ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

რაფაელის კვანტი

რაფაელის კვანტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს მსაჯ მაიკ დინთან ძველი შუღლი რომ აქვს საქვეყნოდ ცნობილი ამბავია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს მსაჯ მაიკ დინთან ძველი შუღლი რომ აქვს საქვეყნოდ ცნობილი ამბავია და აი, კვირას, „უაით ჰართ ლეინზე“, ამ შუღლმა თავიდან იფეთქა - დინმა „იუნაიტედის“ ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, 20 წლის რაფაელ და სილვას თითო ტაიმში თითო ყვითელი ბარათი აჩვენა და 74-ე წუთზე მოედნიდან გააძევა, რამაც ფერგიუსონი გააცხარა. „ტოტენჰემისა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. მანჩესტერელებმა ცხრილში პირველი პოზიცია შეინარჩუნეს, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, 16 წუთის განმავლობაში უმცირესობაში იყვნენ.

საკამათო რა იყო? თუკი პირველი ყვითლის სამართლიანობა არანაირ ეჭვს არ იწვევდა, მეორედ მსაჯმა ბრაზილიელი იმიტომ გააფრთხილა, რომ სირბილში მისი და ბურთიანი ბენუა ასუ-ეკოტოს ფეხები ერთმანეთს წამოედო. მატჩის შემდეგ განრისხებულმა ფერდიუსონმა თქვა:

„ამ ეპიზოდს არანაირი კომენტარი არ სჭირდება რადგან რაც მოხდა ყველამ საკუთარი თვალით ნახა. კიდევ კარგი, ყველაფერი იმდენად აშკარა იყო, რომ ჩემი ახსნა სრულიად ზედმეტია“.

ფერგიუსონისა და დინის კონფლიქტების ისტორია სერ ალექსის ორმატჩიან დისკვალიფიკაციასაც კი მოიცავს. პირველად ეს 2008 წელს, „ჰალ სიტისთან“ თამაშის შემდეგ მოხდა. მაშინ „იუნაიტედის თავკაცი 10 ათასი ფუნტით დააჯარიმეს კიდეც. შემდეგ, მწვრთნელი არბიტრს გასულ სეზონშიც დაუპირისპირდა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრეფორდზე“ „ჩელსიმ“ დაამარცხა. იმ დღეს საკამათო გოლი დიდიე დროგბამ გაიტანა, ფერგიუსონმა კი თქვა, თამაშის წინ დინი რომ დავინახე გულმა ცუდი მიგრძნო და ნერვიულობა დავიწყეო.

რაფაელის გაძევების შესახებ აზრი „ტოტენჰემის“ თავკაცს ჰარი რედნაპსაც ჰკითხეს. რედნაპმა მსაჯის გადაწყვეტილებას ზედმეტად მკაცრი უწოდა და დასძინა: „ამ ეპიზოდმა მერი დეკერისა და ზორა ბადის ისტორია გამახსენა“.

ცნობისთვის: მერი დეკერი გახლდათ ამერიკელი მძლეოსანი ქალი, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ ბოიკოტირებული 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე, 3000 მეტრზე ფინალურ გარბენში ოქროს მედლისთვის იბრძოდა, მაგრამ მთავარმა კონკურენტმა, სამხრეთ აფრიკელმა ზორა ბადმა გზა ჩაუჭრა და წააქცია. დეკერი დაშავდა, შეჯიბრება ვეღარ გააგრძელა, რისთვისაც ბადი თავიდან დასაჯეს, მაგრამ დასჯიდან ერთ საათში დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, რადგან კომისიამ ჩანაწერი ნახა და დანაშაული ვერ აღმოუჩინა. საინტერესოა, რომ იმ, ოლიმპიურ გარბენში ბადი სამეულშიც კი ვერ მოხვდა.

რედნაპმა განაგრძო: „რაფაელი მორბოდა და ასუ-ეკოტოს ფეხს წამოედო. რა გინდა ასეთ დროს ქნა? მან სირბილში, უნებლიედ, წააქცია ჩვენი ბიჭი“.

თითქოსდა უსამართლოდ გაძევებული რაფაელი შეიძლება ცუდ დღეში ჩავარდეს. საქმე ის გახლავთ, რომ მას მერე, რაც დინმა წითელი ბარათი ამოუღო, მან ხელები შალა და რაღაც იყვირა. შემდეგ, მოედანს რომ სტოვებდა სატელევიზიო მიკროფონს გაკრა ფეხი. თუ ეს ყველაფერი დინმა პატაკში ჩაწერა, ბრაზილიელი შესაძლოა უფრო მკაცრად დასაჯონ ვიდრე ერთი შეხედვით ეკუთვნოდა.

„სფურზმა“ კი რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და... რედნაპის გასაკვირად ფერგიუსონი კვლავ დაუმარცხებელი დარჩა.

„პირადად მე ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია. თუ ალექსი სეზონს დაუმარცხებლად გაივლის, ეს ნამდვილი სასწაული იქნება. ამას რომ ვამბობ, მანჩესტერელების გაკენწვლას სულაც არ ვცდილობ. ვაღიარებ, რომ ისინი ცხრილის სათავეში არიან, ჩვენს ზემოთ, იქ, სადაც სიამოვნებით ვიქნებოდით, მაგრამ ვერ ვახერხებთ. მაგრამ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერაფრით იქნება ისეთივე ძლიერი ერთი-ორი წლის წინ რომ იყო, როდესაც კრიშტიანო რონალდო და კარლოს ტევესი ჰყავდა“.

„ტოტენჰემი“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „სიტის“ 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ამის მიუხედავად რედნაპი ამტკიცებს, რომ ისინი კვლავ იბრძვიან ჩემპიონის ტიტულისთვის. ის, რომ ტიტულისთვის ბევრი გუნდი იბრძვის ფერგიუსონმაც აღიარა:

„ხუთ გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონობა. თითოეულ მათგანს აქვს გამარჯვების შანსი, რაც ნეიტრალური მაყურებლისთვის შეჯიბრებას საინტერესოს ხდის. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ორი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული“.

და ბოლოს, პრესკონფერენციაზე ჰარი რედნაპს სტივენ პიენაარის ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს. პრესაში დაირხა ხმები, რომ სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი „ჩელსიში“ გადადიოდა, მაგრამ ხელფასზე ვერ თანხმდება. რედნაპმა უპასუხა:

„ამ ისტორიის ვერც თავი გამირკვევია და ვერც ბოლო. მეგონა საქმის კურსში ვიყავი, მაგრამ გაირკვა, რომ არაფერი მცოდნია. ვერაფრით მივხვდი საიდან მოიტანეს ბოლოწამს ლონდონელებმა 3 მილიონი ფუნტი. „ჩელსის“ მწვრთნელმა, რომელიც კარგი კაცია და დღემდე უპატიოსნებაში არავის შეუმჩნევია, ტელევიზიით განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი ხდება. ნუთუ, ისიც მატყუარაა?“

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა