ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 20 მაისს საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 20 მაისს საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში ჩაება.

სტარტზე სერბ ლასლო ჯერეს დაუპირისპირდა. ჩვენებურმა ორივე სეტი დამაჯერებლად წარმართა და მეტოქე ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 დაამარცხა, რითაც 8 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციით 135-ე ადგილზეა. მეორე წრეში ამერიკელ ბიორნ ფრატანჯელოს შეხვდება. ამ უკანასკნელმა, რომელიც რეიტინგით 147-ე საფეხურზეა, პირველ წრეში ავსტრალიელ ალექს ბოლტს მოუგო - 6:4, 7:6.

გერმანულ ნიურნბერგში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ძალებს ცდის ოქსანა კალაშნიკოვა. იგი რუს ევგენია როდინასთან არის შეამხანაგებული. უკვე ვწერდით, რომ ქართულ-რუსული ტანდემი ნახევარფინალში გავიდა. გუშინ მათი მეტოქე გამოვლინდა: მეორე ნომრად განთესილმა ჰაო-ჩინ ჩენმა (ტაივანი) და ანაბელ მედინა-გარიგესმა (ესპანეთი) სანდრა კლემენშიცი (ავსტრია) და ანტონინა ლოტნერი (გერმანია) დაამარცხა - 6:4, 6:1.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: ელენა ბოგდანი (რუმინეთი), ევა ჰროინოვა (ჩეხეთი)-ლარა არუაბარენა (ესპანეთი), რალუკა ოლარუ (რუმინეთი).

იტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა სოფიო შაფათავა, რომელიც მეორე წრეში ადრიანა ლეკაჯთან (ხორვატია) დამარცხდა - 6:7, 2:6, ხოლო ეკატერინე გორგოძემ მასპინძელი კრისტიანა ფერანდო დაჯაბნა - 6:4, 6:3 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის მეშვიდე ნომერ თურქს - იპეკ სოილუს გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა გზიდან მასპინძელი კლაუდია ჯოვანი ჩამოიშორა - 6:1, 4:6, 6:2.

წყვილები: ეკატერინე გორგოძე, სოფიო შაფათავა-ნადია პოდოროვსკა (არგენტინა), რენატა ზარაზუა (მექსიკა) - 6:2, 6:3, სოფიო ქვაცაბაიამ და იზაბელა შინიკოვამ (ბულგარეთი) რეიტინგფავორიტები - ვიქტორია გოლუბიჩი (შვეიცარია) და ანა ვრლიჩი (ხორვატია) დაჯაბნეს - 7:6, 6:4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის