კაცი, რომელიც შინ დაბრუნდა და იქ მისთვის ყველაფერი ნაცნობია
3 ივნისს დაუფარავი გაცხადდა - რაფაელ ბენიტესი 2018 წლის ზაფხულამდე მადრიდის "რეალის" თავკაცია. კარლო ანჩელოტის შემცვლელი ფლორენტინო პერესმა მედიას წარუდგინა, მან კი ემოციებს გზა მისცა და ატირდა. დიახ, ზოგჯერ დებიუტშივე ტირიან.

რას ნიშნავს ჩემთვის "რეალის" მწვრთნელობა

ჩემთვის ძალიან ემოციური და გამორჩეული დღეა. სახლში დაბრუნება ჩემი ყველაზე სასურველი მიზანი იყო და ეს მიზანი მიღწეულია. თუმცა ამისთვის ძალიან დიდხანს ვიშრომე და ბევრგან ვიმუშავე. ძალიან სასიამოვნოა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელთაც დიდი ხანია, იცნობ. დღეს ძალიან სასიხარულო დღეა.

ურთულესი საქმე მელის, უდიდესი გამოწვევა და მოტივაციაა "რეალის" მწვრთნელობა. ყველაზე წინ ყოველთვის უნდა დავაყენოთ გუნდის ინტერესები. უნდა ვიმარჯვებდეთ და თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მივიღოთ.

სწორება გუნდურობაზე უნდა გვქონდეს და არა ცალკეულ ფეხბურთელებზე. "რეალს" ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავს, კონკურენტუნარიანი და მაღალპროფესიული. ფეხბურთელების შერჩევა ისეთია, თვალს უხარია.

თითოეულ რეალელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება. ვინ ითამაშებს კონკრეტულ შეხვედრაში, ყოველთვის კონკრეტული მატჩიდან იქნება გამომდინარე.

მიზანი: ლა ლიგა, კოპა და ლიგა

"რეალი" ყოველთვის ფავორიტია კარგი ფეხბურთელების ბაზარზე, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდში ისედაც ძალიან კარგი შემადგენლობაა თავმოყრილი. ვინ თქვა, რომ დაცვითი ფეხბურთის მეხოტბე ვარ? "ნაპოლისთან" ერთად იტალიაში შედეგიანობის რეკორდებს ვამხობდი. ბოლო ორი სეზონია, ყველაზე მეტი გაგვქონდა.

სათამაშო სქემების ნაცვლად, ვისურვებდი სათამაშო იდეებზე ლაპარაკს. ფეხბურთელი მოედანზე რომ გადის, მან უნდა იცოდეს, ვინ არის მისი მოწინააღმდეგე, რა უნდა აკეთოს და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს.

"რეალში" ყველაზე ძლიერი კოლექტივია, ვისთანაც მიმუშავია. აქ დიდი კალიბრის ფეხბურთელები თამაშობენ. მათი თამაში სხვისას არ ჰგავს. უნდა შევინარჩუნოთ "რეალის" შეტევაზე ორიენტირებული ფსიქოლოგია. ჩემი სურვილია, გუნდმა გაართოს პუბლიკა, მოიგოს თამაშები და ტიტულები.

პრეზიდენტმა ჩვენსავით კარგად იცის, რომ ჩვენი ამოცანა მაქსიმუმის გაღება და შეძლებისდაგვარად, ყველაფრის მოგებაა. "ნაპოლიში" ცოტა სხვა დონის შემადგენლობით, სამ ტურნირზე ვიბრძოდი და ასე უნდა იყოს აქაც.

ჩვენი მიზანი ასეთია: ლა ლიგის მოგება, ჩემპიონთა ლიგის მოგება და სამეფო თასის მოგება.

ახლა ჩემი შტაბი აანალიზებს ყველაფერს, კარგსაც და არც ისე კარგსაც. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომავალში ცვლილებები დავიწყოთ. ჩვენ მოვდივართ იდეებით, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული ფეხბურთელებზე.

"ლივერპული" და "რეალი"

როცა "ლივერპულში" მივედი, მითხრეს, რომ სერიოზულ შედეგებს ელიან, ოღონდ სამ სეზონს მაცლიან. არადა, ჩემპიონთა ლიგა პირველივე სეზონში მოვიგეთ. აქ ასე არაა - რა თქმა უნდა, წარმატებისთვის დრო საჭიროა, მაგრამ აქ ამ დროს არავინ მოგცემს, მოგება ახლავეა საჭირო. "რეალის" მიზნები სხვაა, სხვების - სულ სხვა.

ანჩელოტის შესახებ

ეჭვიც არ მეპარება, ფეხბურთელებს მხოლოდ კარგი მოგონებები დარჩებოდათ კარლოსთან მუშაობით, ის ხომ ბრწყინვალე ადამიანია. მინდა, რომ რამდენიმე წლის მერე ფეხბურთელებმა მეც ასე თბილად გამიხსენონ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩემ დანიშვნამდე მასთან საუბარიც მქონდა.

დოსიე

რაფაელ "რაფა" ბენიტეს მაუდესი

დაიბადა: 1960 წ. მადრიდი (ესს)

საფეხბურთო კარიერა: რეალ კასტილია, გუარდამარი, პარლა, ლინარესი

სამწვრთნელო კარიერა: 1993-95 - რეალ კასტილია, 1995/96 - ვალიადოლიდი; 1996 - ოსასუნა; 1997-99 - ექსტრემადურა; 2000/01 - ტენერიფე; 2001-04 - ვალენსია; 2004-10 - ლივერპული; 2010/11 - ინტერი; 2012/13 - ჩელსი; 2013-15 - ნაპოლი; 2015-დან - რეალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზიკო
ცუდი არასოდეს არავისი არ გამხარებია და ამ კაცსაც მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ ნაღდად არ მჯერა რომ რეალში რამე განსაკუთრებულს მიაღწევს.მეტიც, გამიკვირდება საერთოდ სეზონს თუ ჩაამთავრებს.არაა ეს მწვრთნელი რეალის დონის და უკვე მოვიდა დრო რომ მწვრთნელი კი არა პერესი წავიდეს სახლში.პრეზიდენტებიც იღლებიან და მათაც ჭირდებათ პენსიაზე გასვლა.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს