რა ხდება საფრანგეთის ღია პირველობაზე
წლევანდელი როლან გაროსის მსვლელობაში პირველად ჩაერია წვიმა, რის გამოც დაგეგმილი რვა მატჩიდან მხოლოდ ხუთის დასრულება მოხერხდა.

მამაკაცებს შორის პირველი მეოთხედფინალისტი გახდა კეი ნიშიკორი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგი დააფიქსირა - ის გახდა პირველი იაპონელი 1933 წლის შემდეგ, ვინც როლან გაროსის მეოთხედფინალამდე მივიდა. პირველმა ეს ირო სატომ შეძლო, როცა 1931 და 1933 წლებში გააღწია ნახევარფინალში.

25 წლის ნიშიკორი შესანიშნავ ფორმაშია და ჯერჯერობით ოთხი მატჩი ისე ჩაატარა, რომ სეტი არ წაუგია, გუშინ კი ძალიან იოლად გაიარა რუსი თეიმურაზ გაბაშვილის ბარიერი. კეიმ საათსა და 58 წუთში 40 "ვინერსი" დააფიქსირა და 6:3, 6:4, 6:2 მოიგო.

ნიშიკორიმ პირველ სეტში საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ ექვსი ქულა დათმო და მეორე გეიმში აღებული ბრეიკით გაიმარჯვა. მეორე და მესამე სეტებში ორ-ორი ბრეიკი აიღო, რასაც გაბაშვილმა ერთით უპასუხა.

ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, ნიშიკორი მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა ჩეხი ტომაშ ბერდიხი და შეწყვიტა ამ უკანასკნელის შთამბეჭდავი სერია - ბერდიხი წელს ზედიზედ ცხრა ტურნირის მეოთხედფინალამდე მიდიოდა, მაგრამ როლან გაროსზე ეს ვეღარ შეძლო.

ცონგა სრულ უპირატესობას ფლობდა პირველ ორ სეტში, რომლის დროსაც სამი ბრეიკი შეასრულა, თან მეტოქეც დაეხმარა 22 უნებლიე შეცდომით. ფრანგს სამ სეტში შეეძლო მოემთავრებინა ყველაფერი, როცა 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა და ორი ქულა აკლდა საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ პირველად წააგო საკუთარი მოწოდება და შემდეგ ტაი-ბრეიკიც დათმო, არადა, შემოკლებულ გეიმს 3:0-ს იგებდა.

ცონგას თითქმის გარანტირებულ გამარჯვებას საფრთხე დაემუქრა მაშინ, როცა ბერდიხი მესამე სეტში 3:1 გავიდა წინ, მაგრამ მასპინძელი დროზე მოვიდა გონს და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით, ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიპოვა როლან გაროსზე მეოთხედფინალში თამაშის უფლება - 6:3, 6:2, 6:7(5), 6:3.

ცონგა ურთიერთშეხვედრებში 2:4-ს აგებს ნიშიკორისთან, თუმცა აქამდე გრუნტზე ერთმანეთს არ შეხვედრიან.

კარიერაში მეორედ გავიდა როლან გაროსის მეოთხედფინალში სტენ ვავრინკა და ეს ძალიან იოლად გააკეთა. შვეიცარიელმა კიდევ ერთ ფრანგს, ჟილ სიმონს მხოლოდ შვიდი გეიმი დაუთო - 6:1, 6:4, 6:2. მასპინძელმა მხოლოდ მეორე სეტში შეძლო ბრძოლა, როცა მეტოქის ბრეიკს უპასუხა და გაათანაბრა ანგარიში - 4:4, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ზედიზედ ორი გეიმი წაეგო. სხვა მხრივ, შვეიცარიელის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.

გუშინ არ მოხერხდა ვავრინკას მეტოქის გამოვლენა. როჯერ ფედერერმა და გაელ მონფილსმა ორი სეტის ჩატარება მოასწრეს და მატჩი სიბნელის გამო მეორე დღისთვის გადაიდო. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 14:30-ზე განახლდება.

პირველ სეტში ფედერერმა მეორე გეიმში შეასრულა ბრეიკი, 3:0 დაწინაურდა და 30 წუთში დაასრულა პარტია - 6:3. მეორე სეტში კი უკვე მონფილსი გავიდა წინ სამი გეიმით და მართალია, 3:5-ზე ფედერერმა დაკარგული გეიმი დაიბრუნა, მაგრამ იქვე ისევ წააგო თავის მოწოდება და 4:6 დამარცხდა.

ქალების ტურნირზე მხოლოდ ორი მატჩის დასრულება მოხერხდა. ანა ივანოვიჩმა და ელენა მაკაროვამ რთულ ბრძოლაში სეტები გაცვალეს, რის შემდეგაც სერბმა გადამწყვეტ პარტიაში 6:1 გაანადგურა მეტოქე და შარშანდელი ავსტრალიის ღიას შემდეგ პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

მისი მეტოქე ამ ეტაპზე 20 წლის უკრაინელი ელინა სვიტოლინა იქნება, რომელიც კარიერაში პირველად მოხვდა ამ დონის ტურნირის რვა საუკეთესოს შორის. სვიტოლინამ მეექვსე მატჩბოლით შეძლო ალიზ კორნეს დამარცხება - 6:2, 7:6(9).

კიდევ ორი მერვედფინალის ჩატარება წვიმის გამო ვერ მოესწრო. ასე რომ, დღეს გაიმართება მარია შარაპოვა-ლუსი საფაროვასა და ფლავია პენეტა-გარბინ მუგურუსას შეხვედრები.

კაცები

1/16-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ტანასი კოკინაკისი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 20)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15) 4:6, 7:6(4), 7:5, 6:4; ჯეკ სოკი (აშშ)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 6:2, 6:1, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 6)-ანდრეი კუზნეცოვი (რუს) 6:1, 6:3, 6:2; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 29) 6:4, 6:2, 6:3; ჟერემი შარდი (საფ)-დავიდ გოფენი (ბელ, 17) 6:3, 6:4, 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ლეონარდო მაიერი (არგ, 23) 6:3, 6:2, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:3, 1:6, 5:7, 6:0, 6:1; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) უარი; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-ლუკაშ როსოლი (ჩეხ) 6:4, 6:4, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:6(3), 6:4, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4)-ბენუა პერი (საფ) 6:1, 6:7(5), 6:3, 6:4; სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-სტივ ჯონსონი (აშშ) 6:4, 6:3, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 12)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:2, 6:7(6), 6:7(6), 6:3, 6:1; გაელ მონფილსი (საფ, 13)-პაბლო კუევასი (ურუ, 21) 4:6, 7:6(1), 3:6, 6:4, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-დამირ ძუმჰური (ბოს) 6:4, 6:3, 6:2.

1/8-ფინალი

კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:3, 6:4, 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4) 6:3, 6:2, 6:7(5), 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-ჟილ სიმონი (საფ, 12) 6:1, 6:4, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-გაელ მონფილსი (საფ, 13) 6:3, 4:6 შეწყდა.

ქალები

1/16-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 27) 3:6, 6:4, 6:2; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:4, 6:1; სარა ერანი (იტა, 17)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10) 6:3, 6:3; იულია გორგესი (გერ)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:4, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 30) 6:3, 6:2; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23)-მედისონ კისი (აშშ, 16) 6:4, 6:2; ანდრეა მიტუ (რუმ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 7:5, 6:4; ალისონ ვან უიტვანკი (ბელ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:4, 6:1; ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-დონა ვეკიჩი (ხორ) 6:0, 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 9)-ელენა ვესნინა (რუს) 6:2, 6:4; ელინა სვიტოლინა (უკრ, 19)-ანიკა ბეკი (გერ) 6:3, 2:6, 6:4; ალიზ კორნე (საფ, 29)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 4:6, 6:3, 7:5; ფლავია პენეტა (იტა, 28)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 8) 6:3, 6:4; გარბინ მუგურუსა (ესპ, 21)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 11) 4:6, 6:2, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-საბინ ლისიცკი (გერ, 20) 6:3, 7:6(2); მარია შარაპოვა (რუს, 2)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 26) 6:3, 6:4.

1/8-ფინალი

ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 9) 7:5, 3:6, 6:1; ელინა სვიტოლინა (უკრ, 19)-ალიზ კორნე (საფ, 29) 6:2, 7:6(9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ბასილაშვილს სეზონის დახურვა ჯოკოვიჩთან ისტორიული გამარჯვებით შეუძლია! - ნიკა დღეს პარიზის მასტერსში ჩაერთვება - მივა ჯოკოვიჩამდე?
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს - 4 სექტემბრის დაიჯესტი
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]