მოლოდინი გამართლდა და ფლორენციის "ფიორენტინას" მესვეურებმა ვინჩენცო მონტელა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს
მოლოდინი გამართლდა და ფლორენციის "ფიორენტინას" მესვეურებმა ვინჩენცო მონტელა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ორიოდე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის სპეციალისტი ფლორენციული კლუბის პრეზიდენტ ანდრეა დელა ვალეს შეხვდა და ტრანსფერებზე ჩამოუგდო სიტყვა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა და შემდეგ კამათი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ფიორენტინას" ოფიციალურ საიტზე შემდეგი განცხადება განთავსდა:

"ბოლომდე ვეცადეთ, რომ ვინჩენცო მონტელასთან საერთო ენა გამოგვენახა და ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაგვეფორმებინა, მაგრამ სამწუხაროდ, მწვრთნელის მხრიდან საპასუხო ნაბიჯი ვერ დავინახეთ. სინანულით აღვნიშნავთ, რომ მწვრთნელის მიმართ ნდობის მანდატი ამოწურულია და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებულნი ვართ, რომ გავათავისუფლოთ დაკავებული პოსტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომლებიც უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ვიმედოვნებდით, რომ მწვრთნელი კლუბის და გულშემატკივრების მიმართ მეტ პატივისცემას გამოიჩენდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც შეეხება ახალი მწვრთნელის ვინაობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი".

იტალიელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, ვინჩენცო მონტელამ კლუბის პრეზიდენტს ტრანსფერებში სოლიდური თანხის დახარჯვა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო და კონფლიქტიც ამის ნიადაგზე წარმოიშვა.

ამასთან, მონტელას მიაჩნია, რომ სერია A-ში მე-4 ადგილი გუნდისთვის ძალიან კარგი მიღწევაა, რასაც ანდრეა დელა ვალე არ დაეთანხმა და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო კონფლიქტის გამწვავებისთვის. მონტელამ დატოვა "ფიორენტინა", დანარჩენს კი დრო გამოაჩენს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] ინტერვიუს დროს კანკალებდა - ლავეცის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს
ფლორენციის "ფიორენტინა" იყიდება?
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
ვინ შეცვლის ჯუზეპე როსის?
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
მოჰამედ სალაჰის საქმე - "ფიორენტინა" "ჩელსისგან" კომპენსაციას ითხოვს
ზღაპრული დახვედრა მარიო გომესს
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ᓮᓣაᓜ ᓙᓣᓐᓓრᓐᓓო ᓐᓚᓑᓐᓗ ᓬᓐᓕᓐ "ᓤᓘᓝᓠᓔᓜᓢᓘᓜᓐᓓაᓜ"
"ფიორენტინას" შემდეგი სამიზნე: მარკო ვერატი