ინტრიგა აღარ იყო
სამწუხაროდ, აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი არ აღმოჩნდა საინტერესო ინტრიგის მხრივ.

"ატლანტას" გამთამაშებელმა ჯეფ ტიგმა პირველივე შეტევა მატჩში ზუსტი ტყორცნით დაასრულა და 2:0 გახადა ანგარიში. ეს იყო ამ მატჩში "ჰოქსის" ყველაზე დიდი უპირატესობა და ერთადერთი მომენტი, როცა ბუდენჰოლცერის შეგირდებს შეეძლოთ ლიდერის სტატუსით დაეტრაბახათ. ამის შემდეგ თამაშში ჩაერთო კაირი ირვინგი, რომელმაც წინა ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. შეხვედრის პირველ ნაწილში სწორედ ის აღმოჩნდა ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი (9 ქულა, ექვსიდან ოთხი გამოყენებული ტყორცნა).

"ჰოქსი" სრულიად უმწეო იყო საკუთარ სამწამიანში და საბოლოოდ, ამ ზონიდან 66 პროცენტი გაუშვა, ასევე წააგო მოხსნებში ბრძოლა - 39:56. გარდა ამისა, სტუმრებმა 32-დან მხოლოდ ხუთი სამქულიანი ჩააგდეს (15 პროცენტი), იმ დროს, როცა "კლივლენდის" ანალოგიური მაჩვენებელი 42 პროცენტი იყო.

"ატლანტას" კალათბურთელები იმდენად ცუდად გამოიყურებოდნენ, რომ მეოთხე მეოთხედში ორივე მწვრთნელმა გადაწყვიტა - ეს რეგულარული ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩი იყო და მოედნიდან გაიყვანეს ლიდერები. გულშემატკივრები მხოლოდ იმის გამო რჩებოდნენ ტრიბუნებზე, რომ მატჩის შემდეგ საზეიმო ცერემონია ენახათ. მანამდე კი მოედანზე ღრმა რეზერვისტები მოქმედებდნენ: კენდრიკ პერკინსი, მაიკ მუსკალა, ჯონ ჯენკინსი, ბრენდან ჰეივუდი და სხვები.

ლებრონ ჯეიმსი პირველი მოთამაშე გახდა ბილ რასელის (და კიდევ შვიდი ბოსტონელის, რომლებიც დიად ცენტრთან ერთად თამაშობდნენ) შემდეგ, რომელიც ზედიზედ მეხუთედ გავიდა NBA-ის ფინალში.

ახლა, "კლივლენდს" კვირაზე მეტი აქვს, რათა მოემზადოს ფინალური სერიისთვის, რომელშიც "გოლდენ სტეიტსა" და "ჰიუსტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. "კავალიერზის" ისტორიაში ეს იქნება მეორე ფინალი. პირველი 2007 წელს იყო, როცა ლებრონი და კომპანია 0:4 დამარცხდა "სან ანტონიოსთან".

კლივლენდი-ატლანტა 118:88

32:20, 27:22, 26:18, 33:28

კ: ჯეიმსი (23+9 მოხსნა+7 პასი), სმიტი (18+10 მოხსნა), ტომპსონი (16+11 მოხსნა), ირვინგი (16+5 პასი), მოზგოვი (14+7 მოხსნა+3 დაფარება), დელავედოვა (10).

ა: ტიგი (17), მილსეპი (16+10 მოხსნა+5 პასი), ბეიზმორი (12+8 მოხსნა), მაკი (10), ჯენკინსი (10).

სერია: 4-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო