"ალექსანდრე იაშვილმაც მითხრა თავის დროზე, რომ არ უნდა მეთქვა უარი ეროვნულ გუნდზე..."
32 წლის ალეკო ამისულაშვილი ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი გახდა. ის წლეულს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებს, თან ტრავმის მიღება და გამოჯანმრთელებაც მოასწრო...

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამისულაშვილი ბაქოს "ინტერს" დატოვებს და კარიერას რომელიმე სხვა კლუბში გააგრძელებს. ის თბილისშია და ცხადია, მასთან შეხმიანების შანსი ხელიდან არ გავუშვით.

ამისულაშვილი საკვანძო ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების დაცვაში. მან ეროვნულ გუნდში 36 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

- მიმდინარე სეზონმა რა ემოციები დაგიტოვათ?

- მოგეხსენებათ, ბოლოს "ინტერში" არ იყო იდეალური სიტუაცია ფინანსური კუთხით. მეორე ადგილი დავიკავეთ, თუმცა აზერბაიჯანის პირველობის მოგებაც შეიძლებოდა. საბოლოო ჯამში, შევასრულეთ ის მინიმუმი, რაც სეზონის წინ დავისახეთ მიზნად.

- არადა, ჩემპიონობაც შეგეძლოთ...

- კი, ასე იყო... მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ რეალობას, რომელშიც აღმოვჩნდით. გარდა ამისა, "ყარაბაღის" სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავდა.

- როგორ გაძელით "ინტერში" უმკაცრესი ფინანსური კრიზისის ფონზე? ბევრი თქვენს ადგილას სეზონსაც ვერ ჩაამთავრებდა...

- ჩვენ, ქართველები, სხვა ლეგიონერები თუ ადგილობრივი ფეხბურთელები ხშირად გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ვთამაშობდით. თავისი არსებობის ისტორიაში, კლუბი პირველად აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში.

- როგორ დაშორდით "ინტერს"?

- რომ მოვდიოდით, კლუბის პრეზიდენტი შეგვხვდა და შეგვპირდა, რომ დაახლოებით ორ თვეში გაისტუმრებს ფეხბურთელების დავალიანებას. არ მგონია, გაჭირდეს დავალიანების დაფარვა, მით უმეტეს, აზერბაიჯანულ კლუბებს ფინანსურად ფეხბურთის ფედერაციაც ეხმარება.

- მაინც როგორ გგონიათ, დატოვებთ თქვენს ამჟამინდელ კლუბს?

- ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ "ინტერში" გავაგრძელო თამაში... მაგრამ ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ. ხომ გაგიგიათ: არასოდეს თქვა - "არასოდეს"!

- არ ყოფილა კონკრეტული შემოთავაზებები?

- ჯერ ბევრი ჩემპიონატი არ დასრულებულა...

- ...მაგალითად, რუსეთში, სადაც შესანიშნავად გიცნობენ...

- რუსეთში დიდი ფინანსური კრიზისია...

- ევროტურნირები ახლოვდება. როგორი იქნება თქვენი რეაქცია, რომელიმე ამბიციურმა ქართულმა კლუბმა თანამშრომლობა რომ შემოგთავაზოთ?

- საერთოდ, ყველა ფეხბურთელს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნიდან არის ის, სურს, რომ სამშობლოში დაასრულოს კარიერა. კონკრეტულად ნუ მიიღებთ ჩემს ნათქვამს, ზოგადად ვამბობ...

- მიმდინარე სეზონი იმითიც იყო გამორჩეული თქვენთვის, რომ საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდით...

- "დაბრუნება" მე ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. ეს არავისთან მითქვამს, პირველად თქვენთან ვამბობ - მქონდა გარკვეული პრობლემები, რაზეც ახლა საჯაროდ არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი მხრიდან მაინც შეცდომა იყო ის, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი ვთქვი.

ამ საკითხზე ვესაუბრე ჩემზე გამოცდილ ფეხბურთელებს, თუნდაც - ალექსანდრე იაშვილს და მანაც მითხრა თავის დროზე, რომ არ უნდა მეთქვა უარი ეროვნულ გუნდზე.

- სადაც ადამიანია, იქვეა შეცდომაც...

- ასეა. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივედი...

- თქვენი აზრით, რა შეუძლია ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს?

- შეუძლია, რომ ითამაშოს გამართული, სწორი ფეხბურთი. საერთოდ, სანაკრებო მწვრთნელის მთავარი თავსატეხი დროის დეფიციტია. მჯერა - მეტი დრო რომ გვქონოდა, მალტა-გერმანიასთან გაცილებით უკეთესად ვითამაშებდით.

ახლა გვექნება ათდღიანი ავსტრიული შეკრება. პოლონეთთან ოფიციალურ თამაშამდე კი ამხანაგური მატჩია უკრაინასთან, რომელიც თამაშის სტილით ძალიან ჰგავს პოლონეთს. მოკლედ, მომავალს იმედიანად ვუყურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

quTaiseli
ჭომელი ამისულაშვილის ნათქვამი არ ნიშნავს იმას რომ ქეცბაია მართალი იყო მასთან და მეორე მე ჭკუა არავისთვის მისწავლებია და რასაც მე მაბრალებ იმას შენ აკეთებ და ჯობია ამაზე მოვრჩეთ არავარ მე ის კაცი შე რო ჭკუა დამარიგო.აზრის გამოთქმა ერთია და ადამიანის შეურაწყოფა სულსხვა რამ.რაც არუნდა ეწყინებინა ქეცბაიას უბრალოდ ნაკრებზე უარი არუნდა ეთქვა რასაც ამბობს კიდეც ეს ადამიანი მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ნათქვამია.
qutaiseli
ჭომელი უზრდელობას მოეშვი რა და შენ საქმეს მიხედე ჭკუა არავისთვის დამირიგებია და არც ამ ბიჭებს მოუხდიათ ქეცბაიასთვის ბოდიში.ან სად ნახე რო ვინმეს ჭკუა დავარიგე შენ თუ გგონია ინტერნეტს ამოვეფარეები ძაან ცდები.
dinamo tbilisi
დინამოში მოდის ამისულა!!! გადაწყვეტილია ეს თემა..
ჭომელი
qutaiseli-ო. შეეშვი რა ჭკუის დარიგებას. ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. თუ კაცმა აღიარა, ნაკრებში თამაშზე უარი არ უნდა მეთქვაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინდელი მწვრთნელი მართალია ამ ხალხთან. ასე, რომ მოკეტეთ რა. გამომივიდნერნ აქ ...
ბმბ
ქეცბა შეიძლება დიდი მწვრთნელი არაა, მაგრამ საქართველოს და ცხადაძეს ის მაინც დაუტოვა, რომ პიჟონების და ფულის ხამების ადგილი ნაკრებში არაა, ცხადაძე ჯიგარია და არანაკლებ შეძლებს იმას, რაც ქეცბამ ვერ შეძლო
qutaiseli
ვინ გაჩერდება და ვინარა არავის საქმე არ არის ზოგადად და ჯობია თავის საქმეს მიხედოს და კიდე მტყუან მართალი არ ირჩევა ინტერნეტში და არც ამ ბიჭებს უთქვამთ რომ ისინი ქეცბაიასთან არიან პირადად მტყუანები ამ ბიჭებმა მხოლოდ ის თქვეს რომ ქეცბაიასთან კომფლიქტის გამო ნაკრებზე უარი არუნდა ეთქვათ ეგარი და ეგ.ჭკუა ყველამ თავის თავს დაარიგოს ჯობია.
Saba
ეხა მაინც გაჩერდნენ ზოგიერთი გულშემატკივარი და ჟურნალისტი. ყენიამ და ამისულაშვილმა უკვე აღიარეს თავიანთი შეცდომები. ქეცბა ყველასთან მართალი იყო
ilia
მალე გამოჩნდება , ქეცბაია უმეტესად რომ არ ტყუოდა, და ქართული ხასიათი კიდევ ერთხელ გამოვამჟღავნეთ,ჟურნალისტებმა ააგორეს ბრძოლა, რადგან არ ექლესავებოდა თემურა,მალე გამოჩნდება ამათი სულმოკლეობაც, არაპროფესიონალიზმი და ცხადაძის ნაკრებს უარესი შედეგი რომ ექნება
qutaiseli
უსამართლოდ არავინ მოქცევია ქეცბაიას პირიქით უფროა ჩემიაზრით და კიდე ამ ფედერაციის მეხოტბე ადამიანებს პატივს ვერანაირად ვერ ვცემ.
qartveli
ქეცბას წინაშე კიდე ბევრი დახრის თავს
dato 30
ამისულაშვილი ყენიას მერე მეორეა ვინც აღიარა შეცდომა და მოინანია. ეს კიდევ ერთი მაგალითიარომ ქეცბაია 100% მართალი იყო და უსამართლოდ გადათელეს ფსევდო ჟურნალისტებმა და ფსევდო გულშემატკივრებმა
Odwala
მე ამ კაცს პატივს არა ვცემ და სხვისი არ ვიცი.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
ბაქოს "ნეფთჩის" ფანები კახა ცხადაძესა და ზაურ სვანაძეს ახსენებენ...
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ერთხელ ბაქოში... სად გაგვასწრო მეზობელმა ფეხბურთში
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ზაურ სვანაძე: კარგ ქართველ ფეხბურთელზე უარის ვინ იტყვის, მაგრამ...
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ბაქოს "ინტერმა" ზაურ სვანაძეს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
ზაურ სვანაძემ და ბაქოს "ინტერმა" ახალი კონტრაქტი გააფორმეს