პირველი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში "გაგრამ" მუხრანის სტადიონზე ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა
პირველი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში "გაგრამ" მუხრანის სტადიონზე ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა. მასპინძლები უკვე პირველ წუთზე ლადო ასათიანმა დააწინაურა. 31-ეზე ხობელმა ირაკლი გერგაიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ორ წუთში ასათიანმა დუბლი შეასრულა და "გაგრა" ისევ დაწინაურდა - 2:1.

მერე რა მოხდა, ამის ახსნა ძნელია. ხობელი როინ ონიანი და მასპინძელთა კაპიტანი ივანე ჭაბუკიანი ერთმანეთს მისცვივდნენ და იჩხუბეს. შეხვედრის არბიტრმა გიორგი ვარდიძემ ორივე მოედნიდან გააძევა და მეტოქეები მალევე დააშოშმინა. თამაშიც უნდა განახლებულიყო, მაგრამ...

მოედნიდან გასვლისას, გაძევებული მოთამაშეები ისევ წაკამათდნენ და ჩხუბი ხელმეორედ ატეხეს.

იხილეთ ვიდეო

ცხადია, მათ თანაგუნდელებიც აჰყვნენ და... თუმცა, ყველაფერი მალევე მიწყნარდა. არბიტრმა მინდვრიდან კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გააძევა, ხოლო შემდეგ, ჩათვალა რა, რომ ასეთ ვითარებაში თამაშის გაგრძელება სახიფათო იყო, მატჩი შეწყვიტა. მიმდინარეობდა 36-ე წუთი...

იხილეთ ვიდეო

"გაგრის" ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ამ გადაწყვეტილებით გაოცებულია:

"ჩხუბი არავის სიამოვნებს და, ცხადია, გამართლება ამ ამბავსაც არ აქვს, მაგრამ ისეთიც არაფერი მომხდარა, მსაჯს თამაში რომ ჩაეშალა. როინ ონიანმა პირადად მითხრა, ცხოვრებაში ბოდიში არ მომიხდია, მაგრამ შენ და ჭაბუკიანს მოგიბოდიშებთო - მერე ერთმანეთს გადაეხვივნენ და იხუმრეს, სვანებს ცხელი სისხლი კი გვაქვს, მაგრამ შევრიგდეთო.

ხობელები თამაშის გაგრძელებას ითხოვდნენ, ონიანი ამბობდა, სიტყვას გაძლევთ, აღარაფერი მოხდებაო. მთავარ მსაჯს, გიორგი ვარდიძეს, თამაშის დასრულება ორივე გუნდმა ვთხოვეთ, მაინც სეზონის ბოლო ტური იყო და ლამაზად დამთავრება გვსურდა, მაგრამ მან მაინც ჩაშალა მატჩი. ვითომ, ჩვენს ხარჯზე პლუსის ჩაწერა სურს?"

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 25 მაისს გაიმართება. კოდექსის თანახმად, ჯგუფური ჩხუბისთვის ორივე კლუბს, სავარაუდოდ, ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვლება და ფინანსური სანქციაც დაეკისრება - 2500 ლარიდან 3 ათასამდე.

განსაკუთრებით, სასჯელს "გაგრა" ელის, რადგან ის მატჩის მასპინძელი და ორგანიზატორი იყო. მაგრამ ეს ჯერ ვერსიაა, ყველაფერი კი 25 მაისს გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილი "გაგრა" უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, მაგრამ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება მისმა კონკურენტმა "ბორჯომმა" მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gurji
ამათ ყველამ იქით უნდა იხადონ ფული ბალახს რომ აფუჭებენ. ვირი მაინც მოძოვდა
qazwsx
ნწ ნწ ნწ ნწ, რა ქნეს ეს კაცო აა -არ გააგდეს მეგრული გუნდი ლიგიდან და არ დატიეს გურული?! არა რა, ეს მეგრელები ნამეტარი პატიოსნები რომ არიან, ქი იჩაგრებიენ მერე :)
ramzes 12
საპოვნელა წინა ტურში შინ უწვება ბორჯომს და უნაღდებს მას პლეი-ოფს,ბორჯომი კი შინ ბოლო ტურში აძლევს ტყიბულს და ტოვებს მას ჯგუფში! ბეთლემმა, რომელსაც ასევე საპოვნელა დაუწვა სამი ტურის წინ, სახლში აძლევს ოზურგეთს და ისიც რჩება! ფედერაცია კი არა სავაჭრო ცენტრია ბლად! ყოჩაღ კარლო!
ramzes 12
გაგრა ოზურგეთს რომ დაუწვა და ხობს, თავის საშველად სქურის გადაგდება რომ დასჭირდა, მაგის გაგრძელებაა ეს ყველაფერი!
მერაბი სალაყაია
მთლად ასე როგორ დაიღუპა ქართული ფეხბურთი დედაქალაქში სადაც 44 მაყურებელი ესწრება, თამაში იშლება უწესრიგობის გამო.
კობა
გადახედონ ბოლო 2 ტურის თამაშებს და ნახავენ ვინ ვისგან იყიდა თამაში, ეგენი ერთმანეთს სამართლიანად ებრძოდნენ. ვარდიძემ იმაზე აგოს პასუხი უსაფრთხოების ზომები რო არ იყო დაცული ისე დაიწყო თამაში.
მამუკა
ამ ჯგუფში გუნდები ქულებს რომ ურიგებდნენ ერთმანეთს საჩუქრებივით იმას თუ განიხილავს ვითომ ფედერაცია
11
ამდენი ჩაშლილი თამაშის შემდეგ ფედერაციას პასუხისმგებლობა არ ეკისრება?
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
მოსკოვში სამმა ხულიგანმა MMA-ს ყოფილ მებრძოლს სცემა, თუმცა ერთს კარგად მოხვდა [VIDEO]
"გაგრას" ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
პსჟ-ისა და "გალათასარაის" ფანების ჩხუბის შემდეგ ქუჩაში ნაცემი და სრულიად შიშველი მამაკაცი იპოვეს [VIDEO]
მესიმ და ფელიშმა ლამის იჩხუბეს, თუმცა ყვითელი სუარესს მისცეს [VIDEO]
ჩხუბი და 10 გოლი - "ატლეტიკომ" "რეალი" შეარცხვინა [VIDEO]
ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ფეხბურთელს ლამის მთელი გუნდი გაეკიდა [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს