ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნიკა ძალამიძე: ვფიქრობ, პოლონეთთან ჩვენი შანსი ტექნიკურ ფეხბურთშია

ნიკა ძალამიძე: ვფიქრობ, პოლონეთთან ჩვენი შანსი ტექნიკურ ფეხბურთშია

საქართველოს ნაკრების წევრი "იაგელონიასა" და ეროვნული გუნდის მეტოქეზე საუბრობს
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ ოთხშაბათ საღამოს დიდი ომი გადაიტანა. მისი "იაგელონია" მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზეღა გატყდა პოლონური ფეხბურთის გრანდ "ლეგიასთან" შეხვედრაში...

ძალამიძემ "ლელოს" შეკითხვებს უპასუხა. მასთან სასაუბრო კი საკმაოდ დაგროვდა. სულ მალე ევროშესარჩევი ციკლის მატჩში ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი პოლონეთთან დაიჭერს საქმეს.

ცხადია, ამ ქვეყანაში მოთამაშე ჩვენმა ფეხბურთელებმა სხვაზე მეტი იციან იქაურ განწყობებსა თუ მეტოქის ბანაკში არსებული ვითარების შესახებ.

ძალამიძესთან ინტერვიუ "ლეგიასთან" მატჩით დავიწყეთ...

- ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. სანამ უშუალოდ მინდორზე განვითარებულ მოვლენებს ვიტყოდე, ერთი რამ მინდა აღვნიშნო - პოლონეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონის შეჯიბრებაა, თუმცა ძალზე თვალსაჩინოა მსაჯების პრობლემა. რაღა შორს წავიდე - "ლეგიასთან" შეხვედრაში იყო დაახლოებით ოთხწუთიანი პაუზა, გულშემატკივრებმა მინდორზე რაღაც შემოაგდეს, მსაჯმა კი თამაშს 10 წუთი დაამატა და ბოლოსწინა დამატებულ წუთზე თერთმეტმეტრიანიც დანიშნა ჩვენს კარში. ეს პენალტი არ უნდა დანიშნულიყო! არადა, ზუსტად წინა შეტევისას "ლეგიას" კარშიც თავისუფლად შეეძლო პენალტის დანიშვნა, მაგრამ ეს არ გააკეთა...

საბოლოოდ, ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. ქულა რომ მოგვეპოვებინა, ძალიან კარგი იქნებოდა. ლიდერ "ლეხთან" ჩამორჩენა ნაკლები იქნებოდა. ამის მიუხედავად, "იაგელონია" განაგრძობს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ფინიშამდე 4 ტურია დარჩენილი და აქედან, 3 თამაში შინ გვიწევს. ასე რომ, კალენდარი საჩვენოა!

- დიდი დრო აღარ დარჩა პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებთა ევროშესარჩევ მატჩამდე. უკვე ხომ არ იგრძნობა აჟიოტაჟი პოლონურ მედიაში?

- ჯერ განსაკუთრებული არაფერი ხდება. პოლონეთის ჩემპიონატი ისე დაძაბულად მიმდინარეობს, იმხელა ინტრიგაა, ყველა ექსტრაკლასაზეა (უმაღლესი ლიგა - ავტ) გადართული.

- შევიტყვეთ, რომ პოლონეთის ნაკრებს რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება. აქედან გამომდინარე, მეტოქეს დაცვაში, წესით, პრობლემები უნდა ჰქონდეს...

- ეს ინფორმაცია მეც გავიგე პრესის საშუალებით. რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ არ ითამაშებს კამილ გლიკი. "ტორინოს" მცველი პოლონეთის ნაკრებისთვის მართლაც დიდი ძალაა.

- ალბათ, პოლონელები შინაგანად დარწმუნებულნი არიან, რომ მოახერხებენ საქართველოს ნაკრების დამარცხებას. თან თბილისური მატჩიც რომ გავიხსენოთ...

- კი, მაგრამ იმ თამაშის მერე დრო გავიდა და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები უკეთ ითამაშებს პოლონეთში. ისე, პოლონეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი შემსრულებლებით.

- მაშ, სად არის საქართველოს შანსი?

- ჩვენი შანსი, ჩემი აზრით, არის ტექნიკურ ფეხბურთში. ზოგადად, პოლონეთის ნაკრებს არ უყვარს, როცა საქმის დაჭერა ტექნიკურ მოწინააღმდეგესთან უწევს. ბოლომდე უნდა დავიცვათ სათამაშო დისციპლინა. პოლონეთის ნაკრები ძალიან მოტივირებული იქნება.

მათ შესანიშნავად დაიწყეს ევროშესარჩევი ციკლი, ასევე გააგრძელეს და ხმაურიანი დასასრულიც სურთ. ზემოთაც ვთქვი და, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით - შესანიშნავი თაობა ჰყავთ.

- საქართველოს ნაკრებიდან ხომ არ შეგხმიანებიათ ვინმე ეროვნულ გუნდში გამოძახების თაობაზე?

- არა, ჯერჯერობით არავის დაურეკავს.

- რას აპირებთ, რჩებით "იაგელონიაში"?

- ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია და წინასწარ ლაპარაკს მოვერიდები. კლუბს სურს, რომ კონტრაქტი გავაგრძელო. დეკემბრამდე "იაგელონიასთან" ხელშეკრულება მაკავშირებს. ყველაფერს ამის შემდეგ გადავწყვეტ. არის დიდი შანსი, რომ კლუბთან კონტრაქტი გავაგრძელო... მაგრამ, მოდით, ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ.

- რისი დამსახურებაა "იაგელონიას" ასეთი კარგი თამაში? როგორ ეჭიდავება გუნდი ტოლ-სწორად პოლონური ფეხბურთის გრანდებს?

- რომ იტყვიან, "შეკრული" გუნდი გვყავს. შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს ვანიჭებთ უპირატესობას და შედეგიც კარგი გვაქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გუჯა კახაძე

განათლების დეფიციტს მიხედეთ და შანსიც გამოჩნდება!

• kaxi

ოოოო ტეხნიკა ,,მაგარი,, გაქვთ. პოლონეთთან მთავარია დიდი ანგარიშით არ წააგოთ. ეს არის თქვენი მთავარი ამოცანა.

• zaza

ვეთანხმები კომენტარს , რომელ ტექნიკაზე ლაპარაკობ , რას ეძახი შენ ნიკა ბიძიკო ტექნიკას , ადგილზე რომ ფაფხურობთ უაზროდ იმას ? ბურთის წესიერად გაჩერება თქვენ არ იცით , დარტყმა , გადაწოდება და მოძრაობაში ბურთის მიღება . სხვა რაღა დარჩა ?

• farsunka

სადღა გაქვთ ტექნიკა.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში

ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა

ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა

კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის

"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე

ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა