თბილისში სტუმრად მყოფი ევროპელი არქიტექტორი მარკ ფენვიკი სფფ-ში ზვიად სიჭინავას შეხვდა
დეკემბერში თბილისს უეფას ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ მიფსვუდი და უეფას ნაციონალური ასოციაციების დეპარტამენტის უფროსი ტიერი ფავრი სტუმრობდნენ, რომელთა ჩარევითაც დაიგეგმა ბატონი ფენვიკის ვიზიტიც.

უეფას მაღალჩინოსანთა უშუალო ინიციატივით გაუკეთდა ორგანიზება მარკ ფენვიკის ვიზიტს, რომლის მიზანიცაა მიხეილ მესხის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის აუცილებელი, უეფას სტანდარტების შესაბამისი პროექტის შექმნა.

მარკ ფენვიკს დამთავრებული აქვს ქინგსტონისა და მადრიდის უნივერსიტეტები არქიტექტურის განხრით. ფენვიკი არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორია, მათ შორისაა ესპანიოლის სტადიონი და ვალენსიას სტადიონი ესპანეთში. ეს უკანასკლნელი 75 ათას მაყურებელს იტევს და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

ფენვიკის მიმდინარე პროექტებშია ორი სტადიონის პროექტი, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის ყატარში აშენდება.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მიხეილ მესხის სტადიონის რეკონსტრუქციის საკითხში მსგავსი დონის არქიტექტორის მონაწილეობა.

დღეს, სფფ-ს ოფისში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპელ არქიტექტორსა და სფფ-ს პრეზიდენტ, ზვიად სიჭინავას შორის. მოხდა დეტალური გაცნობა აქამდე არსებული პროექტისა. სფფ-ს პრეზიდენტმა საკუთარი მოსაზრებები გააცნო სტუმარს. განხილულ იქნა რეკონსტრუქციის ყველა შესაძლო ვარიანტი.

ზვიად სიჭინავასთან შეხვედრის შემდეგ მარკ ფენვიკმა უშუალოდ დაათვალიერა მიხეილ მესხის სტადიონი. სფფ-სა და ფენვიკს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად, ევროპელი არქიტექტორი უახლოეს მომავალში ყველა სტანდარტის შესაბამის პროექტს დაამზადებს.

თბილისს მარკ ფენვიკი დღეს, გვიან ღამით დატოვებს.

სფფ-ს პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა