"არსენალი" VS "ასტონ ვილა" "უემბლიზე"
"უემბლი" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩის მოლოდინშია. "არსენალი" და "ასტონ ვილა" ასოციაციის თასს გაათამაშებენ. თასი თასად და ბირმინგემელებისთვის გამარჯვება ევროპალიგის საგზურის მომტანიც იქნება. ხოლო "არსენალს" ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოგება და სეზონის ტიტულით ჩამთავრება სურს. "მეთოფეების" გამარჯვების შემთხვევაში ევროპალიგის საგზური "საუთჰემპტონს" შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ "არსენალს" ასოციაციის თასი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ აქვს მოგებული და ახლა ლონდონელებს შეუძლიათ ამ მხრივ რეკორდსმენები გახდნენ. ხსენებული გუნდების მდევრები 8 ტიტულით "ტოტენჰემი" და 7-7-ით სწორედ "ასტონ ვილა", "ჩელსი" და "ლივერპული" მოდიან. თუმცა ბირმინგემელებს უკანასკნელად თასი 1957 წელს აქვთ მოგებული. აი, "არსენალს" კი დაახლოებით 9-წლიანი უტიტულო პაუზა ჰქონდა, სანამ წინა სეზონში ამ ტურნირს მოიგებდა. არსენ ვენგერს ამჯერადაც ასოციაციის თასით სურს ფანების გულის მოგება.

"ასტონ ვილას" ნახევარმცველი ეშლი ვესტვუდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და პირველ რიგში, კრისტიან ბენტეკეს იმედი აქვს, რომელიც ტიმ შერვუდის მოსვლის მერე, ბრწყინვალედ ათამაშდა და ახლა ბოლო 12 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

"კრისტიანი ყველასთვის სასარგებლო ფეხბურთელია და თანაც, მან ტრავმა მოიშუშა და ახლა ოპტიმალურ ფორმაშია. არც ერთი გუნდის მცველებს არ სურთ მის წინააღმდეგ თამაში. ასე რომ, არა მგონია, "არსენალის" ფეხბურთელებს მშვიდად დაეძინოთ თუ კი საერთოდ დაეძინებათ" - ღიმილით აღნიშნა ვესტვუდმა.

ტრადიციულად ომახიანია შერვუდიც და მას ბენტეკეს გარდა სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავს, რომლებისაც ეიმედება. ვესტვუდმაც გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ "ასტონ ვილა" გუნდურად თამაშობს და მარტო ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული.

"ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერები ვართ და თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია, ნებისმიერის დამარცხება ხელგვეწიფება. ბენტეკე უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, მაგრამ მარტო მასზე არ ვართ დამოკიდებულნი. გვყავს ფაბიან დელფი, თომას კლევერლი, საოცარი ტალანტი ჯეკ გრილიში და ასე შემდეგ" - დასძინა ვესტვუდმა.

ვენგერს კი უფრო ის აღელვებს, რომ ფეხბურთელებს ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი აქვთ და ფიფა ამას არ ითვალისწინებს. წინა ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, ხოლო ახლა კოპა ამერიკაა, რომელიც შემდეგ ზაფხულსაც ჩატარდება, ევროპის ჩემპიონატის არ იყოს... "არსენალიდან" კოპა ამერიკაზე მეკარე დავიდ ოსპინა და ჩილელი თავდამსხმელი ალექსის სანჩესი ითამაშებენ.

"რასაკვირველია ამ ტიტულის შენარჩუნება გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. მეტოქე სერიოზულია და რთული შეხვედრა გველოდება. რაც შეეხება კოპა ამერიკას, რასაკვირველია, ამ ტურნირს ვუყურებ, მაგრამ ცოტა შიშით, რადგან ტრავმიანობის რისკიც იზრდება და ფეხბურთელები იფიტებიან. ცუდია რომ ფიფა ამას არ ითვალისწინებს და კალენდარს ასე ადგენს. მაგალითად, ალექსის სანჩესმა ამ სეზონში 50 მატჩი ჩაატარა და ახლა კიდევ თამაში უწევს".

30 მაისი. ლონდონი. "უემბლი". 20:30

არსენალი-ასტონ ვილა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა