რატომ არ მოსწონს სერბი სპეციალისტი ტაილანდელ მილიარდერს
რამდენიმე დღის წინათ გაუწყეთ, რომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სინიშა მიხაილოვიჩის დანიშვნა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო და რომ კონტრაქტს ხელი უახლოეს საათებში მოეწერებოდა. მას შემდეგ "როსონერიში" ბევრი რამ მოხდა - კლუბს ახალი აქციონერი, ბი ტაეჩაუბოლი ჰყავს, რომელმაც სილვიო ბერლუსკონისთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და "მილანის" აქციათა 48% 500 მილიონ ევროდ შეიძინა.

ბოლო დღეებში სწორედ ბერლუსკონის და ტაეჩაუბოლის შეთანხმების თემა და ყველა წვრილმანი დეტალი განიხილება, სინიშა მიხაილოვიჩის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა კი ჯერ კიდევ არ დადასტურებულა. ითქვა ის, რომ ფილიპო ინძაგი აღარ არის "როსონერის" მთავარი მწვრთნელი, მაგრამ მისი შემცვლელის შესახებ არაფერი თქმულა. რა ხდება ლომბარდიულ გრანდში და რატომ ამჯობინებენ დუმილს როგორც კლუბის მესვეურები, ისე მიხაილოვიჩი?

ერთ-ერთი ვერსიით, სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურა ბი ტაეჩაუბოლს არ მოსწონს და სწორედ ის გახლავთ პროცესის გაყინვის ინიციატორი. ამბობენ, რომ მისტერ ბი სილვიო ბერლუსკონის ესაუბრა და გაცილებით სახელიანი მწვრთნელის მოძებნა ურჩია - მით უმეტეს, ახალი რეალობით, კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებენ და მწვრთნელის სურვილებს დააკმაყოფილებენ.

მოკლედ, ასეთი ეჭვი გაჩნდა, მაგრამ "სქაი სპორტს" თუ დავუჯერებთ, ეს მხოლოდ ჭორებია, სინამდვილეში კი 46 წლის სერბმა სპეციალისტმა უკვე გააფორმა "როსონერისთან" 2-წლიანი კონტრაქტი და ამ ინფორმაციას მაშინ გააცხადებენ, როდესაც ფილიპო ინძაგის გათავისუფლება ოფიციალურად გაფორმდება.

ფორმალურად, ინძაგი ჯერ კიდევ ითვლება "მილანის" მწვრთნელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის, ლომბარდიულ გრანდს მოქმედი კონტრაქტი ერთბაშად სამ სპეციალისტთან აკავშირებს: კლარენს ზეედორფთან, ფილიპო ინძაგისთან და სინიშა მიხაილოვიჩთან.

ეს იმ შემთხვევაში, თუ სერბთან კონტრაქტი მართლა გაფორმებულია და უბრალოდ, გახმაურებისგან იკავებენ თავს. მოკლედ, ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მიხაილოვიჩი უკვე "როსონერის" თავკაცია, თუმცა ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"მილანის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
"ბოლონიამ" ახალი მწვრთნელი მალევე დანიშნა
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
ინძაგი: გგონიათ, რონალდომ გერმანიასთან ადვილი გოლი გაიტანა?!.
დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
კლარენს ზეედორფმა სამწვრთნელო საქმიანობა სანაკრებო დონეზეც დაიწყო
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
"მილანი" გაიყიდა - როგორი იქნება მისტერ ბის გუნდი
სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარებას აზრი არა აქვს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
ფილიპო ინძაგი "სალერნიტანას" უთავკაცებს
53 წლის ასაკში სინიშა მიხაილოვიჩი გარდაიცვალა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
აი, კომპენსაცია - მიხაილოვიჩმა "სპორტინგში" 9 დღე იმუშავა და 3 მილიონს მიიღებს
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა
"ბოლონიას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ლეიკემიითაა დაავადებული
"მინდა საკუთარ თავს ვუთხრა, სინიშა, რამდენი სიცოცხლით გიცხოვრია" - ფრანგმენტი მიხაილოვიჩის ცხოვრებიდან