სპორტსმენები ერთსულოვნები არიან
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეები გამოვიდნენ ინიციატივით - ამოიღონ მარიხუანა აკრძალული პრეპარატების სიიდან. ამის შესახებ იტყობინება TMZ.

გამოცემამ გამოჰკითხა ათი კალათბურთელი. აბსოლუტურად ყველა რესპონდენტი მარიხუანას ლეგალიზაციას ემხრობა. სპორტსმენები გამოკითხვაში მონაწილეობას ანონიმურ პირობებში დათანხმდნენ.

"NBA-მ არ უნდა გაუწიოს რეკლამა მარიხუანას, მაგრამ რატომ არ უნდა გამოიყენოს პრეპარატი მოთამაშემ მაშინ, როცა ექიმის დანიშნულება აქვს?" - განაცხადა ერთ-ერთმა კალათბურთელმა.

ეს საკითხი შეიძლება განიხილონ კლუბებსა და ლიგას შორის ახალი კოლექტიური ხელშეკრულების მოლაპარაკებისას, რომელიც 2017 წელს გაიმართება.

NBA-ში ანტინარკოტიკული პროგრამის დარღვევისთვის მოთამაშეებს ჯარიმები და დისკვალიფიკაცია ეკუთვნით. მაგალითად, ამა წლის იანვარში "მილუოკი ბაქსის" ცენტრმა ლარი სანდერსმა ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო მას შემდეგ, რაც მის სისხლში მარიხუანას კვალი აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე