"სერხედჯის" ოლიმპიურ ცენტრში დღეს ძიუდოისტთა სეზონის პირველი შეჯიბრება - მასტერსის ტურნირი იწყება, რომელშიც ექვსი ქართველი ჭიდაობს

ბაქოში "სერხედჯის" ოლიმპიურ ცენტრში დღეს ძიუდოისტთა სეზონის პირველი შეჯიბრება - მასტერსის ტურნირი იწყება, რომელშიც ექვსი ქართველი ჭიდაობს: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100). გუშინ წილისწყრამ მათი მეტოქეები გამოავლინა.

დღეს ჩვენებურთაგან მხოლოდ 60-ის ფალავნები იჭიდავებენ. როტერდამის "დიდი პრიზის" ჩემპიონი პაპინაშვილი პირველ წრეში იტალიელ მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ელიო ვერდეს ხვდება, ასუმბანი კი ტურნირს რუს ევროპის ჩემპიონ არსენ გალსტიანთან შეხვედრით დაიწყებს. ასუმბანს გალსტიანთან აქამდე არასოდეს უჭიდავია, პაპინაშვილი კი ვერდეს ერთხელ გადაეყარა და წააგო - წლეულს, მოსკოვის "დიდი მუზარადის" მერვედფინალში. ამათგან უფრო ძლიერი ბადე ისედაც პაპინაშვილს აქვს - იტალიელს თუ გასცდა, მომდევნო შეხვედრა უზბეკ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ რიშოდ სობიროვსა და მონღოლ ბოლბაატარ განბატს შორის მოგებულთან ექნება. სობიროვს შარშან ასუმბანმა პარიზული "დიდი მუზარადის" ფინალში კი მოუგო, მაგრამ მერე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რითაც ყველაფერია ნათქვამი, მონღოლი კი წლეულს ძალზე დამაჯერებლად ჭიდაობს.

რაც შეეხება ასუმბანს, გალსტიანს თუ გასცდა, ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის და კიდევ ერთ მონღოლს, ბოლბაატარ ჩიმედ-იონდონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ხვალ ლევან წიკლაური პირველივე წრეში კანოს მემორიალის შარშანდელ გამარჯვებულთან, იაპონელ ტაკაჰირო ნაკაისთან იჭიდავებს. სხვათა შორის, იმ ტურნირზე ნაკაიმ ავთანდილ ჭრიკიშვილს მოუგო, წიკლაურს კი პირველად ხვდება. ამათში გამარჯვებულს საკმაოდ სუსტი მეტოქე ეყოლება - სლოვენიელი ევროპის პრიზიორი ალიაზ სედეჯი ან ხორვატი ტომისლავ მარიჯანოვიჩი.

პირველ წრეში შედარებით გაუმართლა ვალერი ლიპარტელიანს - უზბეკ ხურშიდ ნაბიევს ხვდება, ვისაც დღემდე ერთხელ შეხვდა და ისიც მოუგო. სამაგიეროდ, ჯგუფში სხვები ჰყავს საშიშები - მასპინძელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ელხან მამადოვი და მსოფლიოს იაპონელი ვიცე-ჩემპიონი დაიკი ნიშიამა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მედლები ორივემ ბოლო პირველობაზე მოიპოვა, ამხელა შეჯიბრების ორი მედალოსანი მეტოქე ერთად კი ხუმრობა საქმე არაა.

წილისყრამ ნამდვილად არ გაუმართლა ჟორჟოლიანს - მასტერსს მასპინძელთან, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონ ელმარ გასიმოვთან შეხვედრით იწყებს, მას თუ გასცდება, მომდევნო მეტოქედ იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკამასა ანაისა და მონგოლ ტემუულენ ბატულგას შორის გამარჯვებული ელოდება.

თუმცა წილისყრამ ყველაზე მეტად მაინც ხანჯალიაშვილი გაწირა - იაპონელთა ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ კეიჯი სუძუკის ხვდება. მართალია, კეიჯი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს, მაგრამ ბებერი ხარის ხომ რქანიც ხნავენ. ამათში მოგებულის მეტოქე ბელარუს ოლიმპიურ ჩემპიონ იჰარ მაკარაუს და პოლონელ ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონ იანუშ ვოინაროვიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე