი დინამოსთან" (2:0 "საბურთალოს" სასარგებლოდ) ყველა დანარჩენმა პირველ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

ახალბედა ფეხბურთელების უმეტესობა ჭაბუკთა და ელიტლიგებიდან (?!) დაიმატეს. მაგალითად, ძირითად შემადგენლობაში 14 წლის ვანო ოქროპირიძემ ითამაშა, მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი კი, რომელიც 15 წლის ახლახან გახდა, შეცვლაზე შევიდა.

საქმე ისაა, რომ ამ შეხვედრაში მასპინძლებს სხვადასხვა მიზეზით ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელი აკლდათ. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე არიან და ელიტრაუნდისთვის ემზადებიან მეკარეები - ბექა ქურდაძე და ლაზარე კუპატაძე, მცველები - ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ცოტნე ნადარაია, ნახევარმცველები - გიორგი ხარაიშვილი და ლადო მამუჩაშვილი, თავდამსხმელები - გურამ გოშთელიანი და გიორგი ხორხელი.

აღსანიშნავია, რომ მეკარე ოთო გოშაძეც თურქულ "ქასიმფაშაში" "საბურთალომ" გაანათხოვრა, ისევე, როგორც გიორგი თევზაძე - "სამტრედიაში".

"საბურთალო" უმაღლესი ლიგის პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადების გეგმა უკვე შეიმუშავა. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორიგი ჭიაბრიშვილმა გვითხრა:

- ფეხბურთელებს შვებულებაში გავუშვებთ, მაგრამ გაურკვევლობაში გვაგდებს ის ფაქტი, რომ ჩვენი 21 მოთამაშე ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს. 19-წლამდელები ნაკრებში 3 ივნისამდე იქნებიან, 17-წლამდელებში კი ვასიკო მაისურაძემ 10 მოთამაშე მიიწვია, 14 და 16 ივნისს პოლონეთთან ორ ამხანაგურ მატჩში სათამაშოდ.

ანუ ფეხბურთელები ასაკობრივი ნაკრებებიდან სხვადასხვა დროს დაგვიბრუნდებიან და, შესაბამისად, ჯგუფ-ჯგუფად მოუწევთ დასვენება. მაგრამ 18 ივნისს სამედიცინო შემოწმებას დავიწყებთ და ამის მერე მალე მზადებასაც შევუდგებით.

შეკრებას ჯერ თბილისში დავიწყებთ, 23 ივლისიდან 2 აგვისტომდე კი თურქეთში გავემგზავრებით და ოთხ საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ. თუმცა, ჯერ ადრეა და მეტოქეები არ გარკვეულა.

არაა გამორიცხული, იქვე მეხუთე სპარინგიც დავგეგმოთ. თუ 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატზე გავლენ, ცხადია, ამის გამო გეგმების კორექტირება მოგვიწევს. მაგრამ ნეტავ გავიდნენ და ჩვენ რამეს მოვახერხებთ.

- საინტერესოა "საბურთალოს" განათხოვრებული მოთამაშეების ბედი: თურქულ "ქასიმფაშას" მეკარე ოთო გოშაძესა და "სამტრედიაში" იჯარით გადასულ გიორგი თევზაძეს თუ დაიბრუნებთ?

- გოშაძე ძლიერი ლიგის გუნდშია და მშვენიერ გარემოში ვარჯიშობს. რაც მთავარია, თურქებს მოსწონთ და ხელშეკრულება რომ გაეფორმებინათ, ელოდებოდნენ, როდის გახდებოდა 18 წლის. ალბათ, ოთო "ქასიმფაშაში" დარჩება. რაც შეეხება თევზაძეს, დიდი ალბათობით, ის დაგვიბრუნდება. გიორგის ველაპარაკეთ და თავადაც ამის სურვილი გამოთქვა. მან "სამტრედიაში" მშვენიერი გამოცდილება მიიღო და ეს სამომავლოდ ძალიან წაადგება.

- გაძლიერებას თუ აპირებთ?

- ჩვენი კლუბის საკადრო პოლიტიკა ყველამ იცის - ვეყრდნობით საკუთარ აღზრდილებს. მაგრამ რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება, თან ერთი-ორი წლით, მაინც დაგვჭირდება. ლაპარაკია სულ 2-3 გამოცდილი მოთამაშის მოყვანაზე, რომელთაც უმაღლეს ლიგაში უთამაშიათ. არაა გამორიცხული, ლეგიონერებიც ჩამოვიყვანოთ. დარწმუნებული ვარ, მერე ეს საჭირო აღარ იქნება.

- გამოცდილი ზურაბ მენთეშაშვილიც გყავთ. დაიწყო მან ვარჯიში?

- დიახ, ვარჯიშობს, მოსამზადებელ ციკლს ჩვენთან ერთად გაივლის და მჯერა, რომ გაგვაძლიერებს.

- გაძლიერება ახსენეთ, მაგრამ მეორეცაა - "საბურთალოს" ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა და ყველას შეინარჩუნებთ?

- უმაღლეს ლიგაში გადასვლა ჩვენი უპირველესი ამოცანა არ ყოფილა და თუ ვინმეს რეალური წინადადება ექნება, ხელს ნამდვილად არ შევუშლით. ეს ბიჭები ხომ ისევ ქართულ ფეხბურთს უნდა გამოადგნენ.

- კიდევ ერთი საკითხი: "საბურთალო" უმაღლესი ლიგის თამაშებს სად ჩაატარებს?

- ისევ "ბენდელას" სტადიონზე, რომელსაც პატარა რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. როდესაც ლიცენზირების კომისიის წევრები გვესტუმრნენ, გვითხრეს, რა ხარვეზებია გამოსასწორებელი.

მთავარია, მოედნის ბორტები სტანდარტებში ჩაჯდეს და ხაზებს შესაბამისი მანძილით დაშორდეს.

"ბენდელაზე" რეკონსტრუქცია მალე დაიწყება. კარის უკან კედლებს მოხსნიან, არსებულ სივრცეს აითვისებენ და ტევადობა 2000-მდე გაიზრდება. ჯერ ამის საჭიროება არ არის, თორემ ტრიბუნების 5 ათასამდე გაზრდის პერსპექტივაც არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nuprofesorob
ჯანგო ნუ პროფესორობ დინამოს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს და დიდ სტადიონზე რომ ტარდება თამაშები არ ჩანს ხალხის დიდი რაოდენობა თორემ მარტო ფან კლუბი ყავს დინამოს 400 კაციანი და გასვლაზეც საკმაოდ ბევრი დადის დინამოს ფანები.
jango
სასიხარულოა რომ ამდენი კარგი ახალგაზრდა ჰყავს საბურთალოს მობურთალეებს, რომ ერთი სავარაუდოდ სიცოცხლისუნარიანი ახალი კლუბი იქნება უმაღლეს ლიგაში. მაგრამ სამწუხაროა რომ ეს კლუბი თბილისიდანაა, რადგან მას მაყურებლის პერსპექტივა არა აქვს, ისევე როგორც ლოკომოტივს,ვიტ ჯორჯიას, ცხინვალს და იგივე დინამოს. ყველას დედაქალაქში უნდა მაგრამ დედაქალაქში ფეხბურთზე უფრო პონტისათვის დადიან და არა საგულშემატკივროდ. ამიტომაც მაყურებელთა ოდენობა შეზღუდულია მთლიანობაში რამდენიმე ათასით. თბილისის ყველა მატჩებზე ერთად აღებული უფრო ნაკლები დადის ხალხი ვიდრე ლანჩხუთის სტადიონზე.ეს ხომ ფაქტია. იქნებ ეს გაითვალიწინოს საბურთალოს მენეჯმენტმა ხომ მაყურებელ-გულშემატკივარი მართლა ჰყვდეს ამ კლუბს, რადგან ცოდვა არიან ეს ბავშვები უმაყურებლო სტადიონზე.
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს