აკა ქავთარაძე: შედეგი ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ
ქუჩაში აღნიშნული იუბილე

ირაკლი (აკა) ქავთარაძე საფეხბურთო სამყაროში ცნობილი და მიღებული კაცია. 1972 წელს, როცა ვლადიმერ ელოშვილის აღზრდილები საკავშირო საფეხბურთო სკოლების პირველობის გამარჯვებულები გახდნენ, ამ გუნდში ალექსანდრე ჩივაძის, თემურ ჩხაიძისა და ვახტანგ კოპალეიშვილის გვერდით თამაშობდა. იყო საქართველოს მინი-ფეხბურთის პირველი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი (1986-1987) და საუკეთესო ბომბარდირი. მერე კი გულშემატკივართა საყვარელი კლუბის, "მრეტების" თანადამფუძნებელიც გახდა. წლების განმავლობაში იყო ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბოლო წლებში კი - რუსთავის "მეტალურგის" დირექტორი. ახლა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი ფუტსალის კურატორობა მიანდო.

ქავთარაძეს კომენტარი პოლონეთთან ეროვნული ნაკრების მატჩის თაობაზე ვთხოვეთ.

"ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს სწორი მიმართულების არჩევა და პროცესის დაწყება. შედეგი კი ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ, რადგან ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით ამაზე ფიქრი თავის მოტყუება იქნება. პოლონეთთან წაგებაზეც კომენტარს სწორედ აქედან გამომდინარე გავაკეთებ. წავაგეთ იმის გამო, რაც ხშირად მოგვსვლია - კონცენტრაცია დავკარგეთ და საკმაოდ დიდი შრომა ბოლო სამ წუთში ქარს გავატანეთ. არადა, მანამდე ცუდად ნამდვილად არ ვთამაშობდი. მე სწორედ ეს ფაქტორი მაიმედებს. ჩვენები სტუმრად ადრე 89 წუთიც ვერ ძლებდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ გუნდი ჩამოყალიბების გზას დაადგა. განსხვავება ისიც იყო, რომ ჩვენები მხოლოდ საკუთარ კარზე არ იყვნენ მიჯაჭვულები და რამდენიმე ეპიზოდში გამოაჩინეს, რომ შიშის სინდრომის დაძლევა მოახერხეს", - ამბობს ქავთარაძე.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, აქცენტი მომავალზე უნდა გაკეთდეს:

"სანამ საქართველოს ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება, მანამდე წარმატების მიღწევა და ეროვნული გუნდის გაძლიერება გამორიცხულია. ჩვენი ჩემპიონატის დონე კი გუნდების მდგომარეობაზე პირდაპირაა დამოკიდებული. აიღეთ რუსთავის "მეტალურგი". ჩვენი წამოსვლის შემდეგ გუნდში ვარლამ კილასონიამ სულ ადგილობრივი ახალგაზრდები დააწინაურა. რომ იცოდეთ, ეს რუსთაველი ბიჭები 1996 და 1997 წლებში დაბადებულებში ჩემპიონობას არავის უთმობდნენ. უდიდესი პოტენციალის მქონე გუნდი იყო და რა დღეში ჩააგდეს? ჩვენ მიერ სამი წლის წინათ ნაყიდი ფორმებით თამაშობდნენ, ხელფასზე რომ არაფერი ვთქვა. ერთი-ორი გუნდით კი ჩემპიონატის დონე ვერ გაიზრდება. ფული თუ არ ჩაიდება, ილუზიებს ნუ მივეცემით, არაფერი გამოვა".

ბოლო დღეებია, ქავთარაძე სტიქიისგან დაზარალებული ტერიტორიის აღდგენა-დასუფთავებაზე მუშაობს:

"თავდაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა და ვაკე-საბურთალოს დაზიანებული მონაკვეთების გასაწმენდად სამხედრო ტექნიკა გვყავდა გაყვანილი. ჩემი 60 წლის იუბილე ქუჩის წმენდით აღვნიშნე. თავს დიდი უბედურება დაგვატყდა და საქეიფოდ ვის ეცალა. ხომ ხედავთ, რა დღეშია ხალხი, ქალაქი... მაგრამ ფეხბურთშიც და ზოგადადაც, იცით, რამ დამაიმედა? ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო, როცა ვნახე, რა ახალგაზრდები გვყოლია, მათ შორის, ბევრი - ფეხბურთელიც. რა ენთუზიაზმით მუშაობენ და როგორ ეფერებიან ერთმანეთს და საკუთარ ქალაქს. შეიძლება, ეს ბიჭები დღედაღამ ბირჟაზე იდგნენ, მაგრამ ქვეყანას რომ დასჭირდა, პირველები გამოვარდნენ. ბედნიერებისგან თვალებზე ცრემლები მომადგა. ამიტომ მგონია, რომ ასეთი ახალგაზრდების ქვეყანას და ფეხბურთს კარგი მომავალი ექნება".

მერაბ მამულაშვილი

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა