ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სეოკ-ის სხდომა: გენდერული თანასწორობა, დოპინგი, დელეგაცია და პრემიები

სეოკ-ის სხდომა: გენდერული თანასწორობა, დოპინგი, დელეგაცია და პრემიები

20 მაისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა გაიმართა
20 მაისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელიც მთლიანად ევროპის პირველი თამაშებისთვის მზადებას მიეძღვნა, რომელსაც 12-28 ივნისს ბაქო უმასპინძლებს. თუმცა მას წინ კიდევ ერთი აქცია უძღოდა - სეოკ-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ორგანიზაციასთან – "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის".

მას ხელი მოაწერეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ორგანიზაციის დირექტორმა თამარ კაციტაძემ. მემორანდუმი გულისხმობს სეოკ-ის ეგიდით ჩატარებული ყველა ღონისძიების, მათ შორის - ივლისში თბილისში გასამართავი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისას გენდერული ასპექტების გათვალისწინებას, გენდერულად არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას და გენდერული თანასწორობის იდეების პოპულარიზაციას.

სეოკ-ის აღმასკომს მისი ხელმძღვანელობა სრულად ესწრებოდა, სხდომას კი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. აქვე იყო სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები, ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები. მათ შორის ისეთი ფედერაციების ხელმძღვანელებიც იყვნენ, რომელთა სახეობები არაა შეტანილი ბაქოს თამაშების პროგრამაში.

სპორტის ხელმძღვანელებმა გუნდებისგან, ფედერაციებისგან მოისმინეს ინფორმაცია თამაშებისთვის მზადების შესახებ, თან საშუალება მისცეს მათ, პრობლემებზეც ესაუბრათ, თუ ხვდებათ ასეთი რამე.

თუმცა გამომსვლელებს ნეგატივზე საუბრით არ დაუღლიათ ზემდგომნი, მხოლოდ კანოეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ლომაშვილმა განაცხადა, რომ სათანადო პირობები, საჭირო ბაზა არ აქვთ. დანარჩენები კმაყოფილები არიან ამ თამაშებისთვის მოსამზადებლად შექმნილი პირობებით და აღნიშნეს, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად, წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით მიდის და ზემდგომთ რაც სთხოვეს თავდაპირველ გეგმაში, ყველაფერი სრულდება.

სიტყვით გამოვიდნენ ფარიკაობის, კრივის, მშვილდოსნობის, ჭიდაობის, კარატეს, ველოსპორტის, საწყლოსნო სახეობების, ტანვარჯიშის, ძიუდოს, სამბოს და მძლეოსნობის ფედერაციების წარმომადგენლები.

თუმცა მასპინძლებს მათგან არა მხოლოდ მოთხოვნები აინტერესებდათ, არამედ პროგნოზიც, სპეციალისტები რას მოელიან ამ თამაშებზე, რა შედეგს გეგმავენ. დიდი მრავალფეროვნება არც პროგნოზებში ყოფილა და მედლების მოპოვების იმედი ისევ "ტრადიციულმა", ანუ საჭიდაო სახეობებმა მოგვცეს - ძიუდომ, სამბომ, თავისუფალმა და ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობებმა. დანარჩენი სახეობების წარმომადგენლები ამის იმედს ვერ იძლევიან, თუმცა გამონაკლისიც იყო.

მაგალითად, მშვილდოსნობის ნაკრების მწვრთნელმა დავით ლეკვეიშვილმა აღნიშნა, რომ ქალთა შორის გუნდურში, ხოლო შერეულ წყვილებში არის მედლის შანსი; ასევე, მძლეოსნებმაც არ გამორიცხეს, რომ პირადში შეიძლება იყოს რომელიმე სინჯის ჯილდო, თუმცა გუნდურში ამის შანსი არაა.

არადა, ამ სახეობაში სწორედ გუნდური ტურნირი ტარდება. გარკვეული წარმატების იმედი გამოთქვეს ტანვარჯიშმა, კარატემ, ცურვამ, თუმცა მათი ოპტიმიზმი უფრო შემდეგ ეტაპებზე - ნახევარფინალურ ან ფინალურ ეტაპზე გასვლას უკავშირდება და არა კვარცხლბეკზე ასვლას.

დაპირებებში, ტრადიციულად, გულუხვი იყო ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელმაც თამაშებზე 15-16 მედლის მოპოვება იგულისხმა, მათ შორის - 5 ოქროსი.

ისევ დოპინგის საშიშროება?

თუმცა კახაბრიშვილი სულ სხვა კუთხით მოექცა ყურადღების ცენტრში, რამაც სხდომის წყნარი მიმდინარეობა დაარღვია და შფოთი გამოიწვია. მისი თქმით, საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი შემოწმებულია დოპინგზე, მათი ანალიზების პასუხებიც უკვე ჩამოვიდა საქართველოში და დოპინგი არავის აღმოაჩნდა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ იმ ტურნირის შემდეგ რამდენიმემ თვითნებურად ისევ მიიღო რაღაც პრეპარატი.

კახაბრიშვილი შიშობს, რომ მათ შორის აკრძალული წამლებიც იქნება და მოსალოდნელი უსიამოვნებებისგან თავის დაზღვევის მიზნით, სთხოვა ყველა ფედერაციის და ნაკრების ხელმძღვანელს, საეჭვო სპორტსმენები საერთოდ არ წაიყვანონ შეჯიბრებაზე. თუ მის ხელთ არსებული მონაცემები მართალია, მაშინ მწვრთნელ-სპორტსმენთა გათვლა მარტივია - ქვეყნის ჩემპიონატის შემდეგ მომდევნო შეჯიბრებამდე (არაა აუცილებელი, ეს მაინცდამაინც ევროპული თამაშები იყოს) ასე დაგეგმილი შემოწმება არ უწევთ და ამ შუალედით ისარგებლეს იმ იმედით, რომ მომდევნო ტურნირამდე დოპინგი გამოვა ორგანიზმიდან.

თუმცა ამგვარმა გათვლამ (უფრო ზუსტად, გაუთვლელობამ), როცა ზუსტად ვერ დაიანგარიშეს სწორედ წამლის მოქმედების ხანგრძლივობა, წინა წლებში დიდად გვაზარალა და რამდენიმე სპორტსმენი ჩაგვივარდა დოპინგზე.

ამჯერად ლაპარაკია ათლეტთა საკმაოდ დიდ ჯგუფზე და, იმედია, მწვრთნელები მართლაც გამოიჩენენ გონიერებას, არ წაიყვანენ მათ არანაირ ტურნირზე.

კახაბრიშვილმა კიდევ ერთი კულუარული ამბავიც გაახმაურა - თურმე მასაც ჰქონია ინფორმაცია, რომ პირველხარისხოვან ტურნირებზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მავანთ შეგნებულად წაუგიათ დარჩენილი ეტაპები და მეხუთეზე დარჩენილან, თორემ მედლის მოპოვების შემთხვევაში აუცილებლად მოუწევდათ დოპინგზე სავალდებულო შემოწმება, მისი გავლის იმედი კი არ ჰქონიათ.

ჩვენც ხშირად დაგვიწერია, რომ მართლაც უცნაურად მოგვჩვენებია, ნახევარფინალამდე მისულებს მერე ისე უშანსოდ და უღიმღამოდ წაუგიათ დარჩენილი პაექრობები. თუმცა აქ ერთი კითხვა მაინც ჩნდება - თუ არ აქვთ დოპინგის გავლის იმედი და მაინც წაგებას გეგმავენ, მაშინ რატომ მიდიან შეჯიბრებაზე, ნუთუ მხოლოდ სხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ? მეხუთე ადგილი ხელფას-პრემიებს მხოლოდ ოლიმპიადაზე ითვალისწინებს, ევროპა-მსოფლიოზე - არა, ეს მიზეზი რომ ვიგულისხმოთ. თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და მსგავსი ჭორები მართლაც მუსირებს.

ასეა თუ ისე, კახაბრიშვილის ამ გამოსვლამ ყველა ააფორიაქა, თუმცა ვერდიქტი საყოველთაო იყო - დაუნდობელი ბრძოლა დოპინგს!

დელეგაცია და პრემიები

ბაქოში საქართველო 104 სპორტსმენით იასპარეზებს, მთლიანად დელეგაციაში კი 170-ზე მეტი წევრი იქნება. მათ შორის - ჟურნალისტებიც, რომლებმაც გუშინვე მიიღეს აკრედიტაციები და 11-კაციანი სამედიცინო ჯგუფიც.

ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ხაბელოვია, ოლიმპიურ სოფელში კი მისიას სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი უთავკაცებს. თამაშების დღეებში ჩვენი სპორტსმენების საქომაგოდ ბაქოში რამდენიმე დღით ქვეყნის პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავა.

ბერიშვილის თქმით, 8 ივნისს სეოკ-ში გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. სპორტსმენებს იქვე გადაეცემათ სპორტული ფორმა. აღსანიშნავია, რომ ყველანაირ ეკიპირებას ისევ ცნობილი იაპონური "მიზუნო" გვიკერავს.

ჩვენი დელეგაცია ბაქოში სამ ნაკადად გაემგზავრება. თავდაპირველად, 9 ივნისს დელეგაციის პირველი ნაწილი, ძირითადად, ადმინისტრაციული ჯგუფი გაფრინდება: ბერიშვილი, ოლიმპიურ სოფელში მისი მოადგილე გიორგი ესაკია, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

ისინი წინასწარ იმიტომ მიდიან, რომ ადგილზე შეამოწმონ, რამე პრობლემა არ დახვდეთ იქ ჩასულ ჩვენს სპორტსმენებს.

დელეგაციის მეორე და ძირითადი ჯგუფი უკვე 10-12 ივნისს გაფრინდება ბაქოში, მესამე ნაწილი კი - 19-ში. იმის მიუხედავად, რომ ბაქო არაა მაინცდამაინც შორს, სეოკ-მა მაინც გადაწყვიტა, დელეგაცია იქ გადააფრინოს და მატარებლით არ გაუშვას.

მეორე ჯგუფში სხვებთან ერთად მოჭიდავეები შედიან - სამბო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული, მესამეში კი - მძლეოსნები და ძიუდოისტები.

ამდენად, თამაშების პროგრამა ისეა გაწერილი, მედლებს დასაწყისშიც უნდა ველოდოთ და დასკვნითი აკორდიც მაჟორული უნდა გამოდგეს. თან საჭიდაო სახეობებში ევროპული თამაშები ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული, რადგან წლეულს ეს შეჯიბრებები არ გამართულა.

სამაგიეროდ, გაზრდილია საპრიზო ფონდი უკლებლივ ყველა სახეობაში. მაგალითად, პირად პირველობაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული თუ ჯილდოდ 51 000 ლარს მიიღებს, ბაქოში გამარჯვება 68 000 ათასადაა შეფასებული; 51 ათას ლარს ვიცე-ჩემპიონი მიიღებს, მესამე პრიზიორს კი 34 000 ლარი გადაეცემა (შედარებისთვის: სახელმწიფო განკარგულებით, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ჯილდო 34 000-ია, მესამე პრიზიორისა - 25 500 ლარი).

სხდომის დასასრულ, სპორტსმენებს სიტყვით სპორტის მინისტრმა ხეჩიკაშვილმაც მიმართა, რომელმაც ქართული სპორტის საკეთილდღეოდ ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რადგან, მისი თქმით, ისინი ერთ საქმეს ემსახურებიან. ამასთან, აღუთქვა სპორტსმენებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

ეს ხალხი მოაცილეთ აქედან ვირეშმაკები არიან

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეში ახალი მტკიცებულებებია

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა

სეოკ-ის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნა, შესაძლოა, გაიზარდოს

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

სეოკ-ის პრეზიდენტი მომდევნო ოთხი წელი ლერი ხაბელოვი იქნება

ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად

გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]

თბილისის საქალაქო სასამართლო 16 მარტს ოლიმპიური კომიტეტის საქმის არსებით განხილვას დაიწყებს

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო

სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად

სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომლითაც ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დროებით შეჩერებული იყო

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი