მეორე წრე დასრულდა
გუშინ როლან გაროსზე მეხუთე სათამაშო დღე იყო და ჩოგბურთელებმა დაასრულეს მეორე წრეში ურთიერთობის გარკვევა.

მამაკაცთა საჩოგბურთო ბადის ზედა ნაწილი გაცილებით საინტერესოა, რადგან აქ თამაშობს სამი ფავორიტი - ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და ენდი მარეი. გუშინ სამივე გავიდა მესამე რაუნდში.

ჯოკოვიჩმა 24 მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია მას შემდეგ, რაც უპრობლემოდ დაამარცხა ლუქსემბურგელი ვეტერანი ჟილ მიულერი - 6:1, 6:1, 6:4. შეხვედრა საათი და 50 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც სერბმა 35 "ვინერსი" შეასრულა და 12-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მესამე წრეში ჯოკოვიჩის მეტოქე იქნება 19 წლის ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი, რომელმაც სამსაათნახევრიანი მარათონი გადაიტანა თანამემამულე ბერნარდ ტომიჩის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან - მეხუთე სეტში 5:2-ს იგებდა და 5:3-ზე სამი მატჩბოლი ჰქონდა. ასევე ბევრი შანსი ვერ გამოიყენა კოკინაკისმა. მას ერთბაშად 22 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

რაფაელ ნადალს სერიოზული მეტოქე ჰყავდა, ნიკოლას ალმაგროს სახით. ანგარიშის მიხედვით, ნადალმა თითქოს იოლად მოიგო, მაგრამ ალმაგრომ ბრძოლა გაუმართა სახელოვან თანამემამულეს.

მაგალითად, პირველი სეტი 51 წუთი გაგრძელდა და ნადალმა ერთადერთი ბრეიკით მოიგო. მეორეში ალმაგრომ ბრეიკიც შეასრულა, თუმცა ეს 2:5-ზე მოხდა და სწორედ აქედან მოყოლებული, ნადალი შეუჩერებელი გახდა - მან ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, მესამე პარტიაში 5:0 დაწინაურდა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა ერთი გეიმი მეტოქეს - 6:4, 6:3, 6:1.

როლან გაროსზე თავის 69-ე მატჩში ნადალმა 68-ე გამარჯვებას მიაღწია და მესამე წრეში რუს ანდრეი კუზნეცოვს შეხვდება.

პირველი სეტი წააგო ტურნირზე ენდი მარეიმ. არადა, ბრიტანელმა ძალიან კარგად დაიწყო პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან მატჩი, როცა პირველი სეტი ორი ბრეიკით მოიგო, მაგრამ მეორე პარტიაში ბრიტანელმა მოუკლო. მან ერთხელ უპასუხა მეტოქის ბრეიკს, მაგრამ სოუზამ კიდევ აიღო მარეის მოწოდება და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

კრიტიკული მომენტი ენდის მესამე სეტის მეოთხე გეიმში დაუდგა, როცა ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ამის შემდეგ მსოფლიოს მესამე ჩოგანი ინიციატივას დაეუფლა და მერვე გეიმში შესრულებული ბრეიკით 5:3 დაწინაურდა.

მაგრამ პორტუგალიელი არ დანებდა და საპასუხო ბრეიკი შეასრულა, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგი გეიმი "მშრალი" ანგარიშით წაეგო. მეოთხე სეტი ენდიმ ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო და მატჩის ბედიც სწორედ აქ გადაწყდა. მარეიმ წელს მე-12 მატჩი ჩაატარა გრუნტზე და ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

მესამე რაუნდში მარეი ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს შეხვდება.

კაცები

II წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:1, 6:4, 6:4; ტანასი კოკინაკისი (ავსტრა)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 27) 3:6, 3:6, 6:3, 6:4, 8:6; რიშარ გასკე (საფ, 20)-კარლო ბერლოკი (არგ) 3:6, 6:3, 6:1, 4:6 შეწყდა; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 5:7, 6:4, 6:4, 6:4; ჯეკ სოკი (აშშ)-პაბლო კარენო ბუსტა (ესპ) 6:7(2), 7:6(4), 6:1, 7:6(4); ბორნა ჩორიჩი (ხორ)-ტომი რობრედო (ესპ, 18) 7:5, 3:6, 6:2, 4:6, 6:4; ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-იურგენ მელცერი (ავსტრია) 6:1, 5:7, 7:6(0), 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 6)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 6:4, 6:3, 6:1; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:2, 4:6, 6:4, 6:1; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 29)-კაილ ედმუნდი (ბრიტ) უარი; დავიდ გოფენი (ბელ, 17)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 4:6, 7:5, 6:2; ჟერემი შარდი (საფ)-ჯონ ისნერი (აშშ, 16) 6:4, 4:6, 6:3, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ანდრეა არნაბოლდი (იტა) 7:6(3), 6:1, 6:1; ლეონარდო მაიერი (არგ, 23)-იერჟი იანოვიჩი (პოლ) 6:4, 6:4, 6:7(1), 6:1; სიმონე ბოლელი (იტა)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 31) 6:2, 6:4, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ) 6:3, 6:2, 6:1; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22) 6:1, 7:6(5), 3:6, 3:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა