საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საკუთარ მომავალზე საუბრობს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში უკრაინის ნაკრებთან ამხანაგური და პოლონეთის ნაკრებთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.

კახა ცხადაძის გუნდი 4 ივნისს ავსტრიის კურორტ დაბა ვინდიშგარშტენის სასტუმროში დაბინავდა და 11 ივნისამდე იქ იცხოვრებს.

"ჯვაროსნები" უკრაინის ნაკრებს 9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში დაუპირისპირდებიან, 13 ივნისს კი ვარშავაში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ოფიციალურ მატჩში ითამაშებენ.

ჩვენი ნაკრებისთვის ორივე მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფიფას ბოლოდროინდელ რეიტინგებში საქართველოს ნაკრების პოზიცია მკვეთრად გაუარესებულია, უკრაინელებთან და პოლონელებთან წარმატებით თამაშით კი ნაკრები ფსიქოლოგიურადაც მოძლიერდება და ფიფას რეიტინგშიც უკეთეს პოზიციაზე აღმოჩნდება.

მომავალი მატჩებისა და ნაკრების მზადების შესახებ გაზეთი "ჩვენი თამაში" საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, თორნიკე ოქრიაშვილს ავსტრიაში დაუკავშირდა.

ინტერვიუ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჩაიწერა, ამიტომ ოქრიაშვილს პირველად "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირების შეფასება ვთხოვეთ.

- "იუვე"-"ბარსას" დაპირისპირებას ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ერთად ვუყურეთ. რა თქმა უნდა, ფავორიტი "ბარსელონა" იყო, მაგრამ გული დამწყდა, რადგან მინდოდა, ჩემპიონთა ლიგა ბუფონს მოეგო.

"იუვენტუსის" მეკარე ძალიან დიდი ფეხბურთელია და იმსახურებდა ამ ჯილდოს მოგებას. თუმცა, მიუხედავად ბუფონისადმი ჩემი სიმპათიისა, "ბარსას" თამაშით უფრო დიდი სიამოვნება მივიღე. ჩემპიონთა ლიგას ღირსეული გამარჯვებული ჰყავს.

- ავსტრიული შეკრება როგორ მიმდინარეობს? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრებისგან მომავალ ორ მატჩში?

- მზადება კარგად დაიწყო. რაც მთავარია, კარგ პირობებში ვემზადებით. კარგა ხანია, უცხოეთში შეკრებზე ამდენი ხნით არ ვყოფილვართ. ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალ ტაქტიკაზე ვმუშაობთ. დღითიდღე უკეთესობისკენ მივიწევთ და ვფიქრობ, ეს ჩვენს თამაშზეც აისახება.

- კონკრეტულად რა სიახლეებია ტაქტიკასთან დაკავშირებით? უკრაინისა და პოლონეთის ნაკრებებთან მატჩებში ნაკრები უფრო შემტევი სტილით ითამაშებს?

- ტაქტიკა დაახლოებით იგივე იქნება, რაც მალტასთან და გერმანიასთან მატჩებში იყო. მაშინ ცხადაძე ახალი დანიშნული იყო და ტაქტიკის ათვისებისთვის ცოტა დრო გვქონდა; ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც მწვრთნელი გვავალებს. უკრაინის ნაკრებთან თამაშამდე მაქსიმალურად უნდა დავხვეწოთ ჩვენი ტაქტიკა. ცხადია, შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ.

- პოლონეთის ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია. შენი აზრით, რის ხარჯზე შეიძლება ამ გუნდთან წარმატების მიღწევა?

- საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჩვენთანაც ფავორიტები არიან, მაგრამ სწორ ფეხბურთს თუ ვითამაშებთ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ფეხბურთი ვითამაშოთ და არა მოშორებაზე და წინ უაზროდ დარტყმაზე. ცხადაძე ჩვენგან სწორედ ამას ითხოვს და შევეცდებით, ისე ვითამაშოთ, როგორც მწვრთნელი დაგვავალებს.

- შენი აზრით, რამდენი დროა საჭირო, ნაკრების თამაშს პროგრესი რომ დაეტყოს?

- წინასწარ ამის თქმა ძნელია, როდის ვითამაშებთ უკეთესად. თუმცა ჩვენ ამისთვის ვარჯიშებზეც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თამაშები გამოვასწოროთ და უფრო სანახაობრივად და შედეგიანად ვითამაშოთ. წესით, მომავალ ორ მატჩში პროგრესი უკვე უნდა გამოჩნდეს.

- თემურ ქეცბაიას მუშაობის ბოლო პერიოდში ჩვენი ნაკრების ირგვლივ ბევრი პრობლემა დაგროვდა. ახლა როგორი ატმოსფეროა გუნდში?

- იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არც ღირს. ახლა არანაირი დაძაბულობა და პრობლემა არ არის. გუნდშიც კარგი ატმოსფეროა და ვარჯიშებზეც ყველა მაქსიმალურად ვიხარჯებით. მთავარია, მომავალ ორ მატჩში გამოჩნდეს ის შრომა, რომელსაც ვარჯიშებში ვდებთ.

- ბელგიაში სეზონი ერთი თვის წინ დასრულდა და პირადად შენ როგორ ფორმაში ხარ?

- ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. "გენკში" ბოლოს ერთი თვის წინ კი ვითამაშე, მაგრამ რაც თბილისში ჩამოვედი, ვარჯიში არ შემიწყვეტია და ნაკრების შეკრებაზეც ბოლომდე ვიხარჯები. მომავალი ორი მატჩისთვის ასი პროცენტით მზად ვარ.

- "გენკში" რამდენიმე ვარჯიში თვალის ანთების გამო გამოტოვე. რა გჭირდა თვალზე?

- ვირუსი მქონდა, მაგრამ მე ერთ კვირაში გამიარა, მაგრამ ოჯახში დედაჩემს და ჩემს ძმას გადავდე. ისინი ერთი თვე მკურნალობდნენ.

- ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრ პლეი ოფის მატჩებში "მეხელენმა" გაჯობათ. რა დააკლდა "გენკს" სასურველი შედეგის მისაღწევად?

- მართალი გითხრათ, "გენკზე" ლაპარაკი აღარ მინდა. არაფერი დაგვაკლდა, უბრალოდ, "მეხელენი" უკეთეს ფორმაში იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა.

- როგორც შენი ლაპარაკიდან ჩანს, "გენკიდან" მიდიხარ...

- კი, გადაწყვეტილია, რომ "გენკიდან" წავალ, მაგრამ ის სისულელე, რაც ქართულ მედიაში წავიკითხე, სინამდვილეს არ შეესაბამება. საუბარი იყო, თითქოს გუნდიდან 10 ფეხბურთელს უშვებენ და მათ შორის, მეც. ეს ტყუილია. "გენკთან" პირობებზე ვერ შევთანხმდი და ამიტომაც მივდივარ ამ გუნდიდან.

- როგორც ვიცი, შენით "ტვენტეა" დაინტერესებული. რამდენად რეალურია ამ კლუბის ინტერესი და სხვა შემოთავაზებები თუ გაქვს?

- კი, "ტვენტეს" ინტერესი რეალურია, მაგრამ არიან სხვა კლუბებიც. ამაზე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, რადგან მირჩევნია, ასი პროცენტით გადაწყვეტილი რომ იქნება, მერე გავაკეთო კომენტარი. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ "გენკზე" უკეთეს გუნდში ნამდვილად ვითამაშებ.

ავტორი: ოთო მუმლაძე

წყარო: gff.ge

მოქალაქე, ოღონდ "ის მოქალაქე" არა :))))
ოქრიკა კარგია, მაგრამ მას ის ასაკი არ აქვს რომ ამომავალი ერქვას, ეს მან გაფლანგა უაზროდ. მართლა კარგია, ოღონდ მისი ტონი არ მომეწონა იმაზე, რომ ის გენკზე უკეთეს გუნდში გადავა, ეს უბრალოდ უპატივცემულობაა და მეტი არაფერი, არანაირი სინანული გრძნობა, მაგალითად "ვწუხვარ რომ ასე გამოვიდა, მაგრამ მე ვიშრომებ და დავამტკიცებ, რომ ეს შემიძლია" და ა.შ. ამის მაგივრად მან გენკს უთხრა "ერთი თქვენიცო, აგერ ნახავთ თქვენზე უკეთეს გუნდში თუ არ წავედიო"... ეს კომენტარი იმ გუნდის ხელმძღვანელობამ რომ ნახოს სადაც ოქრიკა წასვლას აპირებს შეიძლება დაბლოკონ კიდეც ეს ტრანსფერი, ამ მენტალიტეტის ადამიანი ვის რაში სჭირდება გუნდში, ასე ზემოდან, ქედმაღლურად, გონორით რომ ებლატავება იმ კლუბს, რომელმაც ის შეიძინა თავის დროზე იმ იმედით, რომ გენკის დამრტყმელი ძალა გახდებოდა და მისი რომ სჯეროდათ, მერე რაღაც ნოსტალგია შემოაწვა და თვითონვე გააფუჭა ყველაფერი და ახლა იქით რომ ებლატავება. თუ კლუბი სადაც მიდის ევროპულია, შეიძლება დაფიქრდნენ ამ ტრანსფერზე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ, რომ ის ნორმალურ ევროპულ კლუბში გადავიდეს, ნაკრებს რომ პრაქტიკის და გამოცდილების მქონე ძლიერი შემტევი ყავდეს
Merani
კახა-joker100-vaxo-Gogita მაგ კომენტარებს რომ არ წერდეთ იქნებოდა იმის შანსი რომ მართლა არაფერი გამოსულიყო, მაგრამ აწი გამოვა. აუცილებლად დადგება ოქრი დიდი ფეხბურთელი და ასევე სხვა დიდი ქართველი ტალანტები. იცით რატო? მაგის ღირსები ხართ და იმიტომ.
dmanisi
ოეე დმანისიი!!! ჯობია ვისკის თავი დაანებო და ნიჭს მიხედო. ...., ბაზარი არ არის ნაკრებში ყოველთვის გულით თამაშობს და უნდა დაუფასოთ ხალხმა ეს, მაგრამ დამიჯერეთ ხალხნო, დმანისელი ყოველთვის დმანისლად დარჩება, ანუ ზეზვაა რა:))) კარტოფილი ვერასდროს იქცევა ხიზილალად. რაც უნდა ნიჭიერი იყოს:))
irakli
ნუ ფაქტია ჰქონდა პრობლემები დისციპლინასთან დაკავშირებით მარა, ახალგაზრდა კაცია და არაა გასაკვირი, თან ქართველი :) ამისათვის მართლა არ უნდა ვლანძღოთ და მიწაში ჩავდოთ, ძალიან დიდი ძალაა ნაკრებისთვის და ივნისში განსაკუთრებით კარგად თამაშობს :) (შარშან ლამის მარტო თამაშობდა ორივე არაბულ გუნდთან) წარმატებები როგორც პიროვნულ და დისციპლინარულ და ასევე სპორტულ კარიერაში!!!
aleqsi
ზოგიერთები რა ბოღმიანები ხართ სერიოზულად ვარჯოშობს და მარტლა კარგი გუნდი ეკუთვნის, მხარი დაუჭირეთ
vigac
ამაზე უკეტესი მანახეტ რომელია ნაკრებში ვშიშობ რო არც ერთი.
Nukri
არა ვახო შენგან გამოვა რაღაც......რა კომენტარები აქვს ზოგს რაააა,კაცს ვარჯიშის და თამაშის ხასიეთს დააკარგვინებს...
Gogita
ტიპიური გაუნათლებელი პროვინციელი
me
აიაქსში წავა 90% ვამბობ
vaxo
....ამისგან არაფერი გამოვა
joker100
რატომღაც მგონია რომ ეს თავის ნიჭს გაანიავებს. მაღალი დონის გუნდებში მაღალი მოთხოვნები და რეჟიმია ხოლო რაც ამან გააკეთა არ მგონია სერიოზული გუნდები დაინტერესდნენ. ისე ჯერ სადაცაა იქ დაემტკიცებია თავისი სიძლიერე დიდი პრეტენზიები რომ ააქვს ჯობდა.
კახა
არ მგონია უკეთეს კლუბში გადახვიდე...რომც გადახვიდე რამდენ ხანს დარჩები საქმისადმი შენი მიდგომიდან გამომდინარე...მარტო ნიჭი არაა საკმარისი დიდი ფეხბურთის სათამაშოდ..
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ლივერპული" გადარჩა, "ზალცბურგი" ჩარჩა, "ნაპოლი" მეორეზე დარჩა [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
კარლო ანჩელოტი: არ გადავდგები, თუმცა...
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"ატალანტა" მზადაა "გენკის" მცველი 10 მილიონად შეიძინოს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"საჩუქარი" კარლო ანჩელოტის პლეი-ოფში გასვლისთვის - გადააყენეს!