ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როი კინის "ავტობიოგრაფია". IV თავი [გაგრძელება]

როი კინის "ავტობიოგრაფია". IV თავი [გაგრძელება]

ამერიკულ მუნდიალზე
კარგია, რომ თავი არ დავკარგე - ალბათ, ეს იყო ჩემი განწყობის ზუსტი აღწერა, როცა დენის ირვინთან ერთად ირლანდიის ნაკრებს შევუერთდი და ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრე.

ერთადერთი ამოცანა, რომელიც ჩვენ წინაშე იდგა - თავიდან აგვეცილებინა სირცხვილი. ოთხი წლის წინ უფრო ძლიერმა ირლანდიის ნაკრებმა იტალიაში, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მინიმალური ანგარიშით წააგო პირველობის მასპინძლებთან. მაშინ ჩემპიონატს ტელევიზორით ვუყურებდი და მთელ ქვეყანასთან ერთად გაკვირვებული ვიყავი ჩვენი გუნდის მიღწევებით.

პირველი მატჩი ნიუ იორკში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გვქონდა. ასევე, ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იყვნენ მექსიკა და ნორვეგია.

სიცხესა და ტენიანობასთან შესაგუებლად, საწვრთნელი ბანაკი ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში გვქონდა. ამერიკელების მიერ შემოთავაზებული პირობები იდეალური იყო. ერთადერთი იდეა, რომელსაც დიდი ჯეკი და მისი თანაშემწე სეტერსი გვთავაზობდნენ, მთელი დღე გამუდმებულ სირბილში გამოიხატებოდა, რაც მთელ ძალებს გვაცლიდა. მათ მიაჩნდათ, რომ ასე მივეჩვეოდით მძიმე დატვირთვებს და ბოლომდე გავუძლებდით მატჩებს.

უმეტესობა იმ აზრამდე მიდიოდა, რომ ჩემპიონობას იტალია მოიპოვებდა. მალდინისა და ბარეზის სახით, დიადი მცველების გარდა, მათ შეტევაში უმაღლესი დონის რობერტო ბაჯო ჰყავდათ, აგრეთვე, დინო ბაჯო და დონადონი ნახევარდაცვაში. ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა შუა ზაფხულში, აუტანელ სიცხეში ჩემპიონატის აშშ-ში ჩატარების იდეას. ერთი რამ ცხადი იყო: სიცხე ვერ იქნებოდა ჩარლტონის სირბილზე დამყარებული პრიმიტიული ტაქტიკის მოკავშირე.

მწვრთნელმა მხოლოდ ტენიანობას გაუწია ანგარიში და წყლის დიდი მარაგი მოამზადა მოედნის გვერდით ხაზთან. ახლა ჩვენი გეგმა ასეთი იყო: "დალიე და ირბინე". მაგრამ, როგორც ყოველთვის, ირლანდიის ნაკრები მებრძოლი სულით იყო ძლიერი. "ჯაინტს სტედიუმისკენ" მიმავალნი, ავტობუსში ირლანდიელი მეამბოხეების სიმღერებს ვასრულებდით. ვმღეროდით იმაზე, როგორ ვხოცავდით ინგლისელებს. ინგლისური ფესვების მქონე ფეხბურთელებიც ისეთივე აზარტით მღეროდნენ, როგორც სხვები.

ამერიკაში ათასობით ირლანდიელი ფანი ჩავიდა. სერიოზულ მხარდაჭერას ველოდით. ნიუ იორკში დიდი იტალიურ-ამერიკული დიასპორაა, რომელიც აღემატებოდა ირლანდიურს. გვეგონა, რომ სტადიონი, თავისი სიმპათიების მიხედვით, ორ ტოლ ნაწილად გაიყოფოდა, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ტრიბუნების დიდი ნაწილი ირლანდიურ ფერებში იყო გადაწყვეტილი. როგორც გვითხრეს, "ჯაინტს სტედიუმს" ირლანდიის ნაკრების 50 ათასი გულშემატკივარი სტუმრობდა, რაც დაუჯერებელი რიცხვი იყო.

"ჯაინტს სტედიუმი" ცხელ ღუმელს ჰგავდა. არასოდეს მითამაშია ასეთი ტენიანობის პირობებში. სუნთქვა ძალიან ჭირდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სირბილზე.

იტალიამ, ტრადიციულად, ფრთხილი თამაშით დაიწყო. ისინი პასებს ანიჭებდნენ უპირატესობას და გვაიძულებდნენ, ბევრი გვერბინა. ჯერჯერობით ნაადრევი იყო იმაზე ლაპარაკი, რომ თამაშის სურათი გამოიკვეთა, მაგრამ ვიცოდით, რომ მოედანზე რობერტო ბაჯო იმყოფებოდა და ამიტომაც კონცენტრაციის მომენტალური დაკარგვა ძვირად დაგვიჯდებოდა. ჩვენი დადებითი მხარე ის იყო, რომ შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავდა: პეტ ბონერი, დენის ირვინი, სტივ სტონტონი, ჯონ ოლდრიჯი, რეი ჰაფტონი, ენდი თაუნსენდი და პოლ მაკგრაფი, რომელიც თავის საუკეთესო წლებს ატარებდა "ასტონ ვილაში".

იმის გამო, რომ იტალია თავიდანვე არ გადავიდა შეტევაზე, ჩვენ ნელ-ნელა დავეუფლეთ ინიციატივას. გულშემატკივრები აქტიური მხარდაჭერით გვეხმარებოდნენ და იტალიელების ნერვებზე თამაშობდნენ. თითქოს არაფრისგან, რეი ჰაფტონმა გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების საჯარიმოში უმისამართო გრძელი პასი გაუშვეს. ბარეზიმ ბურთი მოიგერია და ის კარამდე 30 მეტრში მყოფ რეის მიუვიდა.

მან ბურთი დაიმორჩილა, ხუთი მეტრით წინ წაიწია და მოჭრილი დაარტყა. იტალიელთა მეკარე პალიუკა ოდნავ წინ იყო გამოსული და ძლიერ დარტყმას ელოდა, მაგრამ რეიმ კარგად ვერ მოარტყა ბურთს ფეხი, მაღალი ტრაექტორია გამოვიდა და პალიუკას თავზე გადაევლო. ვერც გავიგე, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა - ნებისმიერი გოლი ითვლებოდა.

მეორე ტაიმში 25 წუთის განმავლობაში იტალიელები გასაქანს არ გვაძლევდნენ. კუთხეში მიმწყვდეულებივით ვიყავით. ბონერმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია. მე დაცვის ოთხეულის წინ ვთამაშობდი და განსაკუთრებულ ყურადღებას რობერტო ბაჯოს ვუთმობდი. ნამდვილი მოთამაშეები განსაკუთრებით სწორედ ასეთ მომენტებს აფასებენ. ბრძოლა ითხოვს გონებამახვილობას, სიმშვიდესა და ოსტატობას. რა თქმა უნდა, იტალიელებს უკეთესი შემსრულებლები ჰყავდათ, მაგრამ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა მიდიოდა.

დიადმა პოლ მაკგრაფმა სრულად წარმოაჩინა ყველა ის თვისება, რაც ასე გვჭირდებოდა ნახევარი საათის განმავლობაში. მას ყველაზე მეტად უხდებოდა განსაზღვრება "დიადი". ის ცნობილი იყო თავისი სიმშვიდით, ბურთის ფლობითა და თამაშის უნიკალური კითხვით. პოლმა იმ დღეს ეს ყველაფერი აჩვენა. თუ თამაში გამოსდიოდა, ის გადაულახავი ბარიერი ხდებოდა. სწორედ ამ თვისების ხარჯზე შეძლო რობერტო ბაჯოსა და სხვა იტალიელი ფეხბურთელების დემორალიზება.

ეს იყო საოცარი მატჩი, ჩემპიონატის ფანტასტიკური დასაწყისი. გარკვეულ მომენტებში პასებიც გამოგვდიოდა. ხანდახან ასეც ხდებოდა ჯეკი ჩარლტონის ირლანდიის ნაკრებში. გვავიწყდებოდა მწვრთნელის დავალება და ვთამაშობდით ისე, როგორც ამას საკუთარ კლუბებში ვაკეთებდით.

ირლანდიელი გულშემატკივრები შესანიშნავ ფორმაში იყვნენ მოგების შემდეგ, რომელიც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ისტორიაში. ისინი ისე ზეიმობდნენ, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვეგოს. მაგრამ მე არ მქონდა ილუზია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავაკეთეთ სინამდვილეში. ჩვენ მოვუგეთ იტალიელებს, რომლებიც არ იყვნენ საუკეთესო ფორმაში და პირველი ნაკრები არ ვიყავით, რომელმაც ეს გააკეთა.

შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ჩემპიონატი ირლანდიის ნაკრებისთვის იმ დღეს "ჯაინტს სტედიუმზე" დასრულდა.

სიცხე ფლორიდაში, სადაც მექსიკის ნაკრებს ვხვდებოდით, აუტანელი იყო, იმაზე უარესი, რაც ნიუ იორკში გადავიტანეთ. მეტოქე მოედნის ყველა მონაკვეთზე გვჯობნიდა. ისინი პასს თამაშობდნენ, ჩვენ დავრბოდით. ტემპერატურა 43 გრადუსს აღწევდა. თამაშის დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე ანგარიში შევამცირეთ - 1:2. ჯონ ოლდრიჯის ეს გოლი საშუალებას გვაძლევდა ნორვეგიასთან ბოლო მატჩში ფრე გვეთამაშა, რაც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანდა.

უკან ნიუ იორკში, ნორვეგიასთან ნულოვანი ფრე ვითამაშეთ. ამ მატჩს შეეძლო, პრეტენზია გამოეცხადებინა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მოსაწყენ შეხვედრაზე. წინა მატჩში გვერდით არბიტრთან კამათის გამო დიდი ჯეკი დისკვალიფიცირებული იყო და შეხვედრას ITV-ის ტელესტუდიიდან ადევნებდა თვალს. სეტერსს რაციის საშუალებით ჰქონდა კონტაქტი ეროვნულ გმირთან.

ისევ ფლორიდაში მივემგზავრებით. გადაფრენები და სიცხე ნეგატიურად მოქმედებდა ჩვენს ფეხბურთელებზე. ფლორიდაში მატჩების შუადღით დაწყება ვიღაცის ბოროტ ხუმრობას ჰგავდა. ეს აწყობდათ ტელევიზიებს, მაგრამ კლავდა მოთამაშეებს. ასეთ პირობებში ჩარლტონის ფეხბურთის თამაში, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, მაგრამ მას სჯეროდა საკუთარი თავის.

ჩვენი შემდეგი მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იყო. გუნდი მსოფლიოს დონის შემსრულებლებით: დენის ბერგკამპი, მარკ ოვერმარსი, ფრანკ რაიკაარდი, რონალდ დე ბური, ფრანკ დე ბური... ჩვენ ნაცნობ ტაქტიკას მივმართეთ და 0:2 წავაგეთ.

ვფიქრობდი, რომ მსოფლიოს 1994 ჩემპიონატმა ყველას დაანახვა თამაშისადმი ჩარლტონის უხეში და პრიმიტიული მიდგომა. მას არ ჰქონდა სათადარიგო ვარიანტი.

მაგრამ სამშობლოდან მიღებული ინფორმაციებით, ერი ამაყობდა ჩვენით. გამოიფინა დროშები იმ გუნდის საპატივცემულოდ, რომელმაც იტალიის ნაკრები დაამარცხა. აშშ-ის მსოფლიოს ჩემპიონატის სხვა მოვლენები სასწრაფოდ იქნა დავიწყებული.

ისე დავბრუნდით სამშობლოში, თითქოს დამპყრობლები ვყოფილიყავით. დიდი ჯეკი სათავეში ედგა აღლუმს. ბუნდოვნად მახსოვს მიღება პრეზიდენტთან და ჩვენი ზეიმის დანარჩენი დეტალები. მართალია, ყველას მადლიერი ვიყავი, ვინც ქუჩაში გამოვიდა ჩვენ მხარდასაჭერად, მაგრამ მოთამაშეთა უმრავლესობას მობეზრებული ჰქონდა ეს ყველაფერი. არაფერი გვქონდა საზეიმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა

ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის

ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი

"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს

"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი