"ატლანტას" დებიუტი ფინალში წარუმატებელი გამოდგა
"ატლანტა" ისტორიაში პირველად თამაშობდა კონფერენციის ფინალის მატჩში (მანამდე "ჰოქსს" ამ ეტაპზე სენტ ლუისი წარმოადგენდა), მაგრამ ბუდენჰოლცერის შეგირდებს დებიუტი არ გამოუვიდათ.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა პირველ ტაიმში ტყორცნების 58 პროცენტი გამოიყენა ("კლივლენდმა" 50 პროცენტი), დიდ შესვენებაზე მეტოქეები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. ამის მიზეზი ორი იყო: ჯეი არ სმიტი და "კავალერისტების" წინა ხაზი.

სმიტმა სამი სამქულიანი ჩააგდო, "კლივლენდის" ბიგმენებმა კი ფარქვეშ დაჩაგრეს მეტოქე. მოხსნებზე უპირატესობამ "კლივლენდს" განსაკუთრებული დივიდენდები არ მოუტანა (მხოლოდ 5 ქულა მეორე ტემპით), მაგრამ ართმევდა ბურთის ფლობას "ჰოქსს", რომელიც კომფორტულად გრძნობდა თავს სხვის სამწამიანში და საშუალო დისტანციაზე. შორეული არტილერიის მხრივ, მასპინძლებს არ გამოსდიოდათ არც დიდ შესვენებამდე (2/10) და მთელი მატჩის მიხედვით (4/23).

მესამე მეოთხედის ბოლომდე გუნდები აგრძელებდნენ თანაბარ ბრძოლას, უბრალოდ, შედეგიანობა ძალიან მოიკოჭლებდა. მესამე მეოთხედის პირველ 9 წუთში გუნდებმა 14-14 ქულა დააგროვეს. "კავალიერზმა" 15-დან 5 ბურთი ჩააგდო, "ატლანტამ" - 13-დან 4. ასეთ თამაშში ჯეი არ სმიტის ზედიზედ ორი სამქულიანი შედეგიანობის ნამდვილი აფეთქება იყო, რომელმაც "კლივლენდს" მატჩში ყველაზე დიდი უპირატესობა მოუტანა - 8 ქულა. უფრო მეტიც, მეოთხე მეოთხედი სმიტმა კიდევ სამი სამქულიანით დაიწყო, რის შემდეგაც სხვაობა 18 ქულამდე ავიდა.

"ატლანტას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთხელაც არ დანებდა, კეროლის ტრავმის შემდეგაც კი. მასპინძლებმა 13:1 გაქცევა მოაწყვეს და სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, მაგრამ მეტის გაკეთება "ჰოქსმა" ვერ შეძლო. სპურტის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა არ შეიმჩნია მეტოქეთა წინააღმდეგობა და ეფექტური დანკით დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ლებრონმა მეორე ტაიმი ნაკლებად ეფექტურად ჩაატარა, ვიდრე პირველი. დიდ შესვენებამდე 16 ქულის (8/12) შემდეგ, მეორე ნახევარში ფორვარდმა 15 ქულა მიითვალა, მაგრამ 14-დან მხოლოდ ოთხი ბურთი მოათავსა კალათში. "ატლანტაში" ასეთი რეგრესი მთელ გუნდს ჰქონდა, რომელმაც პირველ ტაიმში 58-პროცენტიანი რეალიზაციის შემდეგ მეორე ტაიმში 31 პროცენტი დააფიქსირა. მატჩის გმირი კი სმიტი გახდა, რომელმაც რვა სამქულიანი მოათავსა კალათში.

ატლანტა-კლივლენდი 89:97

26:20, 25:31, 16:23, 22:23

ა: ტიგი (27), ჰორფორდი (16+7 მოხსნა), მილსეპი (13+7 მოხსნა), ბეიზმორი (10).

კ: ჯეიმსი (31+8 მოხსნა+6 პასი), სმიტი (28+8 მოხსნა), ტომპსონი (14+10 მოხსნა), მოზგოვი (10+11 მოხსნა), ირვინგი (10+6 პასი).

სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო