ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თავშეკავება დასრულდა - პლატინიმ ბლატერს შეუტია

თავშეკავება დასრულდა - პლატინიმ ბლატერს შეუტია

29 მაისს ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია და სიტუაცია მაქსიმალურად იძაბება
29 მაისს ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია და სიტუაცია მაქსიმალურად იძაბება. ზეპ ბლატერი ფავორიტად მიიჩნევა, მას 17-წლიანი მმართველობის კიდევ ერთი, მეხუთე ოთხწლიანი პერიოდით გაზრდა სურს. 79 წლის შვეიცარიელს, ყველა კონტინენტს თუ ჩავთვლით, ხმების უმეტესობა აქვს, თუ ბოლო მომენტში რამე არ შეიცვლება. ერთადერთი, ევროპული ქვეყნები, უეფას წევრი ასოციაციები აფიქსირებენ საჯაროდ თავიანთ პოზიციას და ბლატერის წინააღმდეგნი არიან.

მიშელ პლატინი თავდაპირველად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა, რაც გადაიფიქრა, მაგრამ ისიც ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას და ამბობს, რომ ფიფაში მმართველობა უნდა შეიცვალოს. თუ 59 წლის ფრანგი აქამდე მეტ-ნაკლებად თავშეკავებული იყო, ახლა პირდაპირ შეუტია ბლატერს.

"სანამ ის პოსტზე დარჩება, მოსწონს ეს თუ არა და სამართლიანია ეს თუ არა, ფაქტია, რომ ფიფა გავლენას კარგავს, ამ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი შელახულია და რაც უფრო დიდი ხანი იქნება პოსტზე ბლატერი, მით უფრო დაზარალდება ფეხბურთი. ბლატერისთვის არასოდეს შემიტევია, მაგრამ ახლა ეს უნდა ვთქვა. არ შეიძლება, სკამს ყველაფრის ფასად ინარჩუნებდე" - განაცხადა პლატინიმ.

ბლატერმა თქვა, რომ მას კიდევ ერთი ოთხწლიანი ციკლი სჭირდება, რადგან თავისი ხედვა ბოლომდე გაატაროს და დაწყებული საქმე დაასრულოს. თუმცა პლატინის ამაზეც აქვს თავისი აზრი.

"არა, მას უბრალოდ ეშინია და არ იცის, რა იქნება შემდეგ, რადგან მთელი ცხოვრება ფიფას მიუძღვნა. მისი გრძნობები მესმის და სიცარიელე, რომელსაც ალბათ განიცდის, ასევე გასაგებია, ეს ადამიანური და ჩვეულებრივი მომენტია. უბრალოდ, თუ მას ნამდვილად უყვარს ფიფა, ეს უნდა გადალახოს და წავიდეს" - დასძინა პლატინიმ.

ციურიხში გასამართ არჩევნებში ბლატერს ერთადერთი კონკურენტი დარჩა - იორდანელი პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი. მიხაელ ვან პრააგმა თავისი კანდიდატურა პრინც ალის სასარგებლოდ მოხსნა. არჩევნებში მონაწილეობას აღარც ლუიშ ფიგუ მიიღებს.

"სიტუაციის გაანალიზებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ მიხაელ ვან პრააგმა გადაწყვიტა, რომ კანდიდატურა მოხსნას და მხარი პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინს დაუჭიროს" - ნათქვამია ჰოლანდიელის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძალიან გულდაწყვეტილი ჩანს ფიგუ. პორტუგალიელმა თქვა, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდება და ამ ეტაპზე ამასთან საერთო არაფერი მინდა მქონდესო. ერთ დღეს ფიფას ხელმძღვანელებს ეშმაკს ადარებენ, მეორე დღეს კი იგივე ადამიანები ტრიბუნიდან იმავე ადამიანებს იესო ქრისტესთან აიგივებენო.

მიშელ პლატინი: "დარწმუნებული ვარ, რომ ალი, რომელთანაც რამდენიმეწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, შესანიშნავად იმუშავებს. მას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ფიფას კარგად გაუძღვეს".

ამჟამინდელი მონაცემებით, ფიფას 6 კონტინენტური რეგიონიდან ბლატერს 5-ის მხარდაჭერა აქვს. როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ევროპა ჩანს წინააღმდეგი. მაგალითად, ინგლისისა და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციებმა ნაადრევად გაასაჯაროვეს ის, რომ ხმას პრინც ალის მისცემენ.

ამ თემას ბევრი ცნობილი ადამიანი და კონკრეტულად ფეხბურთელი ეხმაურება. გამონაკლისი არც დიეგო არმანდო მარადონაა, რომელმაც ბლატერს დიქტატორი უწოდა და ყველას ურჩია, რომ ეს ადამიანი ფიფას ჩამოაშორონ.

P.S. ბოლო დღეს მომხდარი დაჭერების ფონზე, უეფაში განიხილავენ ფიფას არჩევნების შესაძლო გადადების შესაძლებლობასაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• beso

ჯერ რუსების შეპირება უნდა შეასრულოს იმიტო იკლავს ტავს და წასვლა არ უნდა იციან ახალი რომ მოვა რუსებსაც დარხეული აქვტ ამიტომ არის იქ ისეტ მაფიაში არიან გარეული, მაგრამ უკვე ცუდად წაუვიდატ საქმე კიტხვის ქვეშ დგება რუსების მსოპლიო ჩემპიონატი.

• qutaiseli

პლატინი ხო რას ამბობთ იადონია ეგენი ერთი ნახირია ყველა კორუფცია და გოთვერნობა მეფობს უეფაშიც და ფიფაშიც.ფული ბაბა ფული ფული გააქ აგერ ლიგა გინდა მსოფლიო გინდა რაზეა ბაზბოჩკა.

• togito

როგორც ვიცი, ბლატერი იყო და არის დიდი ევროპული ქვეყნების ლობისტი თუ რა ვთქვა, მათ ინტერესებს ატარებდა, თავად ფეხბურთის ერებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს, მაგათ მფარველობდა მსოფლიო ფეხბურთის ბიუროკრატიაში. მაგალითად: ადგილების გადანაწიელაბში კონტინენტების გუნდების შორის, კონტინეტების წარმოდგენა ტურნირებზე, რანგები, რაოდენბობეი, მაგდაგვარი რამე. ახალი ფეხბურთის ერების გარკველწილად დამბლოკავი, მათ ინტერესებს ნაკლებად ატარებდა.რასაც პლატინიზე ვერ იტყვი.

• tj

ბრეჟნევია დედა აფეთქებული?? ვეღარ გრძნობს ძღომას და ზომიერებას ეტყობა!

• Inga

დაუშვათ და დამარცხდა ბლატერი არჩევნებში ,ნუთუ გონია ვინმეს რომ ამით წერტილი დაესმება ფიფა-ში გამეფებულ კორუფციას???ვისი რა რისი უნდა გჯეროდეს საერთოდ ადამიანს...

• Zaza

როგორი პატიოსანნი და წესიერი კაციც არ უნდა იყოს,თავმოყვარეობა საერთოდ არ ჰქონია.ცალ ფეხზე ცხვარი ჰყავს გამობმული და ისევ კენჭს იყრის.რაღა დროს მაგისი პრეზიდენტობაა? მისცეს გზა უფრო ახალგაზრდებს...მაგრამ..."ფული ჯოჯოხეთს ანათებს".

• რომან გურია

79 წლის კაცს ვინც ხმას მიცემს ის უნდა საერთოდ მოაცილო ფეხბურთს კუილს ვეღარ იკავებს უნამუსო ხომ ვამბობ მართალს ხალხო

შოტლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ბუსკეტსის "ნამდვილი მემკვიდრე": რას შემატებს როდრი ბარსელონას?

პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე

ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება

ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს

"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო

"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს

[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა

"არ მეგონა, თუ ასე კარგად ვითამაშებდით" - ლუის ენრიკე "ლანსთან" მარცხის შემდეგ

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?

[VIDEO] კვარაცხელიას 70 წუთი და ორი გაძევება - პსჟ სუპერთასზე "ლანსთან" დამარცხდა

[VIDEO] კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო

"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა

"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...

[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს

გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა

ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს

ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა

ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი

"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა

24 წლის შემდეგ - ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა

მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა

ზეპ ბლატერი: ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა

ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?

ფიგუმ რამდენიმე სიტყვაში ახსნა, რატომაა კრიშტიანო რონალდო უდიადესი ფეხბურთელი

"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე

ესპანური კლუბი სკანდალში გაეხვა - გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვიეს [VIDEO]

ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე

ფიფას სკანდალი: ზეპ ბლატერის სია

პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?

ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს

სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა

"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს

"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე

მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?

"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა

ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს

რაიან გიგზის დაწყევლილი 2011 წელი - ღალატობდა მეუღლეს და ძმის ცოლთან იწვა

[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა

პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია

ფიფა: ვის აირჩევს საფეხბურთო სამყარო? [ნაწილი I]

ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ

"ეს შეცდომა იქნება" - ფიგუ მოურინიოს "რეალში" დაბრუნების წინააღმდეგია

ზეპ ბლატერი: ფიფა სუფთაა და ამას ისტორია დაამტკიცებს

"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა

"მათ ჩემი განადგურება გადაწყვიტეს" - პლატინი FIFA-ს შესახებ

"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს

სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!

ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა