ახალბედა მეკარემ თავი არ შეირცხვინა
პირველ მატჩში წაგების შემდეგ "ტამპა ბეი" ვალდებული იყო გაემარჯვა მეორე საშინაო შეხვედრაში, რადგან წინაა ორი შეხვედრა ჩიკაგოში და "ბლეკჰოქსი" არ არის ის გუნდი, რომელიც მეტოქეს ბევრ შანსს აძლევს.

"ლაითითნგმა" მძლავრად დაიწყო შეხვედრა და თავიდანვე შტურმი მოაწყო კორი კროუფორდის კართან. თან აქტიური იყო არა მხოლოდ პირველი ორი შემტევი ტრიო. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ჯონათან დრუენს სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გასხნამდე, შემდეგ კი ძელს გაარტყა შაიბა ტაილერ ჯონსონმა.

თუმცა არც ბენ ბიშოპს ჰქონია იოლი მატჩი - "ტამპას" მეკარემ პირველ პერიოდში 11 დარტყმა მოიგერია, მაგრამ თავის ამოცანას წარმატებით გაუმკლავდა. კროუფორდმა კი ერთი შაიბა მაინც გაუშვა, როცა ჩაგდების მარჯვენა წერტილიდან სედრიკ პაკეტმა გაისროლა.

მაგრამ მეორე პერიოდში, სულ რაღაც ორი წუთის განმავლობაში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ჯერ ენდრიუ შოუმ ყველას აჯობა "ტამპას" კარის სიახლოეს, როცა ბიშოპმა შაიბა დაკარგა თვალთახედვის არედან, შემდეგ კი ტერავაინენმა გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა.

ამ რთულ მომენტში "ტამპას" დაეხმარა რუსი ნიკიტა კუჩეროვი, რომელმაც ჯერ კარგად შეუცვალა მიმართულება ჯეისონ გარისონის დარტყმულს, შემდეგ კი ტაილერ ჯონსონს გაუწია ასისტირება, რომელმაც თითქმის ნულოვანი კუთხიდან გაუტანა კროუფორდს.

მესამე პერიოდში ბრენტ სიბრუკმა ცისფერი ხაზიდან გაუტანა ბიშოპს, მაგრამ გარისონმა არანაკლებ ძლიერი დატყმით უპასუხა რიცხობრივი უპირატესობისას - და მასპინძლები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ - 4:3.

სწორედ ამ დროს ტრავმა მიიღო "ტამპას" პირველმა მეკარემ ბიშოპმა და ის ახალგაზრდა რუსმა ანდრეი ვასილევსკიმ შეცვალა. ფინალური სერიის დებიუტანტისთვის ჩიკაგოელებს განსაკუთრებული გამოცდა არ მოუწყვიათ - დარჩენილ დროში მხოლოდ ხუთი ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშის გადასარჩენად.

"ტამპამ" გაათანაბრა ანგარიში სერიაში და ჩიკაგოში კარგ ხასიათზე მიემგზავრება. ჯონ კუპერის გუნდმა ილინოისში სასწაული უნდა მოახდინოს და იქიდიან შინ ორი მოგება წაიღოს, რადგან სერიებში 2:2-ის შემდეგ "ჩიკაგო" დიდი ხანია არ დამარცხებულა.

ტამპა ბეი-ჩიკაგო 4:3

1:0, 2:2, 1:1

გოლები: 1:0 პაკეტი-2 (კელეჰანი-4, ჰედმანი-10), 1:1 შოუ-5 (კრუგერი-2, დეჟარდენი-3), 1:2 ტერავაინენი-4 (მარიან ჰოსა-10, შარპი-9), 2:2 კუჩეროვი-10 (გარისონი-4, ქობურნი-3), 3:2 ტ. ჯონსონი-13 (კუჩეროვი-11), 3:3 სიბრუკი-7 (ტეივზი-10, ოდუია-5), 4:3 გარისონი-2 (ჰედმანი-11, კელეჰანი-5).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის