ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როი კინის "ავტობიოგრაფია. VII თავი [გაგრძელება]

როი კინის "ავტობიოგრაფია. VII თავი [გაგრძელება]

წარუმატებლობები და "იუნაიტედი"
1994-95 წლების სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" წარუმატებლად ჩაითვალა. ერთი ქულით ჩამოვრჩით "ბლექბერნს" და მეორე ადგილი დავიკავეთ პრემიერლიგაში. აგრეთვე, წავაგეთ ინგლისის თასის ფინალი "ევერტონთან". ასევე ვერ შევძელით ჩემპიონთა თასზე ჯგუფიდან გასვლა. ამ ტურნირს ახალი ფორმატი ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგა ერქვა.

რა თქმა უნდა, ევროთასები ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, მაგრამ იმისთვის, რომ იქ წარმატებით გამოხვიდე, აუცილებელია პრემიერლიგაში გამარჯვება. ამიტომაც ზეწოლა პირველივე დღიდან იგრძნობოდა. თუმცა ის დადებითად მოქმედებდა. ვიცოდით, რომ "იუნაიტედისგან", რომელმაც ბოლო ორი ჩემპიონატი მოიგო, მხოლოდ მოგებას ელოდნენ. ეს კიდევ უფრო მაღლა სწევდა ჩვენი თამაშის დონეს. მოთამაშეთა უმრავლესობა წუწუნებდა გვერდიდან მუდმივ ზეწოლაზე.

მაგრამ თუ დიდი წარმატების მიღწევა გსურს, უნდა გააცნობიერო, რომ აგვისტოდან მაისის პერიოდში, მოდუნებისთვის დრო არ გაქვს. და ასეა ყოველ წელს. რაც მეტს იგებს, მით მეტს ითხოვენ შენგან და რაც უფრო მეტად ცდილობ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მით უკეთ თამაშობ.

ეს სასიამოვნო ზეწოლაა და, რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდ წარმატებას აღწევდა "იუნაიტედი" იმ წლებში, მით უფრო ძლიერად და ნაღვლიანად აღიქმებოდა წარუმატებლობა - მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და პირველ რიგში, ალექს ფერგიუსონის მხრიდან. ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც ილუზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი რეპუტაცია ან წინა სეზონში მოპოვებული პრიზი ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას იძლეოდა, მალე ხვდებოდა, რომ "იუნაიტედში" საქმე სხვანაირადაა. 1994-95 წლების სეზონმა ეს დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვიპოვე ადგილი, მაინც არ დავწყნარდი. ბრაიან რობსონის რჩევით, სეზონის მსვლელობისას სულ უფრო და უფრო მეტად ვიღებდი საკუთარ თავზე პლეიმეიკერის ფუნქციებს და... ნაკლები გოლი გამქონდა. როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ტელეარხზე ძველ თამაშებს ვუყურებ, გაოცებული ვრჩები იმით, როგორ უფანტაზიოდ ვთამაშობდი ზოგიერთ მატჩში, რომლებშიც მაშინ საკუთარი თავი მოწოდების სიმაღლეზე მეგონა.

ფიზიკურად ახლოსაც არ ვიყავი ოპტიმალურ ფორმასთან საკუთარი ურეჟიმო ცხოვრების წესის გამო, ხოლო პასის თამაშს აკლდა სირბილე და გონიერება. ინსტინქტურად მაშინ უკვე ვგრძნობდი ამას... მაგრამ მე ვთამაშობდი ქვეყნის საუკეთესო გუნდში, რაც თავისთავად მეტყველებდა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. თუმცა, როგორც ძველი ჩანაწერები გვიჩვენებდნენ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მქონდა სასწავლი.

1994-95 წლების სეზონში ზეწოლის კიდევ ერთი წყარო იყო მეორე შემადგენლობაში ნიჭიერი ახალგაზრდების გამოჩენა. გუნდზე, რომელმაც 1992 და 1993 წლებში მოიგო ახალგაზრდული თასი, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრს ლაპარაკობდნენ. რაიან გიგზი მაშინვე მოხვდა პირველი გუნდის ძირითადში. სხვები უკვე მზად იყვნენ, მის მაგალითს გაჰყოლოდნენ.

ხალხი კლუბში და აგრეთვე, ნამდვილი გულშემატკივრები (რომლებიც თვალს ადევნებენ მეორე გუნდის გამოსვლას და არა ისინი, რომლებიც ტრიბუნებზე სენდვიჩებს მიირთმევენ) მეკითხებოდნენ - ვინ იქნებოდა შემდეგი რეზერვისტი, რომელიც მოიპოვებდა ადგილს პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

პოლ სქოულზი იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად თამაშობდა პასს, ბევრს იტანდა, შრომისმოყვარე იყო და ბრძოლას არასოდეს გაურბოდა. ნიკი ბატსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ნახევარდაცვის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ბრძოლა და გოლების გატანა შეეძლო - დევიდ ბექჰემი იყო. ის ლონდონელი გახლდათ, მაგრამ მთელი ცხოვრება "იუნაიტედს" გულშემატკივრობდა. ბექზს შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა, შეეძლო ეთამაშა როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე.

ცხარე კამათი მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, ძმები ნევილებიდან რომელი იყო უკეთესი - გარი თუ ფილი? გარი თითქმის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო, რომელსაც ცენტრშიც შეეძლო თამაში და მარჯვნივ. ფილს უფრო მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალი ჰქონდა და დაცვის ნებისმიერ ადგილზე გამოსდიოდა თამაში. და კიდევ, კიტ გილესპი ჩრდილოეთ ირლანდიიდან ფლანგის შესანიშნავ მოთამაშედ შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ბიჭებს ყველაფერი გამოუვიდოდათ. ისინი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და თავს ძალიან კომფორტულადაც გრძნობდნენ. ისინი არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელები, არამედ საკუთარ თავში დარწმუნებული ბიჭები იყვნენ. ყოველთვის მხარში ედგნენ ერთმანეთს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ეს იყო ერთიანი შეკრული გუნდი და ძალიან რთული იყო მის წინააღმდეგ თამაში საწვრთნელ მატჩებში, რომელსაც მწვრთნელი მართავდა იმის გამო, რომ არ მოვდუნებულიყავით. ეს მატჩები ხისტ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

ორივე გუნდს რაღაცის დამტკიცება სურდა, მაგრამ მკაცრი ბრძოლის გარდა, აქ იყო უმაღლესი ხარისხის ფეხბურთიც. მათ ძალიან უნდოდათ იმის დამტკიცება, რომ მზად იყვნენ პირველ გუნდში სათამაშოდ, ჩვენ კი ის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჯერ ადრე იყო ჩვენი ჩამოწერა. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ "იუნაიტედის" მეორე გუნდის ახალგაზრდები უფრო რთულ გამოცდას გვიწყობდნენ, ვიდრე ჩვენ მეტოქეები პრემიერლიგაში.

ვგრძნობდით, რომ ბექჰემის, ნევილების, ბატის, სქოულზისა და გილესპის გამოჩენა პირველ გუნდში დროის საკითხი იყო და უნდა გვემარჩიელა იმაზე - ძირითადი შემადგენლობის რომელ მოთამაშეს მოუწევდა თავისი ადგილის დათმობა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის.

სეზონში პირველი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაზე გვქონდა. წილისყრამ "იუნაიტედი" "გიოტებორგს", "გალათასარაისა" და "ბარსელონას" შეახვედრა. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადიოდა და ჩვენ ვერ გავუმკლავდით ამოცანას.

"ბარსელონამ" 4:0 გაგვანადგურა "კამპ ნოუზე" და შემდეგ რაუნდში გავიდა ბურთების უკეთესი სხვაობით. უეფას რეგლამენტის გამო ჩემპიონთა ლიგის მატჩებში არ შეგვეძლო მოედანზე სამ უცხოელზე მეტის გაყვანა. ამიტომაც ყოველი შეხვედრის წინ მწვრთნელი რთული ამოცანის წინაშე დგებოდა. მას უნდა გადაეწყვიტა, ვინ შეეყვანა ძირითადში - პეტერ შმეიხელი, ერიკ კანტონა, ანდრეი კანჩელსკისი, დენის ირვინი თუ მე. უეფას წესების გამო მსხვერპლად უნდა შეგვეწირა გამოცდილება და ოსტატობა.

და მაინც, ტურნირის რეგლამენტი ვერ ამართლებდა ჩვენს წარუმატებლობებს. თუ იძულებულნი ვიყავით, სათადარიგოთა სკამზე დაგვეტოვებინა ნიჭიერი მოთამაშეები, მოწინააღმდეგეებიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ. ასე რომ, ჩვენი ჩავარდნა ევროპაში ორი ძირითადი ფაქტორით აიხსნებოდა.

ჯერ ერთი, ჩვენი სტილი ადაპტირებული იყო ინგლისის ჩემპიონატზე, სადაც არანორმალური ტემპია დასაწყისიდან ბოლომდე და უგულებელყოფილია ტაქტიკური მოქნილობა, რასაც, ჩვეულებრივ, ვაწყდებოდით ევროპაში. ევროპული გუნდები უფრო გონივრულად თამაშობდნენ, ვიდრე ამას პრემიერლიგაში აკეთებდნენ, შეცდომების გამო კი მაშინვე გვსჯიდნენ. შიდა ჩემპიონატში შეგვეძლო ზერელედ მოქმედება შეტევაში და თუ მეტოქის კართან ახლოს დავკარგავდით ბურთს, მალე ვიბრუნებდით მას. დაცვაში შეცდომებს კი, ევროთასებისგან განსხვავებით, არ მოჰქონდა სერიოზული პრობლემები.

მეორე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო პრობლემა იყო მავნე ჩვევები, რომლებსაც ვიძენდით პრემიერლიგის თამაშებში. დროის დიდი ნაწილი არ გვიწევდა მთელი ძალით თამაში. "ოლდ ტრაფორდზე" გუნდების უმრავლესობა თეთრ დროშას გამოფენდა მაშინვე, როცა ამჩნევდა, რომ საქმე წაგებისკენ მიდიოდა. ისინი რეალურად მხოლოდ პირველი 20 წუთი იბრძოდნენ. მათ არ სჯეროდათ საკუთარი წარმატების და ჩერდებოდნენ მაშინვე, როგორც კი ანგარიშს ვხსნიდით.

გასვლითი მატჩები კი სულ სხვა საქმე იყო. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მეტოქე წარმატებას ეძებდა, მაგრამ ბევრ არენზე (გამონაკლისი იყო "ენფილდი", "ჰაიბერი", "ელან როუდი" ან "ივუდ პარკი) ჩვენ უბრალოდ უნდა დავლოდებოდით მომენტს, როცა თავს იჩენდა ერიკ კანტონას ან მარკ ჰიუზის კლასი.

"იუნაიტედში" ჩემი სამი სეზონის სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებდა. იმ დროს, როცა ევროპაში წარუმატებლობები გვქონდა, შიდა არენაზე 122 მატჩიდან მხოლოდ 16 წავაგეთ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ ინგლისის ჩემპიონატში წარმატება ძალების მცირე დახარჯვით მიიღწეოდა. და იოლი გამარჯვება ავითარებდა ჩვენში მავნე ჩვევებს, რაც თავს იჩენდა სხვა ქვეყნების ჩემპიონების მატჩებში.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

"დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო 10 წელიწადში პრემიერლიგას მოიგებს" - მაიკლ ოუენი

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი

"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს

"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა

"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა

"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა

"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი