კვირაზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე დააკავეს...

კვირაზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძე დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი დემეტრაძის საქმეს უკრაინაში, დონეცკშიც გამოეხმაურენ. ქართველი ფორვარდის ყოფილი კლუბის, დონეცკის "მეტალურგის" მესვეურებმა, დემეტრაძის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პირველ პირს თხოვნა გაუგზავნეს. მიმართვას "მეტალურგის" გენერალური დირექტორი ევგენი გაიდუკი აწერს ხელს. ტექსტი, რომელიც დონეცკელთა კლუბის ოფიციალურ ვებგერდზე გამოქვეყნდა, ასეთია:

"დონეცკის "მეტალურგი" უკრაინაში ერთ-ერთი წამყვანი კლუბია, რომლის ისტორიაც გამორჩეულმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა შექმნეს. მათ შორის არის გიორგი დემეტრაძეც, რომელმაც ჩვენს გუნდთან ერთად, უკრაინაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ჩვენს გუნდში თამაშისას, უკრაინული ლიგის ბომბარდირი გახდა და უკრაინის "ოქროს ბუცი" მოიპოვა.

გიორგი დემეტრაძე არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანია. ჩვენს გუნდში დემეტრაძის გამოჩენისთანავე, მასა და სხვა ფეხბურთელებს შორის, უმალ ჩამოყალიბდა თბილი ურთიერთობა. დემეტრაძე თანაკლუბელებს სიტყვითა და საქმით ეხმარებოდა. მოედანზე ყოფნისას გამარჯვებისადმი მისწრაფებითა და შემართებით, უმალ აიყოლიებდა ხოლმე თანაკლუბელებს, რაც არაერთი წარმატების საფუძველი გახდა. დემეტრაძის თამაშის მნახველ გულშემატკივარს, ეს დღემდე ახსოვს. საფეხბურთო მოედანს მიღმა, დემეტრაძე თბილი, მშვიდი ადამიანია, რომელიც ყოველთვის მზადაა სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენი კლუბის ყველა წევრისთვის მოულოდნელი იყო, მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოში, 8 ივლისს გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ. მით უმეტეს, სასამართლოს უარი, გიორგი დემეტრაძის თავდებით გათავისუფლების შესახებ. ჩვენი კლუბის ყველა წევრსა და ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება, რომ გიორგი დემეტრაძე გაუგებრობის მსხვერპლია.

ს.კ. "მეტალურგი" მზადა არის ნებისმიერი, მათ შორის ფინანსური გარანტია უზრუნველყოს, გიორგი დემეტრაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად და გირაოთი მის გასათავისუფლებლად.

თქვენი ყურადღებისა და აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის დიდი იმედი გაქვს."

guri
ჩვენი გ--ლი (ეტიკეტი დაცავითო და მაინც არ დაბეჭდავთ) ფეხბურთელები და სპორტემენები სავარძლებს უფრთხილდებიდან აბა და. არ დაჭირდეთ თუ არა მათაც მიადგებიან, ან ერთ მშვენიერ დღეს "ნაცებთან" კავშირიც დასჯადი იქნება და მერე მაგათ ვინ დაიცავს?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა