ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩავი ერნანდესი: ჩემი წასვლის დრო მოვიდა!

ჩავი ერნანდესი: ჩემი წასვლის დრო მოვიდა!

ჩავის ტვინმა და სხეულმა წასვლა უკარნახა, გულმა - არა
"ბარსელონას" წინ ორი დიდი ფინალი ელის - ესპანეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის. "ბარსას" ლეგენდა, 35 წლის ჩავი ერნანდესი კი უკვე ჩემოდნებს ალაგებს. მას ყატარი ელის. "ელ პაისთან" ინტერვიუში ესპანეთის ყველა დროის ყველაზე ტიტულიანმა ფეხბურთელმა ცხოვრების ის ეტაპი შეაჯამა, რომელიც მან მშობლიურ კლუბში გაატარა.

რა არის ფეხბურთი?

- 17 წელიწადი "ბარსელონაში" - რა იყო ეს დრო თქვენთვის?

- ეს იყო სიხარულიც და ტკივილიც. ახლა თავს ამაყად ვგრძნობ. ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიე. ამასთან, რთული დღეებიც ბევრი მქონია.

- რა არის ფეხბურთი?

- ბურთი და მეგობრები. თამაში პლაჟზე, ბაღში ან შინ. როცა ბავშვები გაღიმებული სახით დასდევენ ბურთს სკოლის ეზოში - ეს არის ფეხბურთი.

- ლუის არაგონესი ამბობდა, რომ როცა შენი გუნდი იგებს, ეს მძლავრი ბიძგია...

- არაგონესი დიდია. მენატრება, ხშირად ვფიქრობ მასზე.

- რატომ მიდიხარ?

- დრო მოვიდა. ამას მკარნახობს ტვინი და სხეული. გული არა. გული ეკუთვნის "ბარსელონას" და ის რჩება აქ.

- თავის დროზე "ბარსას" სკოლაში ცნობისმოყვარეებს ემალებოდით. რატომ?

- არ მინდოდა, ჩემთვის სხვანაირი თვალით შემოეხედათ. მე ვიცოდი, რომ ვერაფერი შემცვლიდა, მაგრამ არ მინდოდა, თუნდაც ერთ ადამიანს ეთქვა, რომ "ბარსაში" მოხვედრამ ზედმეტი სიამაყე შემძინა. კლუბის სპორტულსაც კი არ ვიცვამდი, ქუჩაში ზედმეტი ყურადღება რომ არ მოექციათ.

- "ბარსას" გასახდელში თქვენი პირველი მოგონება როგორია?

- ვზივარ სკამზე. ერთ მხარეს ფიგუა, მეორე მხარეს - გვარდიოლა. შემოდის კლუბის პრეზიდენტი ნუნიესი და პეპს ელაპარაკება. მე შევიშმუშნე. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ყველაფერი კარგად წავიდა. დიდებულად მეპყრობოდნენ პეპი, ფიგუ, რივალდო, სერხი...

ვან გაალის როლი

- თქვენ მერვედ მოიგეთ პრიმერა. პირველი ტიტულისას ალბასეტეში იყავით, ძირითადი გუნდი კი - ვიტორიაში...

- ასე იყო. იმ წელს გუნდის ძირითად შემადგენლობაში 18 მატჩი ჩავატარე. ბოლო შეხვედრის სათამაშოდ მხოლოდ ის ფეხბურთელები გაემგზავრნენ, რომლებიც განაცხადში მოხვდნენ. ასე გადაწყვიტა ვან გაალმა. მე მეორე გუნდთან ერთად ალბასეტეში ვიყავი და ამ შეხვედრას ტელევიზორში ვუყურე. ანხელ მურას მუზეუმში არის იმ დროის საჩემპიონო მაისურა რივალდოსა და ანდერსონის ხელმოწერით. მაისურზე წერია იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებმაც ამ წარმატებას მიაღწიეს.

- როგორი იქნებოდით, რომ არა ვან გაალი?

- მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა. "შენ უკეთესი ხარ, ვიდრე ზიდანი". ასე მეუბნებოდა. "მადლობა, ოსტატო, მაგრამ არ ღირს". - ვპასუხობდი მე. მასწავლებლებში მაგრად გამიმართლა. ის დიდებული მწვრთნელი იყო. მას ცუდად მოვექეცით.

- მერე იყო ხუთი წელი დიდი გამარჯვებების გარეშე. რა მოხდა?

- ჩვენ დავკარგეთ სტაბილურობა და ძალიან ხშირად ვცვლიდით მწვრთნელებს. ასე გაგრძელდა გუნდში რაიკაარდის მოსვლამდე. მოვიდა რონალდინიო. სულ ბურთი გვქონდა და ამით ვიგებდით. როცა თავს ვიცავდით, მაშინაც კი ვუტევდით. ჩვენ "ბარსას" ფილოსოფიას მოვწყდით და დავისაჯეთ. ხშირად ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელებს ეძებდნენ, 180 სანტიმეტრი სიმაღლის კუნთმაგარ ბიძიებს... დავიბრუნეთ ჩვენი სტილი და წარმატებებიც დაბრუნდა.

- ალბათ, ამიტომაც იყავით მუდამ ყურადღების ცენტრში, თქვენი სტილი ხომ "ბარსელონას" სტილია...

- როცა ჩვენი გუნდი იგებდა, ჩემი მიმართულებით ხშირად იყურებოდნენ. როცა ვაგებდით, პირველ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.

განუმეორებელი პეპი

- მაგალითად ყოველთვის ბუსკეტსი და პედრო მოგყავთ. რატომ?

- პირველ რიგში, შინაგანი მორიდებულობის გამო. გარდა ამისა, ისინი პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობით არიან დაჯილდოებულნი. არადა, მათ მიერ გაწეული სამუშაო ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ეს მაწუხებს. ვიცი, რამხელა შრომაა საჭირო "ბარსელონაში" მოსახვედრად. ისინი მოხვდნენ. ეს დასაფასებელია. ჩვენ - ინიესტა, პიკე და მე მეტ საქებარ სიტყვებს ვიღებთ. პედროს ისტორია ხომ საერთოდ უნიკალურია. ის იმსახურებს იმას, რომ უყურონ და ტაში დაუკრან. და ბუსკეტსი? მე არასოდეს მინახავს მისებრ ჭკვიანი ფეხბურთელი.

- თქვენ ერთი ჩემპიონობა შესვენებაზე მოიგეთ, მეორე კი - საკუთარი სახლის დივანზე წამოწოლილმა. სასწაულია, არა?

- კი, ერთი ჩემპიონობა "ბალაიდოსზე" მოვიგეთ. მაშინ მე ტრავმირებული ვიყავი და ეს წელი ურთულესი იყო ჩემს კარიერაში. ბევრი რამ ვისწავლე მაშინ. დეკემბერში მივიღე ტრავმა. ამის შემდეგ გაცილებით დაკვირვებული გავხდი.

ეს "ბარსელონას" სამედიცინო შტაბის წარმომადგენლების, ემილი რიკარტისა და კუგატოს დამსახურებაა - ან ვიქნებოდი მეტად ფრთხილი, ან ყველაფერი დასრულდებოდა ძალიან მალე. მეორე ჩემპიონობის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა კაპდევილამ გაუტანა "რეალს". სახლში ვიყავი. ყველამ მაგრად ვიზეიმეთ, იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს თამაში გვქონდა "ატლეტიკოსთან".

- ტრიპლეტის წელი თქვენთვის განსაკუთრებული იყო...

- დღემდე ეს ისტორიაში საუკეთესო წელია. ვთამაშობდით დიდებულად და ვიგებდით. ცხოვრებაში არ მინახავს უკეთესი ფეხბურთი. დღესაც, როცა იმ მატჩებს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ უკეთესად თამაში, უბრალოდ, შეუძლებელია. როგორ სტილში მოვიგეთ ლიგა... პეპის წლები განუმეორებელია.

- გიჭირდათ თუ არა მასთან, როგორც პარტნიორთან და მწვრთნელთან?

- არა, ყველაფერი მომწონდა. პეპის ბრალი არ არის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვადარებდნენ ერთმანეთს. ვგრძნობდი წნეხს, ვიზრდებოდი რა მასთან, მაგრამ მისთვისაც არ იყო იოლი. პეპს დიდებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთან.

- მართალია თუ არა, რომ კინაღამ დატოვეთ "ბარსელონა", როცა პეპი გუნდს დაუბრუნდა?

- მქონდა შემოთავაზება "ბაიერნისაგან" და წასვლისაკენ ვიხრებოდი. ეს სიმართლეა. "ჩავი, მე ვერ წარმომიდგენია ეს გუნდი შენ გარეშე. ეს შეუძლებელია", - მითხრა მან. "კარგი, მე ვრჩები", - იყო ჩემი პასუხი. ის დიდებული მწვრთნელია.

ჩვენ ერთნაირად გვესმის ყველა საფეხბურთო ნიუანსი. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით და ამიტომ ვიყავით საუკეთესოები. ჩემი თეორია ასეთია - "ბარსელონა" ყველა კომპონენტში უნდა სჯობდეს "რეალს". წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერაფერს მოიგებს. "რეალი" - ეს არის პრესა, ხუანიტოს სული... ან საუკეთესო ხარ, ან ნახვამდის. ჩვენი საქმე ასეა. როცა ჩვენ ერთნაირი სიძლიერის გუნდები გვყავს, მათ სასარგებლოდ დამატებითი ფაქტორები მუშაობენ.

- რას გაწირავდით იოჰან კრუიფთან მუშაობის შანსისათვის?

- ოჰ... მეტი არაფერი მენდომებოდა. სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ფაქტია - მან შეცვალა ფეხბურთის ისტორია. "ბარსელონაში" მაინც.

ავი წინათგრძნობა გასახდელში

- ყველა საჩემპიონო ტიტულიდან მხოლოდ ერთი მოიგეთ "კამპ ნოუზე"...

- დიახ. თან ვერ ვითამაშე. არბიტრმა უნდიანომ წინა შეხვედრაში გამაფრთხილა.

- ყველაზე ცუდი სეზონი ის იყო, ვილანოვას ავადმყოფობას რომ დაემთხვა?

- ის და შემდეგი, მისი სიკვდილის წელი. ის ძალიან მომთხოვნი იყო. მაგალითად, სულ იმეორებდა, ჩვენ 100 ქულას დავაგროვებთო. ძალიან რთული წელი იყო. გასახდელში უბედურების შეგრძნება დაფრინავდა. ჩვენ ვისმენდით მის მესიჯებს და რაღაცას ვეუბნებოდით ტიტოს.

ერთხელ ვიჩხუბეთ კიდეც. მე დისკომფორტს ვგრძნობდი, მაგრამ "მილანთან" თამაში მინდოდა. ვითამაშე და მივიღე ტრავმა. მერე ჩვენთან ჩამოვიდა "ბაიერნი". მან დარეკა და მითხრა, რომ ტრავმირებული ვიყავი და ვერ ვითამაშებდი. მას ძლიერი ხასიათი ჰქონდა.

- როგორ შეხვდით თქვენი სტატუსის შეცვლას კლუბში?

- რა თქმა უნდა, ეს რთულია. მე ვსწავლობ ჩემი მეგობრებისაგან, რომლებიც არ თამაშობდნენ, მაგრამ მშვიდად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ჩემთვის მაგალითი ყოველთვის იყო სათადარიგო მეკარე ხორკერა. ის არ თამაშობდა, მაგრამ მთელი სულითა და გულით ხურდებოდა.

ვალენსიაში თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შემცვალეს, მაგრამ მე გამოვვარდი მინდორზე და ვიზეიმე ბუსკეტსის გოლი. ჩავეხუტე ლუის ენრიკეს. მან მე შემცვალა, მაგრამ არ გავბრაზებულვარ. მე მინდოდა, ლამაზად წავსულიყავი და ეს შევძელი. ნახეთ, როგორ გამაცილეს "კამპ ნოუდან"? ეს დიდებული იყო.

"ბარსელონასთან" ვალდებული

- რატომ არ წახვედით გასულ ზაფხულს?

- კარგი წინათგრძნობა მქონდა. გარდა ამისა, წაგებული ჩემპიონატის შემდეგ რეაბილიტაცია მინდოდა. მსოფლიო ჩემპიონატიც ჩავაგდეთ... თან ლუის სუარესი მოვიდა. მე ველაპარაკე ლუის ენრიკეს და მან მითხრა, რომ ყველაფერი კარგად მომეფიქრებინა. ბიჭებს ვუთხარი, რომ ერთი წლით ვრჩებოდი. ლუის ენრიკე კარგად მომექცა. ველაპარაკე ანდონი სუბისარეტასაც. მოკლედ, დავრჩი და ყველაფერი გამოვიდა...

- გახსოვთ დღე, როცა "ბარსელონაში" მიხვედით სინჯებზე?

- რა თქმა უნდა. მანქანაში მამა მეუბნებოდა, ფართოდ გაახილე თვალები და დაიმახსოვრე ყველაფერი, მეტი შანსი აღარ გექნებაო. მე ვსწავლობდი ბევრს. მასწავლიდნენ ფეხბურთის თამაშს და იმას, თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი "ბარსას" კაცი. ამ კლუბთან ყოველთვის ვალში ვიქნები.

- "ბარსელონას" თქვენზე დიდ ქომაგს თუ იცნობთ?

- რა თქმა უნდა. ეს დედაჩემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა

ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს

39 წლის ხავიმ შოთა არველაძის "ფახთაქორს" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა