ბოლო დღეებში "იუვეს" არაერთმა ფეხბურთელმა გააკეთა საინტერესო კომენტარი 6 ივნისს დაგეგმილ ფინალურ მატჩთან დაკავშირებით...
სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება დასრულდა და იტალიური სპორტული პრესა სატრანსფერო ცნობებზე გადაერთო.

თუმცა, წინ კიდევ ერთი და უმთავრესი მატჩია, რომელშიც "იუვენტუსი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ასეთი დიდი წარმატება იტალიური გუნდებისგან ბოლოს "ინტერს" ჰქონდა, რომელმაც 2010 წელს ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი ჟოზე მოურინიოსთან ერთად მოიგო.

მას შემდეგ სერია A-ს ბინადრებს ბევრი არაფრისთვის მიუღწევიათ და აი, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გააკეთა ის, რასაც მისგან არავინ ელოდა. ბოლო დღეებში "იუვეს" არაერთმა ფეხბურთელმა გააკეთა საინტერესო კომენტარი 6 ივნისს დაგეგმილ ფინალურ მატჩთან დაკავშირებით...

ჯანლუიჯი ბუფონი: "მადრიდის "რეალთან" ჩვენი შანსები 30%-ით ფასდებოდა, ფინალში კი ბევრი სულაც უშანსოდ გვთვლის. "ბარსელონა" ევროპის საუკეთესო გუნდია და არ მიკვირს, რომ ფავორიტად ითვლება, თუმცა მეტოქეს დიდ ბრძოლას ვპირდებით.

ბერლინური ფინალისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. ჩვენი კოზირი? - ის, რომ ერთი კონკრეტული მატჩისთვის იდეალურად შეგვიძლია მოვემზადოთ და ასევე, ის, რომ ფინალების ბედს, როგორც წესი, გუნდური თამაში წყვეტს და არა ინდივიდუალური გაბრწყინება. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც ასე მოხდა და იმედია, ამჯერადაც ასე იქნება".

პოლ პოგბა: "ეს იქნება სეზონის მატჩი, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით უნდა დამთავრდეს. სულაც არ ვთვლი, რომ "იუვენტუსი" აუტსაიდერია და "ბარსელონას" გაცილებით მეტი შანსი აქვს. ასე ამბობდნენ "რეალთან" მატჩების წინაც, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ. იქნება თუ არა ჩემი ბოლო მატჩი "იუვეს" მაისურით ბერლინში? - ეს არასდროს მითქვამს, რადგან ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ და არსად წასვლა არ მსურს".

არტურო ვიდალი: "ტურინში იმიტომ ჩამოვედი, რომ "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მომეგო და მიზანთან ერთ ნაბიჯში ვარ. გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს ვიყავი "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ბედნიერი ვარ, რომ მაშინ ის გარიგება ჩაიშალა. ვამაყობ, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც ამდენს მიაღწია და მთავარი ჯერ კიდევ წინ გველოდება. რა უნდა დავუპირისპიროთ "ბარსას"? - უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და ყველაფერი კარგად იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
ვისაც იუვეს მოგება გონია ნეტავ იმათ თავებში ჩამახედა
temoo
ფინალში გასვლა არავის აუკრძალია.1996,1997.1998 ფინალში იყო იუვე .რამ დაგბოღმათ ხალხო. იუვე სულ იყო დიდი გუნდი. 10 კაციანი იუვე ბარსას იგებდა ნოუკამპზე. ბარსას მილანთან წაგებული ფინალიც არ დაგავიწყდეთ. მაშინაც ბარსა უპირობო ფავორიტი იყო მაგრამ გააფარჩაკა ფინალში მილანმა
Del Piero 10
ხალხი რა დაბოღმილია იუვემ რეალი რომ ....! იუვე ტრადიციულად ეგრე უშვება რეალს ;) იუვესი ყველას ეშინია ყველას!!! ბარსა 10 კაცით გვყავს დამარცხებული ნოუ კამპზე! ამ ფორმაციის ბარსას და იუვეს შორის არის სხვაობა შემადგენლობაში... მაგრამ ეს ფინალია და არავინ იცის რა მოხდება!
Kaxampower
Yველამ ვისაც ფეხბურთი ესმის კარგად იცის რო რეალი იუვემ კი არა ბლატინმა გამოაგდო მეორედ მოგება ხო აკრძალულია , ჩემი აზრით თუ ჩესნი თამაში წავა შანსები 90-10ზეა ბარსა იგებს
g.v.g.
ფორით მოუგებს ბარსა. სულაც არა ვარ ბარსას გულშემატკივარი, მაგრამ რეალობას ვუსწორებ თვალს.
Del Piero 10
იუვეეეეეეეეეეეეეეეეე!!!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან