პირველი მოგების შემდეგ
ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟმა - მიკ შუმახერმა ტრავმა მიიღო გერმანული ფორმულა 4-ის მეორე ეტაპზე, რომელიც ავსტრიაში, Red Bull Ring-ის ტრასაზე გაიმართა. ეს იყო მხოლოდ მეორე რბოლა 16 წლის გერმანელის კარიერაში. შეგახსენებთ, რომ უმცროსმა შუმახერმა აპრილის ბოლოს, გერმანიის ოშერსლებენში ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გამარჯვებას მიაღწია.

მაგრამ მეორე უქმეები მიკისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. შაბათს ის პირველივე წრეზე გადააგდეს ტრასიდან. გუშინ, მეორე რბოლაში შუმახერი ისევ აღმოჩნდა სხვების შეცდომის მსხვერპლი - ფინიშთან ახლოს, შუმახერზე შეტევისას, ტომას კრაინინგმა არასწორად შეაფასა მანძილი მანქანებს შორის და შუმახერის ბოლიდი კედელს მიანარცხა.

ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა, მიკი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პილოტს ხელის მსუბუქი მოტეხილობა აქვს. იმის გამო, რომ რბოლა არ განაახლეს და ჩათვალეს შედეგები ბოლოსწინა, მე-15 წრის მიხედვით, შუმახერმა მეათე ადგილისთვის ერთი ქულა მოიპოვა. მაგრამ მას მოუწევს ბელგიის სპაზე მომდევნო ეტაპის გამოტოვება, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

ავსტრიაში შაბათს და კვირას ორივე რბოლა ჯოელ ერიქსონმა მოიგო, რომელიც ლიდერობს ფორმულა 4-ის საერთო ჩათვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა