ჰოლანდიელმა "სანდერლენდი" იხსნა და წავიდა
დიკ ადვოკაატმა "სანდერლენდი" დატოვა და სამწვრთნელო კარიერის დასრულებას აპირებს. იგი "შავ კატებში" მარტში დაინიშნა და გუნდისთვის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მომავალ სრულ სეზონში "ლაითზე" მუშაობა აღარ სურს.

"ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი სწორედ "სანდერლენდს" უკავშირდება. თუმცა ცხოვრებაში დგება კონკრეტული მომენტები, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მე თითქმის 68 წლის ვარ და უკვე წასვლის დროა. არაერთი გუნდი მიკავშირდებოდა, მაგრამ მარტივი მიდგომა მქონდა - ან "სანდერლენდი", ან არავინ" - თქვა ადვოკაატმა.

"სანდერლენდის" თავმჯდომარე ელის შორტი: "მიუხედავად იმისა, რომ გულდაწყვეტილი ვარ, აბსოლუტურად მესმის და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მან ამ პერიოდში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და საკუთარი კვალი დატოვა გუნდის ისტორიაში. ჩეენ ყოველთვის მადლობლები ვიქნებით იმისთვის, რაც მან გააკეთა".

ყოფილი მცველ-ნახევარმცველი ადვოკაატი სამწვრთნელო საქმეში 32 წლის ასაკიდანაა. მას იმდენ პოსტზე უმუშავია და იმდენი საინტერესო რამ გადახდენია, რომ ამაზე დაწვრილებით საუბარს რომ მოვყვეთ, გაზეთის რამდენიმე ნომერი შეიძლება დაგვჭირდეს. აღვნიშნოთ, რომ მან პსვ-სა და "რეინჯერსთან" ერთად, შესაბამისად, ჰოლანდიისა და შოტლანდიის მასშტაბით თითქმის ყველაფერი მოიგო.

ასევე, წვრთნიდა მშობლიურ ნაკრებს. თუმცა უდიდეს წარმატებას, ალბათ, მაინც, "ზენიტთან" ერთად მიაღწია, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატი, თასი, უეფას თასი და უეფას სუპერთასი მოაგებინა. 2008 წელს იგი სანკტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქე გახდა. ასეთი პატივი 1866 წლის მერე არც ერთ უცხოელს არ ღირსებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე