ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. გათამაშებას პირველი გამარჯვებული ჰყავს
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. გათამაშებას პირველი გამარჯვებული ჰყავს. 31 მაისს, ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში "ერისთავმა" "ბი პი ჯორჯია" დაამარცხა 2-0 და ლიგის ისტორიაში პირველად, აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა.

საკმაოდ თანაბრად მიმდინარე შეხვედრაში "იურისტებმა" ანგარიში მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გახსნეს. ოთარ მგელაძის შორეულ დარტყმას რიკოშეტი მოჰყვა და ბურთი ისე აღმოჩნდა კარის ბადეში. მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, თავი ჯაბა ჯინჭველაშვილმა გამოიჩინა.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად "ერისთავის" მეკარე დავით ღლონტი დასახელდა, ხოლო ბომბარდირის ტიტული 4 გატანილი გოლით "საქართველოს ბანკის" შემტევს, ლაშა ჯოხაძეს ერგო. მათ სამახსოვრო თასებთან ერთად, ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორისგან, ესპანური სპორტული ბრენდისგან, JOMA-სგან სპეციალური პრიზები გადაეცათ.

31.05.2015. თასი. ფინალი

BP GEORGIA - ერისთავი 0-2

გოლები: 23 წთ, მგელაძე (0-1), 39 წთ, ჯინჭველაშვილი (0-2)

რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს, უქმეები შაბათს, გაერთიანებული ლიგის ბოლო, მეხუთე ტურის ორი შეხვედრით დაიწყო.

"რუსთავის მერიამ" 3-7 სძლია "კნაუფს" და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად "შანგრილასა" და "ჯიპიაი ჰოლდინგის" შეხვედრაში მხოლოდ ამ უკანასკნელთა გამარჯვება არ აძლევდათ ხელს, თუმცა თავად "ჯიპიაის" ფეხბურთელები სხვანაირად ფიქრობდნენ და საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან აუცილებელი სამი ქულაც და 1/4-ფინალის საგზური დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს - 2-1.

როგორც შემდეგ გაირკვა, ამ გამარჯვებით მათ მეორე ადგილზე შეძლეს გასვლა, ვინაიდან კვირას გამართულ დაპირისპირებაში "თრეველკემპ ჯორჯიამ" "გორგია" დაამარცხა - 7-4. ეს ამ გუნდის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა მიმდინარე გათამაშებაში. "გორგიასა" და "ჯიპიაის" შორის კი მეორე ადგილის ბედი ბურთების უკეთესმა სხვაობამ გადაწყვიტა, ისევე, როგორც მეოთხე ადგილზე გამსვლელის ვინაობა - "შანგრილამ" სწორედ ამ კომპონენტით ჩამოიტოვა უკან რუსთაველები.

30-31.05.2015. გაერთიანებული ლიგა. V ტური

კნაუფი - რუსთავის მერია 3-7

შანგრილა - ჯიპიაი ჰოლდინგი 1-2

თრეველკემპ ჯორჯია - გორგია 7-4

ამრიგად, გაერთიანებული ლიგის საუკეთესო ოთხი გუნდი 1/4-ფინალში ბრინჯაოს ლიგის 6-7-ადგილოსნებს დაუპირისპირდება. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

თრეველკემპ ჯორჯია - ჯო ენი

ჯიპიაი ჰოლდინგი - მედიქლაბჯორჯია

გორგია - თბილისის მერია

შანგრილა - ბიბლუსი

1/4 და 1/2-ფინალური შეხვედრები 13 და 14 ივნისს გაიმართება.

გაერთიანებული ლიგის ბომბარდირები: ზაზა ფიფია (თრეველკემპი) - 13, ლევან ამირანაშვილი (თრეველკემპი), გიორგი გოროზია (რუსთავის მერია) - 6

ორ დღეზე გადანაწილდა წრიული ეტაპის ბოლო, XVIII ტურის შეხვედრები სუპერლიგაშიც. 30 მაისს ორი დაპირისპირება გაიმართა: სკ "ჯვაროსნებმა" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 4-3 სძლიეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს და ასპარეზობა საპატიო, მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

ასევე ერთი ბურთის სხვაობით იმარჯვა მფკ "ნატახტარმა", რომელმაც ბათუმის "დინამო" დაამარცხა 3-2. კვირას კი ერთმანეთის პირისპირ შსს და "პროგრეს ბანკი" წარდგნენ. ლიდერების გარეშე დარჩენილი "ბანკირები", რომლებსაც შემადგენლობაში კახი კალაძე და ალექსანდრე იაშვილი აკლდათ, 9-4 დამარცხდნენ.

სუპერლიგაში მეორე წრის კიდევ ერთი მატჩია ჩასატარებელი - 7 ივნისს, XIV ტურის გადადებულ შეხვედრაში ერთმანეთს შსს და პსპ უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ამის გარეშეც უკვე გარკვეულია, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/2-ფინალში:

პირველ ადგილზე გასული "ძალოვნები" მეოთხე ადგილზე გასულ "პროგრეს ბანკს" დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა ტრადიციული მეტოქეების, მფკ "ნატახტარისა" და სკ პსპ-ს დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. ორრაუნდიანი პლეი ოფი 13 და 21 ივნისს გაიმართება.

30-31.05.2015. სუპერლიგა. XVIII ტური

ს.კ ჯვაროსნები - FC TTC 4-3

მფკ ნატახტარი - დინამო (ბთ) 3-2

პროგრეს ბანკი - შსს 4-9

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) - 24, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 21, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17, დავით მუჯირი (პროგრეს ბანკი), კახა გოგოხია (მფკ ნატახტარი) - 16

ცნობილია ოქროს ლიგის ერთი ფინალისტის ვინაობაც.

"ევროპაბეთისა" და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" უაღრესად დაძაბული და საინტერესო განმეორებითი 1/2-ფინალური დაპირისპირება იმერელთა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, თუმცა პირველი მატჩი "ბუკმეკერებს" 3-1 ჰქონდათ მოგებული და ფინალშიც სწორედ ისინი ითამაშებენ.

მათი მეტოქის ვინაობა კი "საქართველოს ბანკისა" და "ნატახტარის" დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს.

კვირას ამ გუნდების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა 2-1 სძლია "ბანკირებს" და განმეორებითი დაპირისპირების წინ, ერთბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

31.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი

ევროპაბეთი - GM ჭიათურა 1-2 (3-1)

ნატახტარი - საქართველოს ბანკი 2-1

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) - 14, მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა) - 12, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) - 11

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის