ერიკ კანტონას ამბავი

VIII თავი

პრემიერლიგა მონსტრივით იზრდებოდა და დიდი ფული მოჰქონდა მოთამაშეებისთვის, აგენტებისა და Sky Television-ისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ თანხას დებდა ფეხბურთში.

მე კარიერაში პირველი კომერციული კონტრაქტი გავაფორმე Diadora-სთან და უკვე იმხელა შემოსავალი მქონდა, ვიდრე ამაზე ოცნებას გავბედავდი.

პრემიერლიგის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მისი კომერციული წარმატება: ვიდეო, წიგნები, სპონსორული გარიგებები, ბაზარზე საქონლის პოპულარიზაციისთვის გაცემული ინტერვიუები. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაღაზია სუპერმარკეტად გადაიქცა და იგეგმებოდა ამგვარი მაღაზიების ქსელის შექმნა.

ამ აურზაურის ფონზე, გასახდელი და საწვრთნელი მოედანი გონიერების ოაზისად მოჩანდა. მწვრთნელის მიზანმიმართულობა და წინსვლის უდიდესი სურვილი მუდმივად გვახსენებდა იმას, რომ მთავარი ამოცანა რაც შეიძლება მეტი პრიზის მოგება იყო. ალექს ფერგიუსონი ყოველ დილას პირველი მოდიოდა ვარჯიშებზე და სამუშაოს ბოლომდე რჩებოდა მინდორზე. ის ყველა უმნიშვნელო დეტალს აქცევდა ყურადღებას, აკვირდებოდა თითოეულ მოთამაშეს, ცდილობდა დაენახა მათში მონდომების ზრდა ან კლება, მავნე ჩვევების წარმოშობა. მის მზერას არაფერი გამოეპარებოდა.

იანვრის დასაწყისში მწვრთნელმა "ნიუკასლიდან" 7 მილიონ ფუნტად შეიძინა ენდი კოული. კეიტ გილესპი კი ამ გარიგების ნაწილი გახდა და "ნიუკასლში" აღმოჩნდა. კოული კარგი ბომბარდირი იყო. ბოლო პერიოდში საუკეთესო ბომბარდირებისთვის გადაულახავი პრობლემა გახდა "იუნაიტედში" გოლების გატანა. თუ ენდის ყველაფერი გამოუვიდოდა, მაშინ ახალი სატრანსფერო რეკორდის დამყარება გამართლებული იქნებოდა.

იმის გამო, რომ სატრანსფერო გარიგებების თანხები და მოთამაშეთა ხელფასები ასტრონომიულ ნიშნულამდე ავიდა, კლუბისადმი ერთგულება კიდევ უფრო დაფასდა. პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა სატრანსფერო ჭორები, რომლებიც ჩვენს სამ ფეხბურთელს უკავშირდებოდა. წერდნენ, რომ პოლ ინსი იტალიაში აპირებდა გამგზავრებას. ასევე, მუდმივად ლაპარაკობდნენ ანდრეი კანჩელსკისისა და მარკ ჰიუზის სურვილზე - სხვა კლუბებში გაეგრძელებინათ კარიერა. ანდრეიზე ბევრს საუბრობდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი ჭორი კი ის იყო, თითქოს მის მიმართ ინტერესს რუსული მაფია იჩენდა. ბოლომდე ვერ გავიგე, სინამდვილეში რა ხდებოდა მის თავს.

ერთხელ, დილით სტივ ბრიუსი გასახდელში შემოვიდა 15-ათასიანი საბანკო ქაღალდით. პირველმა გუნდმა მცირე თანხა მიიღო ვიდეორგოლის გადაღებებისთვის და ახლა ეს ფული 18 ფეხბურთელს შორის უნდა გაგვეყო. იმის გარკვევისას - ვის რამდენი ეკუთვნოდა, გადავწყვიტეთ, წილი გვეყარა და მთელი თანხა ერთ ფეხბურთელს მიეღო. მეორე ვარიანტი იყო საკუთარი წილის - დაახლოებით 800 ფუნტის მიღება. ზოგიერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ თანხას ორი კვირის განმავლობაში გამოიმუშავებდა.

მათ აიღეს საკუთარ წილი. მხოლოდ პოლ სქოულზმა და ნიკი ბატმა გადაწყვიტეს ვა-ბანკზე წასვლა და საკუთარი წილის საერთო ჯეკპოტში ჩადება, რომელმაც 12 ათასი ფუნტი შეადგინა. თანხა ერიკ კანტონას ერგო. ბევრს ამის გამო ირონიულად ჩაეცინა. მეორე დილით ერიკი ორი 6-ათასიანი ჩეკით მოვიდა და სქოულზსა და ბატს აჩუქა. ეს იყო საჩუქარი რისკისთვის - ახსნა კანტონამ. ეს საქციელი ძალიან ჰგავდა მას! მან ისევ გაგვაკვირვა მოულოდნელი ნაბიჯით. ფრანგს ესმოდა, რომ ახალგაზრდა ბიჭებს ფული უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე მას. 12 ათასი საკმაოდ დიდი თანხა იყო ასეთი ლამაზი ჟესტისთვის.

მინდორზე ერიკი მართლაც უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებდა. "ოლდ ტრაფორდზე" "ბლექბერნთან" მატჩში, რომელშიც შეიძლება ითქვას, ექვსი ქულა თამაშდებოდა, ერიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა. თუ ჩვენ მოვიგებთ ჩემპიონატს, ის დაამხობს რეკორდს ზედიზედ ოთხი მოგებული ტიტულით - სამი ჩვენთან და ერთი "ლიდსთან" ერთად.

ვხვდებით "კრისტალ პალასს" სტუმრად - ამ შეხვედრაში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. საკუთარ მოედანზე ეს კლუბი 3:0 დავამარცხეთ და იმ მატჩში, ფაქტობრივად, ყველაფერი ერიკის პირველი გოლის შემდეგ გადაწყდა. თავს კარგად ვგრძნობდი: "ეს ერთი რიგითი მატჩია. არანაირი პრობლემა". მაგრამ მეტოქის მონდომებას იქამდე მივყავართ, რომ მათი ორგანიზებულება ამარცხებს ჩვენს კლასს. თუმცა 1:1-ზე ყოველთვის არის იმედი, პირველ რიგში, ერიკ კანტონასი. მას შეუძლია შექმნას შანსი არაფრისგან.

მაგრამ ერიკს მცირე კონფლიქტი მოუვიდა თავის მეურვე რიჩარდ შოუსთან. უბრალო ინციდენტი, არაფერი სერიოზული. მაისურზე დაქაჩვა, წესის დარღვევა და თითო სიტყვა ერთმანეთის მისამართით. ამას არ უნდა მიაქციო ყურადღება, მაგრამ მეტოქე ყოველთვის ამგვარი ხერხით ცდილობს შენს დეზორიენტაციას და ერიკის შემთხვევაში ეს ხშირად ამართლებს.

კანტონამ დაკარგა კონტროლი და შოუს დაარტყა. გულშემატკივრები გაგიჟდნენ. "სელჰერსტ პარკი" პირთამდე იყო სავსე. ზოგიერთი ფრაზა, რომელიც ტრიბუნებიდან ჩვენამდე აღწევს, შოკში გვაგდებს. რასისტული რეპლიკები, ფრაზები ფეხბურთელის პირადი ცხოვრებიდან, სიბინძურე, რის შემდეგაც იწყებ ფიქრს: რატომ დადიან ადამიანები ფეხბურთზე და დასცინიან მიუნხენურ კატასტროფას! რა არის ეს? პასუხი ერთია: ინგლისური ფეხბურთი.

როცა ერიკი გასახდელისკენ გაეშურა, თამაში განახლდა. ათნი დავრჩით. ახლა უკვე ნამდვილი ბრძოლა დაიწყო. უცებ შორს, გვერდით ხაზთან ჩოჩქოლი შევნიშნე. რაღაც მოხდა.

ამ ეპიზოდს უამრავჯერ დაატრიალებენ ტელევიზიები უახლოესი კვირის განმავლობაში. ვიღაც იდიოტმა ერიკის გაბრაზება სცადა მაშინ, როცა კანტონა გვირაბში შედიოდა. ერიკმა მას მაშინვე არ უპასუხა, მაგრამ უცებ შემობრუნდა და გულშემატკივარს თავს დაესხა. ბრიუს ლი იამაყებდა კუნგ ფუს სტილში ერიკის დარტყმით. კარგია, რომ უქაცვებო ბუცებით იყო. ის ყოველთვის ქაცვების გარეშე თამაშობდა.

თამაში დასრულდა - ფრე, 1:1. გასახდელში სიჩუმეა. დირექტორთა ჯგუფი, მათ შორის, კლუბის იურისტი მორის უოტკინსი, ალექს ფერგიუსონთან ერთად თათბირს მართავს. ერიკი ცხვირჩამოშვებული ზის და მუხლებს დასცქერის. პოლიციელები დერეფანში დგანან.

ჩემი პირველი რეაქცია: არაფერი მომხდარა. ერიკი პატიოსნად თამაშობდა! შესაძლოა, მეც ასე მოვქცეულიყავი. სახლში მივედი და ვიდეოჩანაწერი ვნახე. მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. სერიოზულ ინციდენტთან გვქონდა საქმე. რა თქმა უნდა, ერიკმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ არ შეცვლილა. ჩემი გული მასთან იყო. სხვა ბიჭებიც იმავეს გრძნობდნენ. ჩვენ არ ვუწონებდით საქციელს, მაგრამ ერიკი შესანიშნავი ბიჭი იყო და მისთვის ზურგის შექცევას არ ვაპირებდით.

ცხადი იყო, რომ კლუბი სერიოზულ სკანდალში მოექცა. მწვრთნელი გაბრაზებული იყო. მისთვის მომხდარი სერიოზული გამოცდა იყო, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ პრესა ძალიან აქტიურობდა. სამუდამო დისკვალიფიკაცია! ქვეყნიდან გაძევება! პრესა ტკბებობდა შექმნილი სიტუაციით. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი საწვრთნელი მოედანი "კლიფი" ალყაში იყო მოქცეული. კარი დაკეტილი იყო, მაგრამ ჟურნალისტები თოკის კიბეების დახმარებით კედლებზე ძვრებოდნენ და ფოტოებს იღებდნენ.

ერიკი დანებდა, კარგი ადვოკატი დაიქირავა და სასამართლოს მიერ მისჯილი საზოგადოებრივი სამუშაოები ბოლომდე შეასრულა - საინტერესო ვარჯიშებს უტარებდა ადგილობრივ ბავშვებს. კლუბს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია გამოუწერა კანტონას. ცხოვრება კი გრძელდება და ხანდახან იძულებული ხარ, პრობლემები გადაიტანო.

მომდევნო ცხრა მატჩიდან რვაში გამარჯვება მოვიპოვეთ და ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით "ევერტონისგან", რომელთანაც 0:1 წავაგეთ.

კანტონას გარშემო სკანდალი არ ცხრებოდა. ის უნდა წარმდგარიყო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის წინაშე და სასამართლოშიც იყო დაბარებული, როგორც თავდასხმაში ბრალდებული.

ინგლისის თასის ნახევარფინალში მეტოქედ "კრისტალ პალასი" გვერგო. პირველ მატჩში საშუალო დონის თამაში ვაჩვენეთ. "პალასის" ფეხბურთელები გრძელი პასით თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას, როგორც ამას ჯეკი ჩარლტონის გუნდები აკეთებდნენ. ასეთების წინააღმდეგ რთულია თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ტაქტიკა შეხამებულია მკაცრ პრესინგთან მეტოქის მხრიდან. თამაშმა კანტონას ინციდენტის კონტექსტში ჩაიარა - ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ეს ხელს აძლევდა მეტოქეს. დამატებითი დროის შემდეგ მატჩი 2:2 დასრულდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

00000
გააგრძელეთ საინტერესოა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის 5 საუკეთსო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი
"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
დასახელდა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ტრანსფერი
გიგზი: ფერგიუსონს ამ 4 ფეხბურთელისთვის არასდროს დაუყვირია
"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა
ერიკ კანტონამ "მანჩესტერის" თამაში მოხუცებულის სექსს შეადარა
რუნი ბებერ ქალთან ჟი***ობდა, გიგზი ძმის ცოლთან, კანტონამ ფანი ლამის მოკლა - გასკოინმა ფერგიუსონს უპასუხა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"იუნაიტედის" სტილი მისი შესაფერისი არ არის და იქ გადასვლით შეცდომა დაუშვა" - მერსონმა შეშკო გააკრიტიკა
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი