ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინტერი დაფრინავს! [+VIDEO]

ინტერი დაფრინავს! [+VIDEO]

სერია A. XX ტური: ხავიერ ძანეტი სერია A-ში „ინტერის“ მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ჯუზეპე ბერგომის გაუთანაბრდა

ტური შაბათს გამართული მეტად საინტერესო მატჩით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ „ნაპოლი“ და „ფიორენტინა“ წარსდგნენ. ნეაპოლელებს წინა თამაში „იუვენტუსთან“ ჰქონდათ დიდი ანგარიშით მოგებული და ბუნებრივია, ფლორენციელებთანაც მხოლოდ სამი ქულის აღებას გეგმავდნენ.

ამის იმედით გაივსო „სან პაოლოს“ 60 000-იანი სტადიონი გულშემატკივრებით, მაგრამ „ფიორენტინას“ გატეხვა ასე იოლი არ აღმოჩნდა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი აშკარად პროგრესირებს და ეს ნეაპოლელებთან პაექრობაშიც გამოჩნდა. „ვიოლა“ ტოლსწორად ეთამაშა მეტოქეს და ბევრში არაფერში ჩამოუვარდა. მართალია, მეტი ხიფათი სტუმართა კართან შეიქმნა, მაგრამ მთლიანობაში, მაინც თანაბარი თამაში იყო. რა გასაკვირია, რომ ნამატჩევს სტუმრები უფრო კმაყოფილნი გახლდნენ, მიხაილოვიჩმა კრიზისი დასრულებულად გამოაცხადა და დასძინა, ამას იქით, ჩვენი დამარცხება ურთულესი საქმე იქნებაო. ტრაგედია არც ნეაპოლელებს შეუქმნიათ, თუმცა გულდაწყვეტილნი კი ნამდვილად ჩანდნენ.

შაბათს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, „ჯუზეპე მეაცაზე“ „ინტერი“ ქულებდაკლებულ „ბოლონიას“ დაუხვდა. ლეონარდოს ხელმძღვანელობით მილანელებმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შედის. „ნერაძურიმ“ ნახევარ საათში ორი გოლი მიართვა მეტოქეს და ამით, პრაქტიკულად დაასრულა შეხვედრა. პირველ ტაიმში მასპინძლებს თავი აღარ მოუკლავთ, მეორე ნახევარში კი მალევე გაიტანეს მესამე და ის მიზერული ინტრიგაც მოკლეს, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო. მეოთხე გოლს სტუმრებმა ერთი შედეგიანი დარტყმით უპასუხეს და საბოლოოდ, 4:1 „ინტერის“ სასარგებლოდ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბრწყინვალედ გაისარჯა „ინტერის“ თავდამსხმელთა ტანდემი - დიეგო მილიტომ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა, სამუელ ეტოომ კი საგოლე გადაცემას ორი შედეგიანი დარტყმა მიაყოლა. განსაკუთრებულად ეფექტური სწორედ კამერუნელის გოლები გამოვიდა - ერთი მილიტოს მიერ ქუსლით გაკეთებულ გადაცემას მოჰყვა, მეორე კი საჯარიმო დარტყმით შეაგდო. აქვე ვთქვათ იმის შესახებ, რომ ხავიერ ძანეტი სერია A-ში „ინტერის“ მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ჯუზეპე ბერგომის გაუთანაბრდა და მომდევნო შეხვედრაში, გაასწრებს კიდეც. ეს ფაქტი „ჯუზეპე მეაცაზე“ დიდი ზარზეიმით აღნიშნეს და შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მოედნიდან გაყვანილ არგენტინელს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა. მატჩის შემდეგ, ძანეტიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ხვდები რომ ამდენ ადამიანს უყვარხარ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, გულშემატკივრები მაშინაც გვედგნენ მხარში, როდესაც "ინტერს" საუკეთესო დროება არ ედგა. მადლობა თანაგუნდელებს, რომლებმაც ეს მართლაც განსაკუთრებული დღე ულამაზესი გამარჯვებით მომილოცეს. კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ და ბედნიერი ვარ, რომ "ინტერის" მაისურით კიდევ არაერთ შეხვედრას გავმართავ“.

კვირას გამართულ შეხვედრებში ლიდერის მდევრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. „ლაციომ“ „სამპდორია“ დაამარცხა, „იუვენტუსმა“ „ბარი“, ხოლო „რომამ“ „ჩეზენა“. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „იუვეს“ კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, რომელმაც, როგორც ჩანს, უკვე დაიბრუნა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში - მისმა „იუვემ“ კი ბევრი იწვალა ჩემპიონატის აიუტსაიდერთან და ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. „ოლიმპიკოზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა ისე იზეიმეს აუტსაიდერის დამარცხება, იფიქრებდით, „იუვემ“ სკუდეტო მოიგოო. განსაკუთრებით ემოციურად ალესანდრო დელ პოეროს გოლი აღნიშნეს, კაპიტანი ტიფოზებში შევარდა და მათ გარემოცვაში იზეიმა ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა. გადამწყვეტი გოლი კი ალბერტო აკვილანიმ გაიტანა - საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს დაჰკრა მძლავრად და სტუმართა კიპერი უშანსოდ დატოვა.

რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედრა „ლაციოს“ უპირატესობით წარიმართა, რაც მასპინძლებს შეხვედრის მიწურულს დაუფასდათ. კიდევ ერთხელ გაიტანა გადამწყვეტი გოლი ჩეხმა ფორვაქრდმა კოზაკმა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. 84-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ფორვარდმა თავი დაუხვედრა ბურთს და „სამპდორია“ უქულოდ დატოვა.

დაახლოებით ანალოგიური სცენარი გათამაშდა მეორე რომაული გუნდის პაქექრობაში - „ჯალოროსიმ“ სულაც 89-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო, რასაც დიდწილად იღბალს უნდა უმადლოდეს. შეხვედრის ანტიგმირი „ჩეზენას“ მცველი პელეგრინო გახლავთ, რომელმაც რომაელთა მასირებული იერიში „შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა“. აქვე ვთქვათ, რომ კლაუდიო რანიერიმ ფრანჩესკო ტოტი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სრულადაც ათამაშა. როგორც ჩანს, მწვრთნელი კომპრომისზე წავიდა და ვითარება არ გაამწვავა - სავარაუდოდ, მწვრთნელსა და კაპიტანს შორის ურთიერთობა დათბება, რაშიც ორივე მათგანი და მთლიანად „რომა“ ერთ ადამიანს, პელეგრინოს უნდა უმადლოდეს.

კვლავ წაიფორხილა ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა და თუ ასე გააგრძელა, მალე პირეველი პოზიციის დათმობა მოუწევს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თუ „ინტერმა“ ორივე გადადებული თამაში მოიგო, თანააქალაქელთან ჩამორჩენას სამ ქულამდე დაიყვანს - ეს კი ერთი თამაშის ამბავია. „ინტერი“ კი იმად ვახსენეთ, რომ პოტენციურად ახლა სწორედ ეს გუნდია ლიდერის უპირველესი მდევარი.

დიახ, „მილანის“ მთავარ კონკურენტად მაინც მისი თანაქალაქელი მიიჩნევა და ეს ასე იყო მაშინაც კი, როდესაც „ნერაძურის“ კრიზისი ჰქონდა. რაც შეეხება „სტადიო კომუნალე ვია დელ მარეზე“ გამართულ შეხვედრას, სტუმართა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ვერც იმას დავიჩემებთ, რომ თამაში თავიდან ბოლომდე მასპინძელთა ნახევარზე მიმდინარეობდა. გატანილი გოლების გარდა, მომენტები ორივე კართან შეიქმნა და შესაბამისად, მოგება ორივე გუნდს შეეძლო. საბოლოო ჯამში კი ლოგიკური ფრე მივიღეთ, სტუმართა შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩა, მასპინძელთა რიგებიდან კი ოლივერა.

მომდევნო ტური:

22 იანვარი. პალერმო-ბრეშა, პარმა-კატანია, რომა-კალიარი. 23 იანვარი.Lუდინეზე-ინტერი, ბარი-ნაპოლი, ბოლონია-ლაციო, კიევო-ჯენოა, ფიორენტინა-ლეჩე, სამპდორია-იუვენტუსი, მილანი-ჩეზენა.

ნაპოლი-ფიორენტინა 0:0

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, გრავა (26. არონიკა) - მაჯო, გარგანო, პაციენცა (86. დუმიტრუ), დოსენა - სოსა (55. იებდა), ლავეცი - კავანი.

ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, კროლდრუპი, პასკუალი - მონტოლივო (68. მარკიონი), დაგოსტინო, დონადელი - სანტანა, ლიაჯიჩი (84. ბოლატი), ჯილარდინო (78. ბაბაქარი).

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 11-8; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 6(3)-7(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 60 000

ინტერი-ბოლონია 4:1 [VIDEO]

ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, კორდობა, ლუსიო, კივუ - ძანეტი (87. სანოტონი), კამბიასო, მოტა (68. მარიგა) - სტანკოვიჩი - ეტოო (75. პანდევი), მილიტო.

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - პორტანოვა, ბრიტოსი, გარიჩი, რუბინი - პერესი, მუდინგაი (50. ხიმენესი), დელა როკა - ეკდალი (71. კაზარინი), დი ვაიო, რამირესი (80. ბუშე).

გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (20), 2:0 მილიტო (30), 3:0 ეტოო (63), 4:0 ეტოო (72), 4:1 ხიმენესი (77)

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10(6)-13(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 60 000

კალიარი-პალერმო 3:1

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - ნენე - აკვაფრესკა (76. რაგაცუ), მატრი (89. ლანერი).

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, მუნოზი, ანდელკოვიჩი, ბალცარეტი - მილიაჩო, ბასინოვიჩი (57. ლივერანი), ნოჩერინო - პასტორე, ილიჩიჩი (75. ჟოაო პედრო) - მაკარონე.

გოლები: 1:0 მატრი (23), 2:0 ნოჩერინო (47-საკ. კარში), 2:1 პასტორე (50), 3:1 ბიონდინი (54)

გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 14(6)-7(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 14 000

ბრეშა-პარმა 2:0

ბრეშა (4-3-3): არკარი - ბერარდი, ბეგა, ძობოლი (72. მარეკო), ვიდალი - ფილიპინი, კორდოვა, კონე - დიამანტი, ედერი (31. ლანცაფამე), კარაჩოლო (65. პოსანცინი).

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პოლი, პაჩი, გობი - მორონე, ვალიანი (78. ანჯელო), კანდრევა - პალადინო (93. ბოჟინოვი), კრესპო (36. პალეტა), ჯოვინკო.

გოლები: 1:0 ბეგა (45), 2:0 დიამანტი (87)

გაძევება: პაჩი (28)

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(6)-4(0); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 9 000

კატანია-კიევო 1:1

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - სპოლი, სილვესტრი, ბელუში (80. ავგუსტინი), კაპუანო - გომესი, კარბონი, ლედესმა - პეშე (69. მარტინიო) - მაქსი ლოპესი, ლიამა (66. მასკარა).

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, მანდელი, ცეზარი, მანტოვანი - ფერნანდესი, რიგონი (61. გუანა), ბოლიაჩინო (77. მარკოლინი) - კონსტანტი - პელისიერი, თერეუ (84. გრანოჩე).

გოლები: 1:0 მაქსი ლოპესი (29-პენ), 1:1 პელისიერი (65)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 9(4)-7(3); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 15 000

ჩეზენა-რომა 0:1

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - დელაფიორე, პელეგრინო, ფონ ბერგენი, ლაურო - პაროლო, კოლუჩი, კაზერტა (71. სამარკო) - ჯაკერინი (90. მალონგა), ბუდანი (82. ბოგდანი), ხიმენესი.

რომა (4-3-1-2): დონი - კასეტი (69. როზი), ჟუანი, ნ. ბურდისო, რიისე - დე როსი, სიმპილისიო, პეროტა - მენეზი (81. ბორიელო) - ტოტი, ვუჩინიჩი (81. ადრიანო).

გოლი: 0:1 პელეგრინო (89-საკ. კარში)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7(2)-12(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 15 000

ჯენოა-უდინეზე 2:4 [VIDEO]

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - რაფინია (84. ბოაკე), კიკო, კალაძე, კრიშიტო - კუჩკა, მილანეტო, როსი (81. მესტო) - იანკოვიჩი - სკული, დესტრო (63. პალასიო).

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - კოდა, ზაპატა, კოდა - ისლა, ინლერი (73. აბდი), ასამოა, პინცი - არმერო (90. პასკუალე) - დი ნატალე (81. დენისი), სანჩესი.

გოლები: 0:1 არმერო (27), 1:1 მილანეტო (45), 1:2 დი ნატალე (56), 2:2 დესტრო (57), 2:3 სანჩესი (69), 2:4 დენისი (90)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14(6)-8(5); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 25 000

იუვენტუსი-ბარი 2:1 [VIDEO]

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - სორენსენი (65. მოტა), ბონუჩი, კიელინი, ტრაორე (78. გრიგერა) - კრასიჩი, სისოკო, აკვილანი, პეპე - დელ პიერო, ჯანეტი (58. მარტინესი).

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, ბელმონტე, გლიკი, როსი - ალვარესი, გაცი, დონატი, რომერო - რუდოლფი (76. კასტილო), კუტუზოვი (50. ოკაკა ჩუკა).

გოლები: 1:0 დელ პიერო (43), 1:1 რუდოლფი (57), 2:1 აკვილანი (79)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11(3)-5(3); ბურთის ფლობა: 52%-42%.

მაყურებელი: 18 000

ლაციო-სამპდორია 1:0

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, დიასი, დიაკიტე, სკალონი - ლედესმა, ბროკი (78. გონსალესი) - მაური, ერნანესი (90. ფოჯა), სარატე - ფლოკარი (78. კოზაკი).

სამპდორია (4-4-2): კურჩი - დესენა, ვოლტა, ლუკინი, ციგლერი - კომანი, პალომბო, ტისონე (68. პოლი), გუბერტი (76. მანინი) - პაცინი, პოცი (72. მაკედა).

გოლი: 1:0 კოზაკი (84)

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(3)-10(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 32 000

ლეჩე-მილანი 1:1 [VIDEO]

ლეჩე (4-3-1-2): როზატი - ტომოვიჩი, გუსტავო, ფაბიანო, მესბაჰი - ვივესი (81. პიატი), მუნარი, ოლივერა - გროსმიულერი (57. ჯაკომაცი) - ჯედა (68. კორვია), დი მიკელე.

მილანი (4-3-1-2): ამელია - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ბონერა - გატუზო, ამბროზინი, ფლამინი (90. იეპესი) - ზეედორფი - პატო (72. კასანო), იბრაჰიმოვიჩი.

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (49), 1:1 ოლივერა (82)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 4(2)-9(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 19 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 20 12 5 3 35-18 41

2. ნაპოლი 20 11 4 5 30-20 37

3. ლაციო 20 11 4 5 26-18 37

4. რომა 20 10 5 5 28-24 35

5. იუვენტუსი 20 9 7 4 35-25 34

6. ინტერი 18 9 5 4 29-17 32

7. პალერმო 20 9 4 7 33-25 31

8. უდინეზე 20 9 3 8 31-27 30

9. კალიარი 20 7 5 8 24-19 26

10. სამპდორია 19 6 8 5 20-18 26

11. ფიორენტინა 19 6 6 7 20-20 24

12. კიევო 20 5 8 7 20-22 23

13. ჯენოა 19 6 5 8 15-19 23

14. პარმა 20 5 7 8 19-25 22

15. კატანია 20 5 7 8 18-25 22

16. ბოლონია 20 6 7 7 20-28 22

17. ჩეზენა 19 5 4 10 13-22 19

18. ლეჩე 20 5 4 11 19-37 19

19. ბრეშა 20 5 3 12 17-26 18

20. ბარი 20 4 5 11 13-30 14

ბოლონიას დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 13 - დი ნატალე, კავანი (ნაპოლი); 11 - დი ვაიო (ბოლონია), ეტოო (ინტერი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

სერია B. XXII ტური

სიენა-პესკარა 2:1

გოლები: 1:0 ბოლცონი (6), 1:1 ოლივი (39), 2:1 ბრიენცა (78).

ალბინოლეფე-ტრიესტინა 1:1

გოლები: 1:0 კოკო (22), 1:1 როკა (33).

ასკოლი-გროსეტო 1:2

გოლები: 0:1 მორა (8), 1:1 მარინო (45), 1:2 ვაიგო (84).

ჩიტადელა-პორტოგრუარო 1:1

გოლები: 1:0 ნასი (20), 1:1 ალტნერი (47).

ემპოლი-ფროზინონე 2:1

გოლები: 0:1 კარიელო (13), 1:1 კორალი (34), 2:1 კორალი (41-პენ.).

ნოვარა-პადოვა 1:1

გოლები: 0:1 შაარავი (39), 1:1 პორკარი (77).

პიაჩენცა-მოდენა 0:2

გოლები: 0:1 ჯილოლი (33), 0:2 კანი (68).

სასუოლო-ლივორნო 1:0

გოლი: 1:0 ტროიანო (84).

ვარეზე-ტორინო 3:0

გოლები: 1:0 ფრარა (45), 2:0 სანტოსი (48), 3:0 კონკასი (80).

ვიჩენცა-ატალანტა 1:1

გოლები: 0:1 ტირიბოკი (73), 1:1 სკიავი (74).

კროტონე-რეჯინა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 22 12 7 3 41-18 43

2. სიენა 22 12 7 3 37-21 43

3. ატალანტა 22 13 4 5 30-18 43

4. ვარეზე 22 10 8 4 27-15 38

5. ლივორნო 21 9 7 5 30-21 34

6. ტორინო 22 9 6 7 26-27 33

7. რეჯინა 21 9 5 7 26-23 32

8. პესკარა 22 8 7 7 26-25 31

9. ვიჩენცა 22 9 4 9 26-28 31

10. პადოვა 21 7 8 6 32-25 29

11. ემპოლი 22 6 11 5 25-21 29

12. კროტონე 21 6 9 6 22-24 27

13. მოდენა 22 6 9 7 24-30 27

14. გროსეტო 22 6 7 9 24-29 25

15. სასუოლო 22 6 6 10 24-27 24

16. ჩიტადელა 22 6 6 10 25-29 24

17. ალბინოლეფე 22 6 6 10 28-37 24

18. პიაჩენცა 22 4 9 9 26-34 21

19. ტრიესტინა 22 4 9 9 17-28 21

20. ასკოლი 22 6 7 9 22-29 20

21. ფროზინონე 22 4 7 11 22-35 19

22. პორტოგრუარო 22 4 7 11 20-36 19

ასკოლის დაკლებული აქვს 5 ქულა

ბომბარდირები: 15 - სუჩი (პადოვა); 12 - კორალი (ემპოლი); 11 - ბერტანი (ნოვარა), კაჩა (პიაჩენცა); გონსალესი (ნოვარა); 10 - ბონაცოლი (რეჯინა), აბრუსკატო (ვიჩენცა);

ლეგა პრო 1 A

ალესანდრია-ლუმეცანე 1:1, ბასანო-პაგანეზე 1:0, პერგოკრემა-კომო 1:0, რავენა-გუბიო 2:1, რეჯანა-სორენტო 3:1, სალერნიტანა-სუდტიროლი 2:1, სპალ-კრემონეზე 1:1, სპეცია-პავია 2:2, ვერონა-მონცა 2:0.

ლეგა პრო 1 B

ატლეტიკო-პიზა 3:1, ანდრია-სირაკუზა 1:0, კოზენცა-კავეზე 0:0, ფოჯა-ლანჩანო 5:2, ჯელა-ტარანტო 0:0, იუვე სტაბია-ბარლეტა 1:0, ტერნანა-ლუკეზე 0:1, ვიარეჯო-ფოლინო 1:3, ნოჩერინა-ბენევენტო დღეს.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!