საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადება უკვე დაიწყო
ცნობილია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადება უკვე დაიწყო.

მაგრამ უმძიმეს ჯგუფში (მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი არიან) სათამაშოდ ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გიორგი დევდარიანის გუნდი არასრული შემადგენლობითა და არც ისე სასურველ მდგომარეობაში შეიკრიბა.

დევდარიანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათგან ელიტრაუნდზე კი 18 საუკეთესო ითამაშებს. ნაკრების დამრიგებლის პრობლემა ისაა, რომ მეკარე ბექა ქურდაძე ახალგაზრდულ ნაკრებს სან მარინოში გაჰყვება, სადაც 3 ივნისს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

თავიდან ცნობილი იყო, რომ "ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია დროულად უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ იტალიელები შეკრებაზე მას მხოლოდ 26 მაისს უშვებენ, ანუ თამაშამდე 3 დღით ადრე, 19-წლამდელთა ელიტრაუნდი კი 29 მაისს იწყება და 3 ივნისს სრულდება.

ერთი დღით გვიან გამოცხადდებიან 19-წლამდელთა ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს თასის ფინალში გასული გუნდების ღირსებას დაიცავენ: "სამტრედიაში" გიორგი თევზაძე და ილია კერძევაძე თამაშობენ, თბილისის "დინამოში" კი - ოთარ კიტეიშვილი. ისინი დევდარიანის განკარგულებაში 26 მაისის თასის ფინალის შემდეგ, ანუ 27 მაისს იქნებიან.

წარმოიდგინეთ, ფინალის მეორე დღეს ეს ფეხბურთელები დაისვენებენ, ნაკრებთან ერთად კი მხოლოდ ერთხელ, 28 მაისს ივარჯიშებენ, ხოლო 29-ში უკვე ესპანეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით.

მოასწრებენ კი ძალების აღდგენას ეს ფეხბურთელები და სრული დატვირთვით თამაშს? კლუბების ინტერესების უგულებელყოფაც არ გამოდის, მაგრამ ნაკრების მწვრთნელსაც სადარდებელი გასჩენია - 4 საკვანძო მოთამაშის დაგვიანებით, სათამაშო სქემების აწყობასა და გუნდის შეთამაშებას რამდენად მოახერხებს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

samtredia
Tevzadze da kerdzevadze ukve nakrebshi arian
tamazi tsomaia
ქურდაძის 21 წლამდელებში გადაყვანა ბლეფია და ბებიათქვენს მოუყევით ეგ ზღაპარი.სხვა მეკარეს უხსნიან გზას,იმ მეკარის ნატლიები კი არველაძე და დევდარიანი არიან.სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს.ვაი "ჭურნალისტებს" კი ვურჩევ სიმართლე წერონ ან მოკეტონ.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა