დღეს უმაღლესი ლიგის ბოლო, 30-ე ტურის მატჩები უნდა გაიმართოს
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი ლიგის მსაჯების გახმაურებულ საქმეში ბრალდებული არბიტრები გაათავისუფლა, რომლებსაც პირობითი სასჯელი შეეფარდათ და ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისრათ, თუმცა გარიგებული მატჩების პრობლემა არა მარტო პირველ, არამედ უმაღლეს ლიგაშიც გამოსარკვევია.

დღეს უმაღლესი ლიგის ბოლო, 30-ე ტურის მატჩები უნდა გაიმართოს.

ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ეს მუხტი უმაღლეს ლიგას ბოლო ტურამდე მოჰყვა, სადაც მეორე-მესამე ადგილების ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია - მესამეადგილოსანი თბილისის "დინამო" სახლში "ჩიხურას" მასპინძლობს, ხოლო "დინამო ბათუმი", ნომინალური სტუმრის სტატუსით, ქობულეთის "ჩელე არენაზე" ადგილობრივ "შუქურას" დაუპირისპირდება. 52 ქულით, კახი კაჭარავას "ცხინვალი" კი მეოთხე ადგილს იკავებს, რომელიც "დინამოებს" 3 ქულით ჩამორჩება.

24 აპრილს "შუქურას" აწ უკვე ჩემპიონ და მაშინ ახლად გალიდერებულ გორის "დილასთან" სტუმრად ჩატარებული მატჩის ხასიათით და ფეხბურთის გულშემატკივრებში მაშინ გაჩენილი კითხვებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი მატჩი ბათუმელებისთვის ძნელი გასეირნება არ უნდა იყოს.

ადვილად წარმოსადგენია, რომ მატჩში ქობულეთის "შუქურას" თამაშის ხარისხი "რატომღაც" ისეთივე უმოტივაციო იქნება, როგორიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იყო. გასავარდნ ზონაში დაძაბული მუხტი თითქმის აღარ არსებობს, ბოლო ადგილზე მყოფი "მეტალურგი" ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მსხვილი ფინანსური დავალიანების გამო გაკოტრდა, ხოლო მეთხუთმეტეადგილოსანი "ზესტაფონი" კი ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გორის "დილასთან" საშინაო მატჩზე არგამოცხადების გამო უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტის განცხადებით, გორის "დილასთან" მატჩზე არგამოცხადების ერთ-ერთ მიზეზად მან კლუბის ფეხბურთელების მოსყიდვის მცდელობა დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, გორის "დილას" წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული.

წყარო: info9.ge

vato
კოკაიამ დაანებოს მაიმუნობას თავი და ბიჩებს დავალიანება გადაუხადოს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა