სტენლის თასის მფლობელი 6 მატჩში გაირკვა
"ჩიკაგო ბლეკჰოქსმა" სტენლის თასის ფინალური სერიის მეექვსე მატჩი მოუგო "ტამპა ბეის" და ბოლო ექვს წელიწადში მესამედ გახდა ტიტულის მფლობელი.

ჩიკაგოელებმა წინა ორ შემთხვევაშიც მეექვსე მატჩში მოიგეს სტენლის თასი, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: ამჯერად, "ბლეკჰოქსმა" მიიღო შანსი ტრიუმფი საკუთარ მოედანზე აღენიშნა და არა გასვლით მატჩში.

ამიტომაც, შეხვედრის წინ ჩიკაგოში დიდი აჟიოტაჟი იყო: მეექვსე მატჩზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 800 დოლარი ღირდა, გადამყიდველებში კი ფასმა 10 ათას დოლარს მიაღწია.

"ტამპა ბეი" არ აპირებდა ასე იოლად სერიის დათმობას. მისმა ძირითადმა მეკარემ ბენ ბიშოპმა მოკლე დროში მოირჩინა ტრავმა და მზად იყო სათამაშოდ. ასევე დაუბრუნდა გუნდს ფორვარდი ნიკიტა კუჩეროვი, რომელმაც ჩვეული ადგილი დაიკავა პალატთან და ჯონსონთან შემტევ სამეულში.

"ჩიკაგომ" უარი თქვა სასტარტო შტურმზე, მაგრამ "ტამპა" კიდევ უფრო ფრთხილობდა - პირველ პერიოდში "ლაითნინგმა" მხოლოდ ოთხი ზუსტი დარტყმა შეასრულა. სტუმრებს საგოლე მომენტები პრაქტიკულად არ შეუქმნიათ, თუმცა ერთხელ ფინალური სერიის მთავარმა იმედგაცრუებამ სტივენ სტემკოსმა ძელს გაარტყა შაიბა და მაინც ვერ შეძლო ფინალში თავისი გოლების ანგარიშის გახსნა.

მეორე პერიოდის სტარტზე სტემკოსმა კიდევ ერთი შანსი მიიღო - "ჩიკაგოს" დაცვამ პოზიციური შეცდომა დაუშვა და სტივენი კროუფორდთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ფინალში გაფუჭებული მომენტების კოლექცია შეევსო. მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა "ჩიკაგო" აქტიურ მოქმედებებზე. ერთ მომენტში სტუმრებმა წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს შაიბის საკუთარი ზონიდან გადაგდება, მაგრამ ბიშოპმა გადაარჩინა თავისი გუნდი.

მაგრამ "ტამპას" მეკარე ჯადოქარი არ არის და ვერ გაუძლო ამ ზეწოლას. პატრიკ კეინმა შესანიშნავი პასით დანკან კიტი იპოვნა, რომელმაც ჯერ დაარტყა და შემდეგ თავად დაამატა. მცველმა ეს გოლი დაიმსახურა - ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ის ფანტასტიკურ მაჩვენებლამდე მივიდა - 700 სათამაშო წუთი პლეი ოფში. "ჩიკაგო" აგრძელებდა შეტევებს და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ სიბრუკის დარტყმა ძელმა მოიგერია.

საბოლოოდ, კიტის შაიბა გამარჯვების აღმოჩნდა. მესამე პერიოდში "ლაითნინგმა" პოზიციური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მისი შეტევები განწირული ჩანდა, როგორც მეოთხე და მეხუთე მატჩების ბოლო პერიოდებში. სტუმრები მარტივ სიტუაციებშიც ცდებოდნენ, და ერთ-ერთი ასეთი შეცდომა კონტრშეტევით დასრულდა, რომლის დროსაც რიჩარდსის პასით კეინმა საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას, სერიასა და მთლიანად სეზონს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ("კონ სმაიტ ტროფი") დანკან კიტს გადასცეს.

ჩიკაგო-ტამპა ბეი 2:0

0:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 კიტი-3 (პ. კეინი-12, რიჩარდსი-10), 2:0 პ. კეინი-11 (რიჩარდსი-11, საადი-3).

სერია: 4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა