ქართული რაგბის დიდ ოჯახს ახლახან კიდევ ერთი, სამოყვარულო სარაგბო გუნდი თბილისის "მისიონერები" შეემატა
ქართული რაგბის დიდ ოჯახს ახლახან კიდევ ერთი, სამოყვარულო სარაგბო გუნდი თბილისის "მისიონერები" შეემატა. ეს კლუბი სარაგბო კლუბ "ლელოს" ვეტერან მორაგბეთა ბაზაზე შეიქმნა.

ცხადია, საინტერესოა, გუნდის სახელიდან გამომდინარე, რა მისია აკისრია ახალ კლუბს.

"მისიონერების" დაარსების იდეის ავტორი და განმხორციელებელი ყოფილი ლელოელი დავით კობეშავიძეა, რომელიც კლუბის პრეზიდენტი და ერთდროულად გუნდის კაპიტანიც გახლავთ.

"ჩვენი კლუბის მოთამაშეთა უმრავლესობა თბილისის "ლელოს" ყოფილი მოთამაშეა. გვინდა ამ წამოწყებით რაგბის პოპულარიზაციას გავუწიოთ სამსახური და, ამასთან ერთად, ქველმოქმედებითაც დავკავდეთ.

"მისიონერების" მიზანია, რეგიონებში, განსაკუთრებით კი, აღმოსავლეთ საქართველოში საქველმოქმედო მატჩების გამართვა და ამ გზით იქ რაგბის პოპულარიზაცია.

ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ პოლონურ, უკრაინულ და რუმინულ გუნდებთან. გვინდა თბილისში საერთაშორისო ტურნირი მოვაწყოთ. დავაწესებთ სიმბოლურ ფასს მატჩებზე დასასწრებად და შემოსულ თანხას საჭიროების მიხედვით გადავურიცხავთ უპატრონო ბავშვთა სახლებს ან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

ამასთან ერთად, კონტაქტებს ვამყარებთ ჩვენს მეზობლებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთსა და სომხებთან. გვინდა ისინიც მოვიწვიოთ საქართველოში სათამაშოდ და ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონული ცენტრი რაგბის განვითარების საქმეში.

ცხადია, ყოველივე ამას გარკვეული სახსრები სჭირდება. დახმარებას "შპს იმედის კლინიკა" გვიწევს. კარგი იქნება, თუ სხვა სპონსორებიც გამოგვიჩნდება ამ საშურ საქმეში. ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ და ამ ყოველივეში ანაზღაურებას არ ვითხოვთ.

მთავარია, რაგბი გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს", - თქვა დავით კობეშავიძემ.

"მისიონერებმა", რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი თამაშობს, პირველი მატჩი გამართა სამოყვარულო კლუბ თბილისის "დევებთან" და 17:5 დაამარცხა.

ლელოები გაიტანეს: რეზო ჭანკვეტაძემ, თემურ ქობელაშვილმა და შახინ აივაზოვმა. ერთი გარდასახვა ირაკლი ჯალაღონიას ანგარიშზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე