საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი რაუნდის შემდეგ მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი რაუნდის ხუთ შეხვედრაში მეოთხედფინალისტთა გამოსავლენად ორ-ორი კლასიკური პარტია საკმარისი აღმოჩნდა, სამ წყვილში უძლიერესი კი ტაიბრეიკებმა დაასახელა.

2009 წლის ქვეყნის ჩემპიონი თორნიკე სანიკიძე და დავით ჯოჯუა ბავშვობიდან მეგობრობენ და ერთმანეთის თამაშის სტილსაც კარგად იცნობენ, ამიტომ კლასიკურ პარტიებში ორთაბრძოლის გაუმწვავებლად ყაიმზე შეთანხმდნენ. ტაიბრეიკებში მეტოქეებმა თითო 25-წუთიანი და ბლიც-პარტია მოიგეს. 3:3-ზე წილისყრამ ჯოჯუას თეთრი ფიგურები და 6 წუთი არგუნა, სანიკიძეს - შავები და 5 წუთი, რაც საკმარისი აღმოჩნდა მატჩის მოსაგებად (4:3) და მეოთხედფინალში გასასვლელად.

ფაქტობრივად, მსგავსი სცენარით წარიმართა გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბენიძის პაექრობა, იმ განსხვავებით, რომ აქ, კლასიკურის მსგავსად, 25-წუთიანი პარტიებიც ყაიმით დასრულდა. "არმაგედონში" კი მარგველაშვილმა შავებით აჯობა მოწინააღმდეგეს. აი, ლუკა პაიჭაძისა და დავით არუთინიანის დაპირისპირება უფრო ადრე დამთავრდა. ახალგაზრდა პაიჭაძემ გამოცდილი და ქალთა ნაკრების მწვრთნელი არუთინიანი პირველ 25-წუთიან პარტიაში დაამარცხა, მეორეში დაუზავდა და მომდევნო ეტაპზეც გააღწია.

დღეს მე-2 რაუნდის პირველ ტურში ითამაშებენ: დავით ზარქუა (2356)-გიორგი მარგველაშვილი (2544), ლუკა პაიჭაძე (2483)-თამაზ გელაშვილი (2608), ლევან ფანცულაია (2610)-კოტე შანავა (2560), თორნიკე სანიკიძე (2559)-გიგა ყუფარაძე (2395).

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე