ფიფას პრეზიდენტის აქამდე გაუხმაურებელი აფიორა
ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გაარკვია, რომ ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი მეტად ორიგინალური ხერხით იბრძოდა 2011 წლის არჩევნებზე აზიური ფედერაციებისგან ხმების მოსაპოვებლად.

მორიგი არჩევნებისთვის მზადებისას, ზეპ ბლატერი მონღოლეთს დაჰპირდა, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოს 2050 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მიიღებდა. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ კონკრეტულად ამ მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის არჩევის დროს ბლატერი 105 წლის იქნებოდა.

ამგვარი განცხადება ბლატერმა მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტთან, ცახია ელბეგდორტთან შეხვედრაზე გააკეთა, რის შემდეგაც მხარეებმა გაააფორმეს სიმბოლური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა წინასწარ შეთანხმებას ქვეყანაში არა მხოლოდ მსოფლიოს 2050 წლის ჩემპიონატის, არამედ 2035 წლის აზიის თასის ჩატარებას.

ამგვარი გიჟური ნაბიჯის გადადგმა შვეიცარიელ ჩინოვნიკს აიძულა მონღოლეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ - ფიფას პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი ხმა მიეცა არა ბლატერისთვის, არამედ მისი მთავარი კონკურენტისთვის, მოჰამედ ბინ ჰამამისთვის. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბინ ჰამამმა ბანალურად მოისყიდა მაღალიჩინოსანი მონღოლი საფეხბურთო ფუნქციონერები.

როგორც წყარო იუწყება, მსოფლიოს 2050 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მისაღებად, მონღოლურ მხარეს ორჯერ უნდა შეეტანა განაცხადი ფიფაში - 2042 და 2046 წლების ტურნირებზე. შესაბამის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბლატერის მემკვიდრეებს "შეეცოდებოდათ" ეს ქვეყანა და მას 2050 წლის მუნდიალს მისცემდნენ. ასეთი იყო ბლატერის ჩანაფიქრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?
ფეხბურთის ყველაზე საძულველი ადამიანები დაასახელეს
ზეპ ბლატერი: ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა
ზეპ ბლატერი: ფიფა სუფთაა და ამას ისტორია დაამტკიცებს
ფიფა ახალი სკანდალის წინაშე: ვინ მოყვება ამჯერად ბადეში?
ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა