"დიდი ცირკი" ფეხბურთს სჯობნის
პოპულარული ჟურნალის "ფორბსის"ექსპერტთა კვლევის თანახმად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე შემოსავლიანი სახეობაა - ფორმულა 1. როგორც ირკვევა, ბოლო 15 წლის განმავლობაში "დიდი ცირკის"რბოლებმა უფრო მეტი თანხა მოიტანა, ვიდრე ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატმა.

1998 წლიდან მოყოლებული, როცა ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატებმა ჯამში 14.5 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მოიტანა.

ანალოგიურ პერიოდში ფორმულა 1-ში ფინანსურმა წარმატებამ 16.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ეს მონაცემი არ შეიცავს 2014 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაობა თანხებში კიდევ უფრო დიდია.

კომპანიამ Delta Topco-მ, რომელიც ჯერსის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და ფაქტობრივად ფლობს ფორმულა 1-ზე უფლებებს, მხოლოდ 2013 წელს 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება ნახა. შედარებისთვის, 1999 წელს ანალოგიურმა მაჩვენებელმა მხოლოდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა.

ფორმულა 1-ის საერთო ღირებულება ბოლო ოთხ წელიწადში 15-ჯერ გაიზარდა, იმ დროს, როცა ფიფასთვის ზრდის ფაქტორმა მხოლოდ სამი ერთეული შეადგინა.

გარდა ამისა, "დიდი ცირკი" ინარჩუნებს ლიდერობას მაყურებლის საერთო რაოდენობით. შარშანდელ სეზონში აუდიტორიამ 425 მილიონი ადამიანი შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე