შეინარჩუნებს ბირმინგემული კლუბი ბელგიელ ვარსკვლავს?
ბირმინგემის "ასტონ ვილა"კრისტიან ბენტეკეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. 24 წლის ფორვარდი თითქოს, ამ გუნდისთვის გადაიზარდა და მეტის ამბიცია აქვს, მაგრამ მას კიდევ ორწლიანი შეთანხმება აკავშირებს "ვილა პარკის" ბინადრებთან.

გუნდის პოზიციაც გასაგებია, თუ ბენტეკე ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, ბირმინგემელები უფრო მშვიდად იქნებიან, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ზაფხულს შეეცდებიან მის გაყიდვას და სოლიდური თანხის გამომუშავებას.

ბრიტანული პრესის ცნობით, ამჟამად ბელგიელის გამოსასყიდი თანხა 32,5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

"კრისტიანმა წასვლა რომ მოისურვოს, შევუშლით თუ არა ხელს? ძნელია, იმ მოთამაშეს წინ გადაუდგე, რომელსაც წასვლა სურს. ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ მე არ მინდა დეტალებზე საუბარი და ჩვენი გეგმებისა თუ სატრანსფერო პოლიტიკის პრესაში გამომზეურება. თუმცა იმას გეტყვით, რომ ბენტეკეს ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ; რა თქმა უნდა, შევთავაზებთ" - აღნიშნა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ ფოქსმა.

ბენტეკე "ვილამ" 2012 წელს "გენკიდან" 7 მილიონ ფუნტად შეიძინა. მან ბირმინგემელებთან 2013 წელს ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის უფროსობას იმედი აქვს, რომ კრისტიანი ახლაც იმავეს გააკეთებს.

მისაბაძ მაგალითად კი ფაბიან დელფი მოჰყავთ, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი მსურველი ჰყავს. იგი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ინგლისის ნაკრებშიც დამკვიდრდა, მაგრამ დელფმა გუნდთან იანვარში ახალი, ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა მისი წასვლის შანსი ძალიან მცირეა.

"ყველა ფეხბურთელს საკუთარი მიდგომა და ხედვა აქვს, კლუბთან ყველას დამოკიდებულება თავისებურია. ფაბიან დელფი დავიბრუნეთ. მან ბრწყინვალედ ითამაშა და თამაშობს, ბევრი არ ელოდა, იანვარში კი ჩვენ ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ" - დასძინა ფოქსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
მუნდიალი 2018. ფაქტები და ციფრები: ევროპის ყველა დროის ბომბარდირობისთვის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მოსახდენი მოხდა - კრისტიან ბენტეკე "არწივია"
შავი კატა კრისტიან ბენტეკესა და იურგენ კლოპს შორის
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პრემიერლიგა. VII ტური: "ევერტონმა" და "კრისტალ პალასმა" ქულები გაიყვეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
კრისტიან ბენტეკე რუნისთან წავიდა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესის 500, 16 და 4 376
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები