ახალი წლის ბაშოზე ერთი ქართველი სუმოისტისთვის ყველაფერი გაირკვა, ორი კი გააფთრებით იბრძვის და, ვინძლო, შედეგსაც მიაღწიონ

ახალი წლის ბაშოზე ერთი ქართველისთვის ყველაფერი გაირკვა, ორი კი გააფთრებით იბრძვის და, ვინძლო, შედეგსაც მიაღწიონ. გუშინ ელიტის ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ორჯერ კომუსუბის ტიტულის მომპოვებელმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ოფიციალურად გაიფორმა უარყოფითი ბალანსი და შემდგომი დაქვეითება რეიტინგში. მართალია, ტოჩინოშინს ჯერ არაფერი ემუქრება (საკმაოდ მაღალი რანგის მაეგაშირაა), მაგრამ თავად ტენდენციაა სახიფათო.

გუშინ ლევანმა სეკივაკე კისენოსატოსთან წააგო. იაპონელთა "იშვიათმა ტალანტმა" ჩვენებურს, რომელმაც დაჯახებისას ნახევარი ნაბიჯი მარცხნივ გადადგა, მავაშის დაჭერის საშუალება არ მისცა, აქეთ შეუტია და დოჰიოდან მიწოლით გაიყვანა. 1-8 - ასეთია ტოჩინოშინის ბალანსი, დღეს ის კომუსუბი კაკურიუს (1:2 ურთიერთდაპირისპირებაში) შეხვდება.

მე-6 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ამ ბაშოზე პირველად შეძლო ზედიზედ ორჯერ მოგება. 198-კილოიანმა ქართველმა დოჰიოდან ვაკანოსატო მოისროლა, რომელიც ბაშოს ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. ეს კი მომავლის იმედს გვაძლევს, გაგამარუს 4-5 ბალანსი აქვს, რომლის გამოსწორება დღესვე შეუძლია, თუკი მოკონამის (2:0 ურთიერთშეხვედრებში) მოუგებს.

კოკაის (ლევან ცაგურია) მდგომარეობის შესახებ ბევრი ვწერეთ - ის მე-15 მაეგაშირაა და თუკი ბალანსი არ გამოასწორა, კარიერაში პირველად გამოეთხოვება ელიტას. გუშინ "შავი ზღვა" კოტოკასუგას ისეთი ძალით დაეჯახა, რომ მეტოქე კი დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ თავიც ძვლივს შეიკავა. მოკლედ, გვარიანად გაბრაზებულა ჩვენი კოკაი და იმედს სწორედ ეს გვაძლევს. ლევანს 3-6 ბალანსი აქვს და დღეს კიტატაიკის შეერკინება (4:2 ურთიერთშეხვედრებში). გახსოვთ ალბათ, ახლახან კოკაიმ ელიტაში მე-300 ორთაბრძოლა მოიგო, ეს კი სუმოს სამყაროში ოსტატურ შედეგად ითვლება. თუკი დღესაც იმარჯვებს, "შავი ზღვა" კარიერაში მე-400 გამარჯვებას იზეიმებს.

IX დღე: ჰაკუჰო-ჰომაშო (ცუკიოტოში), კაიო-კოტოშოგიკუ (ჰატაკიკომი), ბარუტო-ჰარუმაფუჯი (ოშიტაოში), კოტოოშუ-ტოკუსეგავა (იორიკირი), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი (ჰიკიოტოში), ამინიშიკი-კაკურიუ (ჰატაკიკომი), იოშიკაძე- არანი (ჰატაკიკომი), ასასეკირიუ-ტამავაში (იორიკირი), გოეიდო-ტოსაიუტაკა (სოტოგაკე), კიოკუტენჰო-ტაკამისაკარი (იორიკირი), გაგამარუ-ვაკანოსატო (ოშიდაში), შოტენრო-ტაკეკაძე (ჰიკიოტოში), ტოიოჰიბიკი- კიტატაიკი (ოშიდაში), ტოკიტენკუ-კიმურაიამა (იორიკირი), კორიუ-მიაბიამა (ჰიკიოტოში), ჰაკუბა-სოკოკურაი (უვატედაშინაგე), ვაკაკოიუ-შიმოტორი (ჰატაკიკომი), ტოიოძაკურა-მოკონამი (ცუკიოტოში), ოკინოუმი-ტოჩინონადა (კიმეტაოში), კოკაი-კოტოკასუგა (ცუკიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

8-1: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი).

7-2: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ვაკანოსატო (მაეგაშირა 9), ოკინოუმი (მ 13), ტოჩინონადა (მ 16)... 4-5: გაგამარუ (მ 6)... 3-6: კოკაი (მ 15)... 1-8: ტოჩინოშინი (მ 2).

X დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-არანი, კოტოოშუ-ჰომაშო, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კაიო-კისენოსატო, კაკურიუ-ტოჩინოშინი, ტოჩიოძანი-ამინიშიკი, ტოიონოშიმა-იოშიკაძე, ტამავაში-კიოკუტენჰო, ტოკუსეგავა-ტაკეკაძე, ტოკიტენკუ-ასასეკირიუ, გაგამარუ-მოკონამი, ტოსაიუტაკა-კიმურაიამა, კოკაი-კიტატაიკი, ვაკანოსატო-ტოჩინონადა, ტაკამისაკარი-ტოიოჰიბიკი, ჰაკუბა-კოტოკასუგა, ვაკაკოიუ-მიაბიამა, სოკოკურაი-შიმოტორი, ოკინოუმი-შოტენრო, კორიუ-ტოიოძაკურა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა