ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როლან გაროსი: ციფრები ამბობენ...

როლან გაროსი: ციფრები ამბობენ...

რა უნიკალური მიღწევა შეუძლია რაფაელ ნადალს
ისტორიაში არავის მოუგია "დიდი სლემის" ერთი და იგივე ტურნირი ზედიზედ ექვსჯერ. რაფაელ ნადალს წელს შეუძლია ამის გაკეთება...

მამაკაცები

- ეს იქნება რიგით 48-ე როლან გაროსი "ღია ერაში".

- როლან გაროსი "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირია, სადაც ამერიკელები ვერ დომინირებენ. აქ 15-ჯერ გაუმარჯვიათ ესპანელ ჩოგბურთელებს, ცხრაჯერ - შვედებს, ხუთჯერ - ჩეხებს.

- ბოლო ფრანგი, ვინც როლან გაროსზე გაიმარჯვა იანიკ ნოა იყო - 1983 წელს. ბოლო ფრანგი ფინალისტი გახლდათ ანრი ლეკონტი (1988), რომელმაც გადამწყვეტი მატჩი მატს ვილანდერთან წააგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

- სერბს "დიდი სლემის" ყველა ტურნირი აქვს მოგებული როლან გაროსის გარდა. პარიზში ტრიუმფის შემთხვევაში, ის გახდება მერვე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისაც "დიდ სლემზე" სრული კოლექცია ექნება შეგროვებული.

- როლან გაროსზე გამარჯვება ნოვაკს "დიდი სლემის" მეცხრე ტიტულს მოუტანს. ის გაუსწრებს ჯიმი კონორსს, ივან ლენდლსა და ანდრე აგასის და ყველა დროის სიაში მეხუთე ადგილზე გადავა. მასზე წინ იქნებიან როჯერ ფედერერი (17), პიტ სამპრასი (14), რაფაელ ნადალი (14) და ბიორნ ბორგი (11).

- ჯოკოვიჩი "დიდი სლემის" ბოლო 18 ტურნირიდან 13-ჯერ გავიდა ფინალში.

რაფაელ ნადალი

- ნადალი უმიზნებს კარიერაში "დიდი სლემის" მე-15 ტიტულს, რაც პიტ სამპრასის გასწრების საშუალებას მისცემს. ამ შემთხვევაში მასზე წინ მხოლოდ როჯერ ფედერერი იქნება (17).

- რაფას კარიერაში "დიდი სლემის" ტურნირების 20 ფინალი ჰქონდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ფედერერს აქვს - 25.

- როლან გაროსზე მოგებათა რაოდენობით ნადალი აბსოლუტური რეკორდსმენია. მას აქ ცხრაჯერ აქვს აღებული მთავარი პრიზი: 2005-08 და 2010-14 წლებში. ეს ყველა სხვა ტურნირზე მოგებების რაოდენობითაც რეკორდია.

- "ღია ერაში" არავის მოუგია "დიდი სლემის" ტურნირი ზედიზედ ექვსჯერ. ნადალს აქვს ასეთი უნიკალური შესაძლებლობა.

როჯერ ფედერერი

- პარიზული ტურნირი - ერთადერთია "დიდი სლემის" სერიაში, რომელიც შვეიცარიელმა ოთხზე ნაკლებჯერ მოიგო, კერძოდ, ერთხელ: 2009 წელს.

- ფედერერის ბოლო დიდი მოგება 2012 წლის თარიღდება - უიმბლდონი.

- ფინალის დღეს როჯერი 33 წლის 303 დღის იქნება: ის ისტორიაში როლან გაროსის მეორე ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული შეიძლება გახდეს ანდრეას ხიმენოს (34 წლის და 306 დღის) შემდეგ.

- წლევანდელი როლან გაროსი "დიდი სლემის" 64-ე ტურნირი იქნება მსოფლიოს მეორე ჩოგანისთვის. რეკორდსმენია ფაბრის სანტორო - 70 მონაწილეობა.

ენდი მარეი

- ბრიტანელი შეეცდება "დიდი სლემის" მეცხრე ფინალში გასვლას. ის უახლოვდება ბრიტანულ რეკორდს, რომელიც ფრედ პერის (10 ფინალი) ეკუთვნის.

- მარეი არასოდეს ყოფილა როლან გაროსის ფინალში, განსხვავებით სხვა სამი ტურნირისგან: ოთხი ფინალი ავსტრალიის ღიაზე, ორ-ორი უიმბლდონსა და აშშ-ის ღიაზე. ჯამში რვა ფინალიდან ენდიმ მხოლოდ ორი მოიგო (25 პროცენტი). უფრო უარესი პროცენტი აქვს ენდი როდიკს - 20 (ერთი მოგება ხუთ ფინალში).

- მარეი შეიძლება გახდეს როლან გაროსის პირველი ბრიტანელი ჩემპიონი "ღია ერაში" და მესამე - ისტორიაში.

- "დიდი სლემის" ბოლო 16 ტურნირზე მარეი მინიმუმ მეოთხედფინალამდე გადიოდა.

ქალები

- როლან გაროსის ბოლო რვა გათამაშებას შვიდი გამარჯვებული ჰყავდა. გამონაკლისია მარია შარაპოვა, რომელიც ორჯერ გახდა ჩემპიონი.

- ბოლო 18 გათამაშებაში მხოლოდ ორჯერ მოიგო პირველ ნომრად განთესილმა: ჟუსტინ ანენმა (2007) და სერენა უილიამსმა (2013).

- მხოლოდ ერთხელ გავიდნენ ფინალში პირველ ორ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები: 2013 წელს სერენამ (1) მოუგო შარაპოვას (2).

სერენა უილიამსი

- ფინალის დღეს უმცროსი უილიამსი 33 წლის 253 დღის იქნება. მას უკვე ეკუთვნის როლან გაროსის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულის რეკორდი: 31 წლისა და 25 დღის (2013 წელი). ახლა, ეს რეკორდი შეიძლება განახლდეს.

- მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, შესაძლოა, "დიდი სლემის" ზედიზედ მესამე ტურნირი მოიგოს - შარშან, აშშ-ის ღიასა და იანვარში ავსტრალიის ღიაზე ტრიუმფის შემდეგ. ბოლოს ასეთი სერია თავად სერენას ჰქონდა: 2002 წელს მიჯრით მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა, უიმბლდონი და აშშ-ის ღია, აგრეთვე 2003 წელს ავსტრალიის ღია.

- სერენამ 30 წლის ასაკში "დიდი სლემის" უკვე ექვსი ტიტული მოიგო - ეს აბსოლუტური რეკორდია ქალებშიც და მამაკაცებშიც: ამ ასაკში არავის მოუგია ოთხ ტურნირზე მეტი.

- ამერიკელს შეუძლია მესამედ მოიგოს როლან გაროსი 2002 და 2013 წლების შემდეგ. ამ შემთხვევაში ის გაუთანაბრდება მონიკა სელეშს, არანჩა სანჩეს-ვიკარიოსა და მარგარეტ კორტს. კრის ევერტს შვიდი მოგება აქვს, შტეფი გრაფს - ექვსი, ჟუსტინ ანენს - ოთხი.

მარია შარაპოვა

- შარაპოვას შეუძლია მოიგოს მესამე როლან გაროსი და "დიდი სლემის" მეექვსე ტურნირი: ამ შემთხვევაში ის გაასწრებს მონიკა სელეშს. მხოლოდ ორ მოქმედ ჩოგბურთელს აქვს "დიდ სლემზე" უფრო მეტი მოგება: სერენა უილიამსსა (19) და ვინუს უილიამსს (7).

- "დიდი სლემის" ტურნირებზე მარიას ყველა გამარჯვება ლუწ წლებზე მოდის: უიმბლდონი-2004, აშშ-ის ღია-2006, ავსტრალიის ღია-2008 და როლან გაროსი-2012 და 2014.

- შარაპოვას "დიდ სლემზე" ათი ფინალი ჰქონდა (ხუთი მოგება და ხუთი წაგება).

- რუსი ჩოგბურთელი სერენა უილიამსთან ერთად ლიდერია გრუნტზე მოგებული ტიტულების რაოდენობით: 11-11 გამარჯვება.

კაცები

I წრე

კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 6:3, 7:5, 6:1; რობერტო ბაუტისტა აგუტა (ესპ, 19)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:3, 6:1, 6:3; ლუკაშ როსოლი (ჩეხ)-ელიას იმერი (შვედ) 6:2, 7:6(7), 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14)-კრისტიან ლინდელი (შვედ) 6:1, 6:2, 6:2; დუდი სელა (ისრ)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 7:6(5), 6:3, 7:6(4); პაბლო ანდუხარი (ესპ)-ალბერტ რამოს-ვინოლასი (ესპ) 6:2, 6:4, 7:6(3); ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22)-გო სოედა (იაპ) 6:1, 6:0, 6:2; სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:3, 6:2, 6:3; დუშან ლაიოვიჩი (სერ)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 6:3, 6:3, 6:1; სტივ ჯონსონი (აშშ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 26) 6:3, 6:3, 6:7(1), 3:6, 6:3; ერნესტ გულბისი (ლატ, 24)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:4, 6:4, 7:6(3); ნიკოლა მაუ (საფ)-კიმერ კოპეიანსი (ბელ) 6:3, 6:4, 7:6(4); მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ივო კარლოვიჩი (ხორ, 25) 7:6(5), 6:4, 6:4; დამირ ძუმჰური (ბოს)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:2, 6:1 უარი; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-მატიას ბახინგერი (გერ) 6:4, 6:3, 7:6(7); როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 6:3, 6:4.

ქალები

I წრე

ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 4:6, 6:2, 6:0; მისაკი დოი (იაპ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 6:3, 6:2; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-ლესია ცურენკო (უკრ) 1:6, 6:1, 6:0; დონა ვეკიჩი (ხორ)-კაროლინ გარსია (საფ, 31) 3:6, 6:3, 6:2; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-შუაი პენგი (ჩინ, 24) 6:0, 2:0 უარი; ელენა ვესნინა (რუს)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 2:6, 6:3, 6:3; ტელიანა პერეირა (ბრა)-ფიონა ფერო (საფ) 6:3, 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 9)-ლუიზა ჩირიკო (აშშ) 6:4, 6:2; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-ლორენ დევისი (აშშ) 6:3, 3:6, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-ევგენია როდინა (რუს) 7:5, 6:4; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 0:6, 7:5, 6:2; ფლავია პენეტა (იტა, 28)-მაგდა ლინეტი (პოლ) 6:3, 5:7, 6:1; გარბინ მუგურუსა (ესპ, 21)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:2, 7:5; კამილა ჯორჯი (იტა)-ტატიანა მარია (გერ) 7:5, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს) 7:6(6), 7:6(9); კურუმი ნარა (იაპ)-ოსეან დოდენი (საფ) 3:6, 7:5, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა

"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ

მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს

ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]

ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს

ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის