სტენლის თასის ფინალის მეოთხე მატჩი
"ჩიკაგომ" ფინალური სერიის მეოთხე მატჩში 2:1 დაამარცხა "ტამპა ბეი" და გაათანაბრა სერიაში ანგარიში.

სტუმრებს სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ გუშინდელ მატჩში - ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში ძირითადმა მეკარემ ბენ ბიშოპმა და "ტამპას" კარის დაცვა 20 წლის რუს ანდრეი ვასილევსკის მიანდეს, რომელმაც ვერ მოახერხა თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა. დებიუტანტმა 19-დან 17 დარტყმის მოგერიება შეძლო.

მატჩის გმირი კი რუსის ვიზავი კორი კროუფორდი გახდა. 60 წუთის განმავლობაში "ტამპა ბეიმ" მხოლოდ ერთხელ გაუტანა "ჩიკაგოს" კარის დარაჯს, რომელსაც ჯამში 24 სეივი დაუგროვდა.

პირველ პერიოდში ძალიან ფრთხილი თამაში მიდიოდა. მაგალითად, "ჩიკაგომ" 20 წუთში მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა. პირველი შესვენების შემდეგ გუნდებმა აქტიურობას მოუმატეს და ანგარიშიც მალე გაიხსნა. ორჯერ "ლაითნინგის" კარი ძელმა გადაარჩინა, მაგრამ მესამე ცდიდან ჯონათან ტეივზმა მაინც მოახერხა გოლის გატანა.

ჩიკაგოელებს დიდი ხანი სიხარული არ აცალეს. დაახლოებით 5 წუთში ალექს კილორნმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა ანგარიში. ეს ამ ფორვარდის მე-18 ქულა იყო სტენლის თასის მიმდინარე გათამაშებაში.

და მაინც, "ჩიკაგომ" შეძლო "ტამპას" წინააღმდეგობის გატეხვა. კიმო ტიმონენის უძლიერესი დარტყმის შემდეგ სტუმრები ისევ ძელმა გადაარჩინა, სამაგიეროდ, მომდევნო შეტევაში საადმა მოიგო ძალისმიერი ორთაბრძოლა, ვასილევსკი მოატყუა და ისე გაუშვა შაიბა ბადეში - 2:1.

აღვნიშნავთ, რომ "ჩიკაგოში" მთავარ მწვრთნელად ჯოელ კენევილის მისვლის შემდეგ გუნდი პლეი ოფში არ აგებს სერიას 2:2-დან: 17 ასეთი შემთხვევიდან 16-ჯერ სერია "ბლეკჰოქსმა" მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ჩიკაგო-ტამპა ბეი 2:1

0:0, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 ტეივზი-10 (შარპი-10, მარიან ჰოსა-13), 1:1 კილორნი-9 (ფილპულა-10, სტემკოსი-11), 2:1 საადი-8 (პ. კეინი-11).

სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა