ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ამიტომ გვეშინია - მოსაზრებები ბედუინების ტურნირზე და არამხოლოდ...

ამიტომ გვეშინია - მოსაზრებები ბედუინების ტურნირზე და არამხოლოდ...

ვშიშობთ, რომ ამ ხარვეზებმა არათუ წლევანდელ ევროპა-მსოფლიოზე, არამედ გაისად ოლიმპიადაზე არ დაგვარტყას

ფოტოზე: ბექა ღვინიაშვილი, ალბათ, ერთადერთია, რომელმაც რაბათში პროგრესი გვაჩვენა

მაროკოულ რაბათში მასტერსზე ჩვენმა ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩა. ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი (90) გახდა, ვერცხლი ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მოიპოვა, ბრინჯაო - ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81).

ბექა ღვინიაშვილმა მასტერსის ტურნირი მოიგო [VIDEO]

გუშინვე დავწერეთ, რომ ამ შედეგების მიღმა პრობლემებიც გამოჩნდა, თან - არაერთი და ცოტა მომრავლებულიც, ანუ შემცირების ნაცვლად, მოიმატა კიდეც. მთავარი კი ისაა, რომ გაუარესებულია ლიდერთა ჭიდაობა, ვერც მთლიანად გუნდის გამოსვლის ხარისხია დამაკმაყოფილებელი, მისაღები...

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ამ ტურნირის მიხედვით, ჩვენს ნაკრებში რეზერვი ვერ დავინახე. არადა, საერთაშორისო შეჯიბრებების მთავარი დატვირთვაც ესაა - ნაბიჯ-ნაბიჯ, ტურნირიდან ტურნირამდე მოუმატონ და აღმავალი დინამიკა შეინარჩუნონ, ფორმის პიკზე კი სეზონის მთავარ შეჯიბრებაზე უნდა გავიდნენ.

შესაძლოა, ჭიდაობის ხარისხი ახლა იმანაც დააქვეითა, რომ გუნდის ის ლიდერები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაგვწყვიტეს გული - ჭრიკიშვილი და ვალერი ლიპარტელიანი (90) პირდაპირ კორეიდან ჩავიდნენ, სადაც საკმაოდ დატვირთული ერთობლივი შეკრება გაიარეს. თან, შესაძლოა, ამას რაბათში ზღვისპირა ქალაქებისთვის დამახასიათებელი ტენიანობა და სიცხეც დაემატა, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებთ.

მართალია, კორეაში შეკრებაზე ღვინიაშვილიც იყო, ვინც, ალბათ, ერთადერთია, რომელმაც რაბათში პროგრესი გვაჩვენა, თუმცა ის შედარებით ახალგაზრდაა და არაა გამორიცხული, უფრო გაუმკლავდა ამ დატვირთვას.

თან, გასათვალისწინებელია აქამდე განვლილი მოსამზადებელი ეტაპი - ცნობილია, რომ ფედერაცია-ნაკრების ახლებური მიდგომით ყველა ინდივიდუალურად ემზადება. უფრო სწორად, ნაკრები მზადების საერთო გეგმას კი მიჰყვება, მაგრამ საჭიროებისას ინდივიდუალური "გადახრებიც" ხდება ცალკეულ სპორტსმენთა ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ წლის დასაწყისში ყველა ერთნაირად არ იტვირთება.

თან, გავითვალისწინოთ, რომ ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა სეზონის დასაწყისში იაპონიაშიც გაიარეს ანალოგიური საკმაოდ ძლიერი შეკრება.

საკითხავია, რამდენად გამართლებულია ტურნირის წინ ასეთი ერთობლივი წვრთნები? იქნებ სჯობდეს, შეჯიბრებამდე რამდენიმე დღით ადრე შუალედი ჰქონდეთ სულის მოსათქმელად და ასე ინტენსიურად არ დაიტვირთონ? ვიცით, ეს მოსაზრება საკამათო გახდება, მაგრამ ჩვენები ბაქოშიც ასე პირდაპირ შეკრებიდან წავიდნენ და ლიდერების ჭიდაობამ ასევე მოგვცა უკმაყოფილების საბაბი.

ტაქტიკა ტაქტიკისთვის?

გვესმის და ვეთანხმებით ნაკრების მწვრთნელებს, რომ ყველა ტურნირს ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებ და ყველას ვერ მოიგებ;

ისიც გასაგებია, რომ შეჯიბრებათა ნაწილს ტექნიკურ-ტაქტიკური სიახლეების დასამუშავებლად იყენებენ და შედეგი არაა მთავარი;

გვახსოვს, რომ ნაკრების თავკაცი ირაკლი უზნაძე მასტერსსაც სწორედ ამ მიზნით იყენებდა; გვესმის, რომ წიწილების დათვლის დრო ევროპა-მსოფლიოს შემდეგაა, მაგრამ ახლავე თუ არ ვიკითხეთ, რამე ხომ არ მოიშალა გუნდის მზადების მექანიზმში, რაღაც სიახლე ხომ არაა შემოსატანი, მსოფლიოს შემდეგ ეს უკვე დაგვიანებული იქნება.

არის ინდივიდუალური მუშაობა?

ვიმედოვნებთ, გუნდი ჯერ ევროთამაშებამდე, შემდეგ კი მსოფლიომდე დარჩენილ დროს ნაყოფიერად გამოიყენებს და ნაკლოვანებებს აღმოფხვრის, მაგრამ მთელ რიგ სპორტსმენებთან დაკავშირებით ისევ გრძელდება ადრინდელი პრობლემები.

მაგალითად, ამირან პაპინაშვილი (60) ზედიზედ მეოთხე ტურნირზე გავიდა მეხუთეზე. თან, აქედან სამჯერ ნახევარფინალში იჭიდავა.

ვთქვათ და მართალია, რომ გადატანილი ოპერაციის, გაცდენილი პერიოდის შემდეგ ვერაა ფორმაში, მაგრამ იმ ნახევარფინალამდე ხომ მიდის, განა მანამდე ნაკლებად ძლიერ ხალხს უგებს? ყოველ შემთხვევაში, არა იმათზე ბევრად ნაკლებებს, ვისთანაც შემდეგ მარცხდება. თან, ძირითადად ერთსა და იმავე ხალხთან აგებს, ანუ უხერხული თუ სტრატეგიული მეტოქეებისადმი ინდივიდუალური მუშაობა აკლია.

დაახლოებით იმავეს ვიტყვით ლაშა შავდათუაშვილზე, ვინც მიჯრით მეოთხედ წააგო აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან. გვესმის, რომ ის ჩვენებურზე მაღალია და ფიზიკურად გვარიანი უპირატესობა აქვს, მაგრამ, განა ლაშა სხვებზე მაღალია ან ორუჯოვია დაუმარცხებელი? აზერბაიჯანელს ხომ მოუგო რუსმა დენის იარცევმა და ნუთუ, ის შავდათუაშვილზე ნიჭიერია? ან პოტენციალით თუნდაც აზერბაიჯანელი აღემატება მას?

მართალია, ამჯერად ბევრად თანაბარი ბრძოლა გაუმართა ორუჯოვს და ღმერთმა ქნას, ეს სამწვრთნელო შტაბის დამსახურება იყოს, რომელიც მომავალში დადებით შედეგსაც გამოიღებს.

ჭრიკიშვილი

ბოლო თვეებში ჭრიკიშვილზე ხშირად გამოვთქვამდით პრეტენზიებს, ტაქტიკურად, შედეგზე ასე მკვეთრად ორიენტირებულად რატომ აჭიდავებენო.

მიგვაჩნია, რომ შემტევ სტილზე უარის თქმით მას სერიოზულ კოზირს ვაცლით ხელიდან, თუმცა ამჯერად ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ტაქტიკურად ჭიდაობდა და არ ეტანებოდა გდებებს. პირიქით - თითქმის ყველა შეხვედრაში ცდილობდა ილეთებს, მაგრამ სტატისტიკა მაინც მის საწინააღმდეგოდაა - მხოლოდ ბოლო, მეოთხე შეხვედრაში გააკეთა ერთადერთი გდება მთელ ტურნირზე, დანარჩენი სამიდან ორი კი გაფრთხილებებით მოიგო, ხოლო ერთში დამარცხდა.

მას ძალიან უჭირდა ფანდების ბოლომდე მიყვანა, შედეგიანად დასრულება, შებოჭილივით იყო, აკლდა თავისი განთქმული სისხარტე და კოორდინაცია, თითქოს დაიღალა კიდეც და ძალაც არ ჰყოფნიდა... ყოველ შემთხვევაში, ეს ბოლო პუნქტი გვგონია იმის მიზეზი, გდებები ბოლომდე რომ ვერ მიჰყავდა.

ვფიქრობთ, ზედმეტია ყველა იმ ტურნირის ჩამოთვლა, სადაც მან თავისი უზადო ამოსმულით უმშვენიერესი გდებები შეასრულა - ყოველი მათგანი კლასიკაა, რომლითაც ქართველმა ათლეტმა მსოფლიოს ძიუდო გაამდიდრა. იმ ილეთების უმეტესობა "ძიუდოს ოქროს ფონდში" შევა, რომელსაც დრო, ძალიანაც რომ მოინდომოს, დავიწყების საბურველს ვერ გადააფარებს. მაშ, ახლა რა დაემართა?

სავარაუდოდ, ამის მიზეზი ცუდი ფიზიკური მომზადებაა. ღმერთმა ქნას, ესეც მხოლოდ კორეული შეკრებით გამოწვეული გადაღლა იყოს და არა სხვა უფრო სიღრმისეული პრობლემა - უბრალოდ, ცოტას შეისვენებს და ამას იოლად მოევლება, მაგრამ თუ საერთო ფიზმომზადების ხარვეზიდან გამომდინარეობს, მაშინ რა გითხრათ...

ალბათ, გაჩნდება მოსაზრება, რომ იქნებ თავს ზოგავდა და შეგნებულად არ აკეთებდა ილეთებს... გასაგებია, რომ ესეც მზადების და ტაქტიკის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ჭრიკიშვილის მოქმედებები უფრო ვერგაკეთებას ჰგავდა და არა თავის შეკავებას.

შეიძლება სატურნირო პრაქტიკისთვის წახვიდე შეჯიბრებაზე, რათა, როგორც მწვრთნელები ამბობენ, "სისხლის სუნი" იგრძნო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ილეთი საერთოდ არ გააკეთო.

პირიქით, 2-3 ფანდი საჭიროა, რათა შეამოწმო შენი თავი, რამდენად თავისუფლად ირჯები საშეჯიბრო რეჟიმში და როცა დარწმუნდები, მეტი ექსპერიმენტი აღარაა საჭირო, მერე შეიძლება ძალების დაზოგვაზე იფიქრო. ამის შემდეგ შანსიც რომ მოგეცეს, შეიძლება, აღარ იძალო და ენერგია შემოინახო, ჭრიკიშვილმა კი, როგორც გითხარით, მხოლოდ ბოლო შეხვედრაში გააკეთა გდება და ისიც იუკო.

ლიპარტელიანის შეცდომა

ჭრიკიშვილის გარდა, სალაპარაკო სხვა სპორტსმენებზეც ბევრია. თუნდაც ლიპარტელიანის შეცდომა, რომელზეც, დარწმუნებულნი ვართ, ჩვენზე მეტად სწყდება გული, მაგრამ ასპარეზობისას მეტი დაფიქრება მართებს.

არადა, ის სწორედ ჭიდაობისას კარგი აზროვნებით გამოირჩევა და ზოგადად, ცხოვრებაში განათლებული, ტატამზე კი ძალიან დაკვირვებული მოჭიდავეა.

თუმცა ის შეცდომაც ხომ არ იყო მოუმზადებლობით, გადაღლით გამოწვეული? როცა კონდიციები არ გყოფნის, მაშინ ვერც ისე სხარტად აზროვნებ, ვითარებაში მყისიერად რომ გაერკვე, არც კოორდინაცია გივარგა და არც არაფერი. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო იგრძნობა დიდი ფიზიკური დატვირთვისას. აბა, სხვანაირად ვერ აგვიხსნია, რატომ შევიდა ფეხში, როცა დაყოვნება აშკარად იყო.

ჩვენ არც ვინმეს გადაყენებას ვითხოვთ და არც არავის დასჯას. უბრალოდ, ვშიშობთ, რომ ამ ხარვეზებმა არათუ წლევანდელ ევროპა-მსოფლიოზე, არამედ გაისად ოლიმპიადაზე არ დაგვარტყას. საქმე ხომ პოტენციურ ოლიმპიურ მედლებს ეხება და სწორედ ამიტომ გვეშინია. მით უფრო, ნაკრების ჭიდაობის ხარისხი, შედეგების მიუხედავად, არც შარშან იყო დამაკმაყოფილებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• giorgi

დააბრუნეთ გურამი მოდებადძე!!!სანამ დროა და მიხედავს ჩირიკას და ლიპოს.და ნაკრებსაც დაეხმარება დიდად

• fraternity

ნაწილობრივ ვეთანხმები ავტორს. ეჭვების და შეშფოთების მიზეზი გვაქვს ნამდვილად. ჩემი პირადი აზრია რომ ეს ნაკრები უძლიერესია მათ შორის ვინცკი ოდესმე საქართველოს ჰყოლია, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ფორმაში შევხვდებით დიდ ტურნირებს. აუცილებლად უნდა თქვან თავისი სიტყვა ჭრიკიშვილმაც და ლიპომაც და ყველას ამის იმედი გვაქვს. უნდა მოუმატონ ყველა წესით და ლოგიკით, მე მჯერა ჩვენი ბიჭების. აი პაპინაშვილზე რა გითხრათ, რატომღაც ცუდს მკარნახობს ქვეცნობიერება. ვერ დავინახე მე ამ ბიჭში დიდი მოჭიდავის ნიჭი და მენტალიტეტი. იქნებ ჩხვიმიანისთვის უფრო მეტი შანსი მიგვეცა?

• gio

ამ სეზონსჰი ავტოს რომ ილეტი არ გაუკეტებია, ოლიმპიადაზე გააკეტებს ?

• ირაკლი თავაძე

qutaiseli – პირველ რიგში, დიდი მადლობა პოზიციის ცივილურად დაფიქსირებისთვის (ჩვენს დროში და სოცქსელებში ეს დიდი დეფიციტია), თუმცა სტატიის აზრი სულაც არაა ფორმის პიკში მოთხოვნა. პირიქით – ძალიან კარგად მესმის, სადღეისოდ ეგ რაოდენ დამღუპველია, მაგრამ სასტარტო ტურნირს თავისი დანიშნულება აქვს, რაზეც ვსაუბრობ კიდეც წერილში. ამგვარმა შეჯიბრებებმა ეს დანიშნულება თუ ვერ გიჩვენა, მაშინ რაღას მიდიხარ საერთოდ? მოკლედ, მე ლიდერებში (ტაისონას გარდა) ვერც პროგრესი დავინახე და ვერც – რეზერვი, რომელსაც საჭიროებისას აამუშავებდნენ და გამოიყენებდნენ. ეგ წერილიც ამ პრობლემაზეა.

• შოთა

ვერანაირად ვერ დავეთანხმები ავტორს, გეგონება ყველა ოლიმპიადაზე განაღდებული ოქრობით დავდებიადოთ და 5 ოქროს ვიგებდეთ ხოლმე, მსემის რომ თამასა მაღლაა აწეული, მაგრამ რეალობის შეგრძნება არ უნდა დავკარგოთ, ჩვენზე ძძლიერი ნაკრებიც არსებობს და ჩვენი დონისებიც. მსოფლიო ჩემპიონი 20 წელი გვყავდა და ეს შემთხვევითი არ არ იყო, რთულია ასეთი ტურნირის მოგება და არ უნდ ამოვითხოვოთ გინდა თუ არა ყველა ტურნირზე ჩვენმა ლიდერებმა ოქროები მოიგონო. ჭრიკიშვილი ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ ოლიმპიადასაც მოიგებს და მსოფლიოსაც არაერთხელ...

• qutaiseli

ყველას თავისი აზრი აქვს და ამ სტატიის ავტორს მე პირადად არ ვეთანხმები იმაში რომ ჩვენების ჭიდაობა არადამაკმაყოფილებელი იყო პირიქით როცა მოვა ის წუთი და ის წამი მაშვინ უნდა იყო ისე მომზადებული რომ შენ ოლიმპიურ ოქროს არაფერი არ გადაეღობოს .დღეს არარის აუცილებელი ფორმის პიკზე ყოფნა.ისე ეჭვიც არ მეპარება რომ ოლიმპიადაზე ორი ოქრო აუცილებლად იქნება.

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო

შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი

ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი

თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]

ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება

"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"

პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)

ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება

თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა

ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!

IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი

ტოკიოს ტურნირი: წლეულს მაინც თუ მოვიგებთ?

ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!

მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს

10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ

ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა

[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში

[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია

ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]

მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა

დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა

თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს

ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]