"ზესტაფონის" მფლობელი: "მე ვიცი, რომ პირველი ლიგიდანაც შეიძლება ევროთასებზე გასვლა და ეს გზა საქართველოს თასის მოგებაა"
ამასწინათ "ზესტაფონმა" თბილისის ზღვაზე მდებარე საკლუბო ბაზაზე ჟურნალისტები და დაინტერესებული საზოგადოება მიიწვია და პრეზენტაცია გამართა. ბაზის კეთილმოწყობა Hi-tech orrigation Goergia-სა და Laws of Georgia-ს დამსახურებაა.

ბაზაზე ამჟამად ორი მოედანია. როგორც შევიტყვეთ, ახლო მომავალში იგეგმება კიდევ ერთი, ხელოვნურსაფრიანი მოედნის გაკეთება. აქ იფუნქციონირებს "ზესტაფონის" საკლუბო აკადემია, სკოლა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ...

პრეზენტაციას დაესწრნენ კლუბის ხელმძღვანელები, მათ შორის - "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია. იყვნენ სტუმრები უკრაინიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

აქვე ვთქვათ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზეც აწარმოებს სამუშაოებს. კერძოდ, იწყება მინდვრის საფრის დათესვა იმ მონაკვეთზე, რომელიც თავის დროზე წვიმამ დააზიანა და ამის გამო საფარი შესაცვლელი გახდა...

ბაზა ბაზად, ეს ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესოა, როგორი იქნება კლუბის მომავალი? რომელ ლიგაში ითამაშებს "ზესტაფონი"? სურს თუ არა ქართულ ფეხბურთში დარჩენა მის მფლობელს? სწორედ ამ და სხვა კითხვებზე ვეცადეთ, გვეპოვა პასუხები "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან ინტერვიუში...

- ბატონო ილია, თავდაპირველად კლუბის თბილისურ ბაზაზე გვითხარით ორიოდ სიტყვით...

- როგორც ხედავთ, აქ არის ორი მოედანი. გეგმაში გვაქვს, რომ კიდევ ერთი, ხელოვნურსაფრიანი მოედანი დავამატოთ. გვექნება საფეხბურთო აკადემია, სკოლა და სარეაბილიტაციო ცენტრი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. "ზესტაფონი" არ უღალატებს თავის ტრადიციას და აქ სწავლა უფასო იქნება.

- ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტია, კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა...

- ეს ასეა და ამას განაპირობებს დღეს ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო ვითარება. პარადოქსია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული გარიგებულ მატჩებთან ბრძოლით. საერთოდ, შექმნილი ვითარება ძალიან სამწუხაროა.

ჩვენი ბრძოლა მძიმე და სამართლიანია. დღეს ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ მარტო, მაგრამ მოვა დრო და მარტონი აღარ ვიქნებით. ამის მტკიცედ მწამს!

ვიყავი ვარშავაში, ევროპალიგის ფინალზე. "დნიპრომ" რაც გააკეთა და რასაც მიაღწია, სამაგალითო უნდა იყოს ჩვენთვის. არადა, იყო დრო, ჩვენ არ გვყავდა "დნიპროზე" ნაკლები გუნდი. ყველას გვახსოვს ის დრო. თუნდაც შეკრებებზე გვითამაშია მათთან.

- "ზესტაფონმა" ლოზანაში გაასაჩივრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან კლუბის მოხსნის თაობაზე...

- ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. ჯერ ვერ გავასაჩივრეთ იმ მიზეზის გამო, რომ ადგილობრივ სასამართლოში უნდა ამოიწუროს ყველანაირი რესურსი. თუ აქ ვერ მივაღწევთ შედეგს, მაშინ მივმართავთ ლოზანის სასამართლოს. ჩვენ უკვე გვაქვს იმის პრეცედენტი, რომ კლუბმა ლოზანაში გაასაჩივრა ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი ვერდიქტი და ეს საქმე მოიგო კიდეც. ვგულისხმობ ბელარუსის ბატე-ს.

მინდა, ისევ ბაზის პრეზენტაციის თემას დავუბრუნდე. ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებიან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, დრო ვერ გამონახეს. არადა, რასაც ვაკეთებთ, ამას ხომ ქართული ფეხბურთისთვის ვაკეთებთ?..

- შეატყობინეთ ფეხბურთის ფედერაციას ამ პრეზენტაციის შესახებ?

- რა თქმა უნდა?!.

- ახლოვდება ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. როგორია თქვენი პოზიცია? თუ გყავთ კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერთ?

- დღევანდელი ვითარებით, "ზესტაფონს" შეჩერებული აქვს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი და ის ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ვიცი ერთი - ეს გუნდი უნდა წავიდეს. მათ უკვე მოსპეს ყველაფერი, რისი მოსპობაც შესაძლებელი იყო. ქართული ფეხბურთი უმძიმეს დღეშია. მას სჭირდება ახალი ხალხი, ახალი სისხლი...

- დღეს ბევრი სვამს ასეთ კითხვას - არსებობს თუ არა საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი"?

- კლუბი აგრძელებს არსებობას. ამის დასტურია ეს პრეზენტაციაც. ჩვენ ვცდილობთ, ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთოთ.

- ვიცით, რომ ზესტაფონის საკრებულოსთან კვლავ გრძელდება მუშაობა. ბოლოს და ბოლოს, მიიღებს კლუბი შეპირებულ თანხას?

- ეს უკვე ზესტაფონის საკრებულოს გადასაწყვეტია. როცა ამ საკითხს იხილავდნენ, ეს იყო ტესტი. მგონი, 13 ხმა იყო დაფინანსების სასარგებლოდ. ესეც არ არის ცოტა...

- რა შეიძლება ითქვას გუნდის მომავალთან დაკავშირებით?

- ჩვენ საქართველოში მოვიგეთ ყველა ტიტული, ვითამაშეთ ევროთასებზე, ყველაფერი გამოვცადეთ და ვნახეთ... ასეთ ვითარებაში, თუ არ შეიცვალა მიდგომა, არაფერი გამოვა. მთლიანად ქართულ ფეხბურთში არსებული სიტუაციაა გამოსასწორებელი, ცალკე აღებული "ზესტაფონი" ვერაფერს შეცვლის.

- დავუშვათ, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოგიწიათ ასპარეზობამ. მზად ხართ საამისოდ?

- რა პრობლემაა?! რა, პირველი ლიგა ჩვენი არ არის?! ბევრი გუნდი ყოფილა პირველ ლიგაში და დაბრუნებულან ისევ უმაღლესში, მათ შორის - გრანდები. მთავარია, საქმისადმი მიდგომა შეიცვალოს.

პირველ ლიგაში თუ ვითამაშებთ, გვეყოლება მეტი ახალგაზრდა, მეტი ადგილობრივი ფეხბურთელი... ბოლოს და ბოლოს, პირველი ლიგის გუნდი ჩამოვა და ითამაშებს ნორმალურ მინდორზე.

არა, ამაში მე ვერ ვხედავ პრობლემას, ოღონდ, უნდა შეიცვალოს მიდგომა. მე ვიცი, რომ პირველი ლიგიდანაც შეიძლება ევროთასებზე გასვლა და ეს გზა არის საქართველოს თასის მოგება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Lasha
ბაზას როდის ხსნის?
qutaiseli
ერთი ეს ვერ გავიგე რა თუ ცუდი ადამიანია და არ მოგწონს მიდი და უკეთესად შენ გააკეთე შე დალოცვილო ეხლა არ დამიწყოს აქ ვინმემ ფული არ მაქ თორე ამას ვიზამდიდა იმას ავაყვავებდიო ხოდა ეგეთებს ვეტყვი რო თუ ფულიარ გაქ და არც არაფრის გამკეთებელი ხარ ამას მაინც ნუ გააქცევ შენი ცუდი ენით.დაანებე რა თავი.
mixo
ჯერ ვალები გაისტუმრე მწვრთნელების და ფეხბურთელების ...... და მერე იბურტყუნე!!!!!!!!
irakli
ფაქტი ერთია, მოვიდა და გუნდი 2-ჯერ ჩემპიონი გახადა, ევროპაზეც ბევრისგან განსხვავებით კარგად წარმოჩინდა, პროვინციული ქალაქის გუნდი ლამის ქვეყნის საკლუბო ფლაგმანად (როგორც ჩვენი ჯურნალისტები იტყვიან) აქცია და ფეხბურთის მოყვარულს მეტი რა უნდა?... რატო იქექება იმის ჯიბეში ეს ფული როგორ მოხვდა. ეგრე ვისაც ფული აქვს, ჩრდილი და ტალახი ყველას აცხია, ფული ისეთი ბინძურია სუფთად არ დაგტოვებს. მთავარი საქმე გაკეთდეს და შედეგი იყოს დასანახად ადვილი
555
პაატოვიჩს, დაწერე აბა რა იცი.
paaatovich
ეეეჰ ეს კაცი სინამდვილეში ნეტავი იცოდეთ ვინაა და საერთოდ აუკრძალავდით ფეხბურთში მოღვაწეობას
gio
აბა, მართალია თქვენი თქვენი წვალებით შექმნილი "ზესტაფონი" როგორ დაშალა. "ზესტაფონი" კი არ დაშალა მაგან შექმნა და უმადურმა ზესტაფონელებმა დაშალეს.
gio
რა გინდათ დაქლიავებულო თანაქალაქელებო? ვითომ ზესტაფონზე რომ შეგტკივათ გული? ეს თბილისელი კაცი თავისი ფულით აშენებს ბაზას ზესტაფონში, ზესტაფონელი ბავშვებისათვის და ეხლა თქვენ დრო განუსაზღვრეთ სად რამდენი ფული უნდა დახარჯოს და რა დროში დაამთავროს. აგრე გული თუ შეგტკივათ რამდენი ლარით დახმარებიხართ უანგაროდ გუნდს? მთელმა ზესტაფონმა თავის სიამოვნებისთვის 200 000 ლარის გამეტება რომ ვერ შეძლო იმ ქალაქს გუნდი უნდა ყავდეს? მიშა რომ "ფეროს" ახევდა მაშინ ხომ მოვარდით ზესტაფონელი კოლორიტები "მიშა" " მიშას" ძახილით და მუშებს აშინებდით მხარს ნუ უჭერთ ქარხნის ხელმძღვანელობას, ესენი უნდა გავყაროთო. გაყარეთ და ხომ მოგცათ ებრაელებმა რასაც იმსახურებდით? ეხლა თქვენ გულში ჩაიხედეთ და თქვით რამდენი ლარით დახმარებიხართ კლუბს უანგაროდ? სულ სხვის ფულს რომ ითვლით და სხვამ გინდათ ყველაფერი უფასოდ გაგიკეთოთ, მაგას ჯობია სიკეთის კეთება ისწავლოთ და რითაც შეგიძლიათ იმით დაეხმაროთ სხვას.
დათო
სწორედ ამაშია ქართული ფეხბურთის ხსნა და მომავალი. კარგი პირობები ბავშვებისთვის. თანაც უფასოდ. იმ ბავშვებსაც ცალკე ავარჯიშებენ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სხვა რამე საერთოდ რომ არ კეთდებოდეს, მარტო ესაა დასაფასებელი. ვინც ამ საქმეზე უარყოფითს წერს, უბრალოდ არაკაცია.
11
არ შეიძლება ბოღმის და შურის გამო ასე საუბარი. კაცი აკეთებს, ხომ არ ანგრევს? ზესტაფონშიც აკეთებს და თბილისშიც და ეს კლუბისთვისაც კარგია და ქართული ფეხბურთისთვის პირველ რიგში. ბევრი კარგი ბაზა გვაქვს და აღარ გვჭირდება თუ რა ხდება? ასე კრეტინულად არ უნდა წეროთ ბორმის გამო.
11
ან .... ხართ, ან ბოღმა გა...ბთ. ზესტაფონშიც აკეთებს და თბილისშიც, რაც მეტი, მით უკეთესი არ არის არამარტო კლუბისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის? თბილისელი ბავშვი თუ ივარჯიშებს რაა ამაში ცუდი? თუ განებივრებული ვართ ბაზებით?
gio
ზესტაფონში არ დაუმთავრებია ბაზის შენება და თბილისში ზესტაფონს რად უნდა ბაზა და აკადემია ვერ გავიგე ეს კაცი რას ხლართავს ან რა უნდა საერთოდ?
niko zestafoni
kargit ra xalxo sadamdes es nagavi arveladzeebi vigac idioti sichinava. Da amat nairebi iqnebian arasdros iqneba fegburti. Ra nagavi mtavrobacaa isea awyobilic saqme am gaubedurebul saqartveloshi, bolo atiwelia zestafonis donis gundi ar yolia saqartvelos chempionats dges gaagdes magram rasizav roca satana martvelobs ras gaxdebi sul usamartloba iqneba hyavdet cxinvali dinamo zugdidi da ase shemdeg sadac mrwvtnelis garda aravin baleshikobs gunds is ubeduri mrwvtnelic mxolod imisgamo baleshikobs rom fuls igebs. Ai eset nagav da usamartlo qveyanashi vcxovrobt sadac shevarnadzis droc sanatreli gaxdeba yvelaferi tavze gvengreva saxeshi gvafurtxeben da chven debilebivit vdgevart sul gamoshterda xalxi chkua araqvt ertoba araqvt da usamartlobaze xmas ar igeben magram amis shedegs naxavs yvela male hgoniat rom taviant shvilebs qveyanas usheneben arada sinamdvileshi ungreven da amisgamo mova droda faisjebian.
zesta
"ზესტაფონი"დაშალა და კიდევ ბევრს ლაპარაკობს.ვერ გამიგია,თბილისში ბავშვებისთვის საფეხბურთო აკადემიის ბაზის მშენებლობით ზესტაფონელ ბავშვებს რა,თბილისსი ივლიან სავარჯიშოდ? ესკაცი მოაშორეთ ფეხბურთს,... ვიღაც.მოპარული ფულებით ჯერ გააკეთებს კარგ გუნდს და მერე მისი დაშლით გულშემატკივარს გულნატკენს ტოვებს.
tamazi tsomaia
სიჭინავა და არველაძე ძალინ დატვირთული ხალხია სად სცალიათ "რაღაც" ბაზის პრეზენტაციისთვის?როდის გადააშენებენ მაგ ....ებს?!
dudu
დავალიანებას როდის მიცემ ბიჩებს
Beqa
საოცარი ადამიაანია ეს კაცი. ვინც ამას ვერ ხვდება ქართული ფეხბურთის მტერია. ფედერაციის ჩათვლით.
The LionMan
კოკაია ლაპარაკზე გეტყობა, რომ ცოტა მოლბი.. რაც შენ ხალხს ტყუილი აყარე გეყო ალბათ ნამუსი.. იფიქრე ახლა თასისი მოგებაზე პირველი ლიგიდან შენივე შეცდომის და ახირებულობის გამო!!
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე