"ბარსელონას" წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მისი მეკარეა
32 წლის კლაუდიო ბრავო შარშან გადავიდა "რეალ სოსიედადიდან" "ბარსელონაში". ჩილელის სანაცვლოდ "ბარსამ" 12 მილიონი გადაიხადა. ბრავომ ულაპარაკოდ მოუგო გერმანელ ტერ შტეგენს ბრძოლა პირველი მეკარეობისთვის. წაგებულს მხოლოდ ლიგაზე თამაშები ერგო, ჩემპიონატში კი ბრავომ ყველა შეხვედრა გამართა, უკანასკნელის გარდა.

საკლუბო ტიტულთან ერთად, ლა ლიგა ბრავომ "ზამორას ტროფეით" დაასრულა, რომელიც "მარკას" დაწესებულია და სეზონის საუკეთესო გოლკიპერს ეძლევა. ბრავოს სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია - 37 მატჩში მან მხოლოდ 19 გოლი გაუშვა და ბევრით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ დიეგო ალვეშს (ვალენსია), ვინც 29 გოლი გაუშვა.

ბოლო ტურში "დეპორტივოს" წინააღმდეგ ბრავოს აღარ უთამაშია. ასე შეძლო 26 წლის იორდი მასიპმა, ბოლოს და ბოლოს, პირველი მატჩის ჩატარება "ბარსას" ძირითად გუნდში. მასიპის მიერ გაშვებული ორი გოლის ჩათვლით, "ბარსამ" ამ სეზონში 21 გაუშვა, რაც 1993/94 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია ლა ლიგაში, მაშინ კი "დეპორტივომ" გაუშვა მხოლოდ 18 გოლი.

ბრავოს 0,51 გოლი მატჩში ლა ლიგის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია. პაკო ლიანიოს (დეპორტივო) 1993/94 წლების სეზონში 0,47 მაჩვენებელი ჰქონდა, ხოლო ვიქტორ ვალდესს (ბარსელონა, 2010/11 წწ.) - 0,50. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ სეზონში ვალდესმა მხოლოდ 32 მატჩი ითამაშა.

"ზამორას ტროფეის" მოგების გარდა, ბრავომ ამ სეზონში ორი რეკორდიც დაამყარა - 754 წუთი გოლის გაუშვებლად სეზონის დასაწყისში ლა ლიგის ახალი მიღწევაა. ასევე, მან 37 მატჩიდან 23-ში კარი მშრალად შეინახა, ესეც ახალი მიღწევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კლაუდიო ბრავოს საოცარი სეივიდან ზუსტად 13 წელი გავიდა [VIDEO]
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
მცველის მეკარეობა არ არის სახუმარო საქმე - უოკერი მარჯვედ იდგა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ბეტისმა" ბრავოს კონტრაქტი გაუგრძელა
"სიტის" მეკარე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში "საოცარი მიღწევით" შევიდა - 6 ნოემბრის დაიჯესტი [VIDEO]
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
41 წლის ბრავო ტერ შტეგენის შესაცვლელად მზადაა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი მეკარე "ბეტისში" გადავიდა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა